ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაწარმატების ალქიმიაექვსი ათასი წლის წინ

ექვსი ათასი წლის წინ
 | რეიტინგი 3 

     იკითხეთ არა იმიტომ, რომ ეკამათოთ და უარყოთ, არა იმიტომ, რომ უსიტყვოდ დაიჯეროთ და არც იმიტომ, რომ საუბრის თემა გქონდეთ, არამედ იმისათვის, რომ იაზროვნოთ და იმსჯელოთ.

    ერთ-ერთი გათხრების დროს აღმოაჩინეს დაახლოებით ექვსი ათასი წლის წინანდელი ბიბლიოთეკა. ხელნაწერები შესრულებული იყო კერამიკულ ფილებზე და ასახავდა ძველი ბაბილონის ცხოვრებას. ჯორჯ კლეისონმა ამ „ისტორიებზე" დაყრდნობით 1926 წ. გამოსცა პატარა პამფლეტები, რომლებიც მილიონობით ტირაჟობით გავრცელდა.

    თუ ვიტყვით, რომ ექვსი ათასი წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ჩვენ კიდევაც სწორი ვიქნებით და კიდევაც - არა. სწორი ვიქნებით იმიტომ, რომ კაცობრიობა მნიშვნელოვანად წაიწია წინ მატერიალური თვალისაზრისით. დღეს ნაკლებად ვართ დამოკიდებული ამინდის ჭირვეულობაზე (მაგრამ, სამწუხაროდ, სულ უფრო მეტად ადამიანთა ჭირვეულობაზე), გაცილებით მეტი კომფორტი გვაქვს ყოფით ცხოვრებაში. მაგრამ, სამწუხაროდ, დღესაც ადამიანები ისევე უკმაყოფილოები და „გადაღლილები" ვართ, როგორც ეს ექვსი ათასი წლის წინ იყო. მაგრამ, დღეს, ჩვენთვის ისევე ძნელადდასაჯერებელია ის მოსაზრება, რომ მატერიალური კეთილდღეობა ვერ გაგვანთავისუფლებს ყველა დღევანდელი პრობლემისგან, როგორც ეს რამდენიმე ათასასწლეულის წინ იყო. სწორი არ ვიქნებით იმიტომ, რომ ბოლო რამდენიმე ათასწლეულის მანძილზე ადამიანის ბუნება და ზნე არ შეცვლილა. ჩვენ ისევ ისევე გვიხარია და ისევ ისევე გვეშინია, როგორც ეს ათასწლეულების წინ იყო.

 

 

აი, რამდენიმე, 6 ათასი წლის წინანდელი მოსაზრებათაგან:

როდესაც ახალგაზრდები მოდიან მხცოვანებთან რჩევისთვის, ისინი იღებენ სიბრძნეს, გამოცდილს დროით. თუმცა ახალგაზრდებს ჰგონიათ, რომ ხანშიშესულთა სიბრძნე მხოლოდ წარსულში ვარგოდა და მომავალში არ გამოადგებათ. მაგრამ უნდა გახსოვდეთ, მზე, რომელიც კაშკაშებს დღეს, ისეთივეა, როგორიც იყო იმ დღეს, როდესაც დაიბადა მამაშენი, და ეს მზე ისევე იკაშკაშებს იმ დღესაც, როდესაც შენი გვარის უკანასკნელი შთამომავალი დატოვებს ამ ქვეყნიერებას.

 

მოზარდთა აზრები, ჰგავს მკაფიო კომეტებს. ისინი გაკრთებიან ცაზე, დატოვებენ ნათელ კვალს და მალევე ქრებიან. მოხუცებულთა სიბრძნე კი ჰგავს ვარსკვლავებს, რომლებიც არასდროს იცვლიან თავიანთ მდებარეობას ცის კაბადონზე და ამიტომაც მეზღვაურები ყოველთვის იკვლევენ მათი საშუალებით გზას.

 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge