შეგრძნება - ავტორი:ირაკლი პატარაია
 
დახურვა X

 

ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაწარმატების ალქიმიაშეგრძნება

vivus.ge

შეგრძნება
 | რეიტინგი 3 

         ადამიანის შინაგანი შეგრძნება არავის არ ანაღვლებს. თუკი ადამიანს რაღაცა სტკივა, გარეშე ადამიანებმა ამის შესახებ შეიძლება არც იცოდნენ. კიდევაც რომ გაიგონ, მათთვის ეს სრულებით სულერთი იქნება.

ის, თუ როგორ ვგრძნობ თავს არის მხოლოდ ჩემი პრობლემა. ჩემს მეუღლეს არ აინტერესებს რაიმე თუ ამტკივდება. არც ჩემს შვილს ადარდებს თუკი დღეს ცოტა იქ წამომტკივდა და ხვალ ცოტა აქ. არც მეგობრები შეწუხდებიან მეტისმეტად. მათთვის მთავარია, რომ მე ფეხზე ვიყო და გავაკეთო ჩემი გასაკეთებელი საქმე. ასე, რომ ვიზრუნო საკუთარ ჯანმრთელობაზე, ვიზრუნო საკუთარ წონაზე, ვიზრუნო საკუთარ შეგრძნებებზე ფაქტიურად მხოლოდ მე მაღელვებს.

ყველა ადამიანს, განსაკუთრებით ვინც 40 წელზე უფროსი ასაკისაა, აქვს რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემები. ისინი შეგუებული არიან დაუსრულებელ ტკივილებს და ეს ნორმად მიაჩნიათ.

ერთი ნაცნობი მყავდა, რომელიც ზედმიწევნით იცავდა მკაცრ დიეტას, დილაობით ვარჯოშობდა და იყო მშვენიერ ფორმაში. არც ზედმეტი წონა ჰქონდა და ბევრად ენერგიულად გამოიყურებოდა, ვიდრე მისი ასაკის ადამიანი უნდა ყოფილიყო. მან მითხრა: „მე იმისთვის კი არ ვირჯები ასე, რომ დიდხანს ვიცხოვრო. მე არ ვიცი რამდენი დამიწესა უფალმა. მე ვიცავ დიეტას და ვვარჯიშობ იმისთვის, რომ სანამ ვარ ცოცხალი, ვიყო კომფორტულად". ამ შემთხვევაში კომფორტად ითვლება ის, რომ არაფერი გტკიოდეს, ყოველი ჭამის შემდეგ ისეთი შეგრძნება არ დაგეუფლოს, თითქოს „ქვის ლოდებით სავსე გაქვს" მუცელი, სუფრაზე ყოფნის მეორე დღეს პახმელიამ არ დაგტანჯოს და საერთოდ, რომ არ გტკიოდეს დაუსრულებლად ესა თუ ის ორგანო.

 

 

        ასე, რომ ნუ ელით, რომ ვინმე შეგახსენებთ გაუფრთხილდეთ თქვენს ჯანმრთელობას. ნუ ელით, რომ ვინმე დაგაძალებთ ივარჯიშოთ დილაობით. შეიძლება დაგაძალონ სუფრაზე დალევა ან სხვა რაღაცეები, რომლებიც სრულებით არ გაგიუმჯობესებთ ჯანმრთელობას.

სხვებს შეუძლია მხოლოდ დაგიშალონ თქვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი რამეების კეთება. მაგალითად, სპეციალური დიეტა დიდ დისკომფორტს უქმნის თქვენს ცოლს. მას თქვენთვის ცალკე ექნება კერძები საკეთებელი. მას ასეთი პერსპექტივა სრულებით არ ახარებს. ცოლმა შეიძლება დაგიშალოთ დილაობით სირბილი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში თქვენ ადრე მოგიწევთ ადგომა, რაც ასევე დაუფრთხობს მას ძილს. თუ ცოტას შეჭამთ კერძს, არც ეს ახარებს თქვენს ცოლს. მან ხომ იმდენი იშრომა, რომ გემრიელი საჭმელები დაეხვედრებინა თქვენთვის, თქვენ კი თუ არ შეჭამთ. ეს მტკივნეული იქნება მისთვის. არც თქვენი შვებულებაში გასვლა და დასვენება არის „გონივრული ნაბიჯი". თქვენ, როგორც მამაკაცმა, უნდა იშოვოთ ფული, რომ ცოლ-შვილი დაასვენოთ.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, თქვენ არავინ დაგაძალებთ იყოთ ჯანმრთელი. სხვები მხოლოდ დაბრკოლებებს შეგიქმნიან ამ გზაზე. თქვენ თავად უნდა იბრძოლოთ თქვენი ჯანმრთელობის მოსაპოვებლად (ან შესანარჩუნებლად რაც ჯერ კიდევ დაგრჩენიათ).

 

 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 


ccloan.ge

 

 

vivus.ge


 

 

crediton.ge

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 

 
 
netcredit.ge
moneyman.ge