გისმენ და გემორჩილები - ავტორი:ირაკლი პატარაია
 

ვებ სტუდია SPAR.GE

 

ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაწარმატების ალქიმიაგისმენ და გემორჩილები

vivus.ge

გისმენ და გემორჩილები
 | რეიტინგი 3 

        ყველას გაგიგიათ ალადინის ზღაპარი. მოდი განვიხილოთ ეს ზღაპარი როგორც მეტაფორა. რა ხდება პირველად? ალადინი პოულობს ლამფას. ბევრ ჩვენთაგანს არ გაუვლია ეს ეტაპი ჯერ. ეს ნიშნავს, რომ იმისათვის რომ რაღაცა გააკეთო გვჭირდება ცნობისმოყვარეობა. ჩვენ უნდა დავუსვათ ჩვენს თავს კითხვა: „რა არის ეს? ნეტა მუშაობს ის, რაც მე გავიგე? მოდი გადავამოწმო მართლა ისეა, როგორც მითხრეს (ან წავიკითხე)?" ალადინს რომ ეფიქრა: „რა დაჟანგული ლამფაა, რაში უნდა დამჭირდეს?" და ფეხით  გადაეგდო ლამფა ან საერთოდ გვერდი აევლო მისთვის, მოხდებოდა რამე საოცარი მის ცხოვრებაში? რასაკვირველია არა. მან გამოიჩინა ცნობისმოყვარეობა, მას მოუნდა უკეთ დაენახა ლამფა და ამიტომაც დააპირა მისგან მტვრის გადაწმენდა და გაუსვა ხელი მის ზედაპირს.

 

 

        ოი, საოცრებავ, ლამფიდან ამოძვრა ჯინი და ეუბნება: „გისმენ და გემორჩილები". მეორე, რაც უნდა გაგვიჩნდეს იმისათვის, რომ წინ წავიწიოთ ცხოვრებაში, არის ოცნება, მიზანი. ჯინი არის სამყარო, განგება, ბუნება, შემოქმედი, როგორც გესიამოვნებათ ისე უწოდეთ. ის, რასაც ვერ ვხედავთ, ვერ შევეხებით, მაგრამ რომელიც არსებობს და რომელიც განაგებს ყველაფერს კოსმოსში. რაზეც მე-20 საუკუნის უდიდესმა მეცნიერმა, სატელეფონო კავშირის მამამთავარმა ალექსანდრე ბელმა თქვა: „მე არ ვიცი ის რა არის, მაგრამ ვიცი რომ ის არსებობს". მოდი ვუწოდოთ მას უბრალოდ უფალი. მოკლედ, უფალი ყოველთვის „გვისმენს და გვემორჩილება". ის ისმენს ჩვენს სიტყვებს და გვისრულებს მას. თუ ჩვენ ვამბობთ: „აუუუ, აცივდა, ისევ გრიპი დამემართება" ან „ახლა მანქანას რომ მივუყვან პროფილაქტიკაში, ის გამოქლიავებული (რბილად რომ ვთქვათ) ისევ მეტყვის არ მცალიაო და საღამომდე არ გამიკეთებს მანქანას" - ის „გვისმენს და გვემორჩილება". მერე გვიხარია: „აი, მე ხომ ვამბობდი? ვიცოდი რომ ასე იქნებოდა". ის კი ვერ გაგვიგია, რომ პროფილაქტიკაში მისვლამდე რომ გვეფიქრა: „აი, მივალ და შემომეგებება ლექსო და მეტყვის, რა ხანია არ მინახიხარ. სწორედ შენზე ვფიქრობდი ახლა. მოდი, მითხარი ახლა რა გიჭირს. მერე დაიკაპიწებს ხელებს და ნახევარ საათში უკვე შევძლებ საქმეებზე გზის გაგრძელებას" - ესეც ასრულდებოდა. მაგრამ, არა. ჩვენ ხომ არ ვართ ასეთი იდიოტები, კარგი რომ ვიფიქროთ. წინა მისვლაზე ორი დღე გვალოდინა ლექსომ, იმის წინაზე გვიან საღამოს ძლივს წამოვიყვანე მანქანა. ის კი ვერ გაგვიგია, რომ მაშინაც ისე ვფიქრობდით, როგორც შემდეგში აგვიხდა და ასე მიდის ცხოვრება სულ „ცუდად და ცუდად". ეს კიდევ არაფერი, ჩვენს ცხოვრებას რომ ვიფუჭებთ, სხვებსაც „ჭკუას ვასწავლით".

„ალადინის ლამფი"-ს თავდაპირველ ვარიანტში არ იყო შეზღუდული სურვილების რაოდენობა. მხოლოდ მოგვიანებით დააწესეს ასეთი შეზღუდვა: „მხოლოდ სამი სურვილი". სინამდვილეში უფალი არ გვზღუდავს სურვილების რაოდენობაში. მაგალითად ჩემთვის რომ ჯინს ეთქვა: „სამ სურვილს შეგისრულებ"-ო, ჩემი მესამე სურვილი იქნებოდა: „ყველაფერი, რასაც ვისურვებ და რაც კარგი იქნება ჩემთვის, ამიხდეს" მეთქი. ერთად-ერთი განსხვავება ზღაპარსა და რეალობას შორის არის ის, რომ ალადინს თავად არაფრის გაკეთება არ უხდება. ჩვენ კი უფალი გვიგზავნის შესაძლებლობებს (გარემოებები ვითარდება საკეთილდღეოდ, ადამიანები გვეხმარებიან და ა.შ.), იარაღებს (უნდა წავიკითხოთ რაღაცა, განვითარდეთ), მტრებს (იმისთვის, რომ გაგვაძლიერონ) და ჩვენც გვიწოვს ცოტათი გაოფლება.

 

 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 

mycredit.ge

 

 

vivus.ge


 

 

crediton.ge

 

 

mycredit.ge

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
vivus.ge