ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ინვესტიციაინვესტიციაუხილავი უფრო მნიშვნელოვანია

უხილავი უფრო მნიშვნელოვანია
 | რეიტინგი 3 


რა
უფრო მნიშვნელოვანია, რასაც ვხედავთ თვალით, თუ რასაც ვერ ვხედავთ?

 ერთ ერთ ინვესტორს ჰქონდა გარკვეული კომპანიის აქციების მსხვილი პაკეტი. ხმა დაირხა, რომ ამ კომპანიის საქმეები ცუდად მიდისო. ადგა ინვესტორი და სასწრაფოდ გაემგზავრა კომპანიის დირექტორთან სასაუბროდ, რათა გაეგო, მართლა საფრთხე ემუქრებოდა თუ არა მის დაბანდებას.

შეხვედრიდან დაბრუნებულმა გაყიდა ყველა აქცია. მეგობრები დაინტერესდნენ, რა გაიგო ისეთ დირექტორისგან, რამაც გადააწყვეტინა მოეშორებინა კომპანიის აქციები:

-          კი მაგრამ, რა გითხრა დირექტორმა, მართლაც ცუდად არისო კომპანიის საქმეები? - ჩაეძიენ მეგობრები.

-          რას ამბობ, როგორც მელაპარაკა და საბუღალტრო ჩანაწერები მაჩვენა, კომპანიის საქმეები გადასარევად უნდა მიდიოდეს.

-          მაშინ რატომ გაყიდე აქციები?

-          იცით რაშია საქმე. როდესაც საუბარი დავიწყეთ, მან აიღო ძალზე ძვირფასი ქაღალდი და დაიწყო ზედ რაღაცეების წერა და გრაფიკების ხაზვა. შემდეგ არ მოეწონა რაღაცა, დაკუჭა, სანაგვეში მოისროლა და მეორე ფურცელი აიღო. სანამ ვსაუბრობდით, რამდენიმე ათეული ძვირადღირებული ფურცელი გადაუშვა სანაგვე ყუთში. მე ვიფიქრე, თუკი ის ასე უდარდელად განაგებს კომპანიის სახსრებს, ჩემთვის არ უნდა იყოს კარგი იდეა ამ კომპანიის აქციების შენარჩუნება. ამიტომაც გავყიდე აქციები.

ამ ისტორიიდან რამდენიმე დასკვნის გაკეთება შეიძლება (რაც მე გამომრჩება, მომწერეთ თქვენ):

1.        ინვესტიცია - არის ნდობის აქტი. ერთი ადამიანი ანუ ინვესტორი, აძლევს ფულს მეორეს იმის იმედით, რომ ის გონივრულად გამოიყენებს მას, მიიღებს მოგებას და მოგების ნაწილს გაუნაწილებს ინვესტორს. თუ არ არსებობს ნდობა - არ არსებობს ინვესტიციაც. თქვენ ენდობით ადამიანს, რომელიც უდარდელად დახარჯავს თქვენს ფულს?

2.       ბიზნესს აქვს ორი მიზანი - მიიღოს მოგება და აკონტროლოს ხარჯები. არსებობს ანდაზა: წესრიგი ხარჯებში არის ნახევარი მოგება”. არის მეორე ანდაზაც: პატარა ხვრელს (უკონტროლო ხარჯს) შეუძლია ჩაძიროს დიდი გემი”.

3.       ინვესტიციებში, ისევე როგორც ცხოვრებაში, გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რასაც ვერ დაინახავ თვალით, ვიდრე ის, რასაც შეეხები და თვალით აღიქვამ. ის რაც ყველაზე ძვირფასი და ფასეულია, თვალისთვის უხილავია. თუ არ გჯერათ დაფიქრდით, რა არის ყველაზე ძვირფასი: სიყვარული, მეგობრობა, ერთგულება, სამართლიანობა.... რომელი მათგანი შეიძლება დავინახოთ თვალით, ვუსუნოთ ცხვირით, შევეხოთ ხელით, მოვკბიჩოთ და გემო გავუსინჯოთ?

 

4.       ცეცხლი უკვამლოდ არ არსებობს. თუკი კომპანიიდან გამოჟონა ცუდმა ამბებმა, მაშასადამე საქმე მეტად სერიოზულადაა.



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge