თუკი არ ხარ ფინანსურად დამოუკიდებელი - ავტორი:ირაკლი პატარაია
 
დახურვა X

 

ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაწარმატების ალქიმიათუკი არ ხარ ფინანსურად დამოუკიდებელი

vivus.ge

თუკი არ ხარ ფინანსურად დამოუკიდებელი
 | რეიტინგი 3 


თუკი თქვენ არ მიაღწიეთ ფინანსურ დამოუკიდებლობას ორმოციდან ორმოცდაათ წლამდე, ეს არ ნიშნავს რომ თქვენ ცხოვრობთ ცუდ ქვეყანაში. არც იმას, რომ თქვენ მუშაობდით ცუდ სამსახურში. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ ხართ უნიჭო ან არა გაქვთ კარგი განათლება. არ ნიშნავს ეს იმასაც, რომ თქვენი მშობლები ვერ ზრუნდავდნენ თქვენზე სათანადოდ, არც იმას, რომ თქვენ ცხოვრობთ ცუდ საზოგადოებაში. ეს ასევე არ ნიშნავს, რომ თქვენ ცხოვრობთ ცუდ დროს ან იმას რომ თქვენ ცუდი ადამიანი ხართ. ეს ნიშნავს უბრალოდ იმას, რომ - თქვენი გეგმა არის ცუდი.

გამოკვლევებმა ცხადყო, რომ საშუალოდ ადამიანი მზადყოფნით ხარჯავს 90 ათას საათზე მეტს თავისი სიმდიდრის დასაგროვებლად (40 საათი კვირაში, 50 კვირა წელიწადში 45 წლის განმავლობაში), მაგრამ სამ საათზე ნაკლებს იმაზე, რომ ისწავლოს ნაშოვნის შენარჩუნება.

 

 

 

 

სიმდიდრის ძველი არაბული ფორმულა გამოიხატება შემდეგნაირად: 100000000

ფორმულაში 1 ნიშნავს ჯანმრთელობას, ხოლო ნულები -ყველაფერ დანარჩენს თქვენს ცხოვრებაში, იქნება ეს: მობილური, კომპიტერი, მანქანა, სახლი, სამკაულები, ქარხნები თუ ა.შ. თუკი გააუქმებთ ფორმულის დასაწყისში ერთიანს (ე.ი. ჯანმრთელობას) მაშინ ყველაფერი დანარჩენი მოგეჩვენებათ უბრალო ნულების კრებულად, რომელიც ჯამში, როგორც არ უნდა ატრიალო ისევ ნულსმოგცემთ!

სიმდიდრის მიღწევის მეცნიერება არსებობს, და ის ზუსტი მეცნიერებაა, როგორც ალგებრა ან არითმეტიკა. არსებობს გარკვეული კანონები, რომლებიც მართავენ სიმდიდრის მოხვეჭის პროცესს და თუკი ადამიანი დაეუფლება ამ კანონებს და გასდევს მათ, ის მათემატიკური სიზუსტით გახდება მდიდარი.

ერთნაირ მიზეზებს ყოველთვის ერთნაირ შედეგებამდე მივყავართ - ეს ბუნების კანონია. ამრიგად, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ისწავლის იმოქმედოს ამ გარკვეული სახით, უეჭველად მდიდარი გახდება.

მაგრამ, აქ არის ერთი „მაგრამ". ჩვენ ხშირად გვეუბნებიან, რომ ნუ ვხარჯავთ დროს ტყუილუბრალო ოცნებებში, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები, რომ ჩვენ ვერ გვექნება ყველაფერი, რაც გვსურს. მუდმივად ამის სმენის შედეგად, ჩვენ ვიწყებთ დაჯერებას, რომ ეს ნამდვილად ასეა, რომ სიმდიდრე - არის მცირედთა ხვედრი. წარმატება ჩვენ გვესახება როგორც რჩეულთა წვეულება, სადაც ჩვენ დაპატიჟებულნი არა ვართ.

 

 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 


ccloan.ge

 

 

vivus.ge


 

 

crediton.ge

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 

 
 
netcredit.ge
moneyman.ge