ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ინვესტიციაინვესტიციასად ჩავდოთ ფული?

სად ჩავდოთ ფული?
 | რეიტინგი 3 

 

ვენჩურული კაპიტალისტი ალან პატრიკოფი ყვება ინვესტიციებზე მაღალ ტექნოლიოგებში და ბაზრის დაცემაზე. და ის ასევე ახსენებს უახლოესი წლებში ინვესტიციებისათვის რამდენიმე ყველაზე უფრო პერსპექტიულ სფეროს.

ალან პატრიკოფი ჯერ კიდევ მაშინ იყო ვენჩურული კაპიტალისტი, როდესაც ეს სიტყვა ჯერ არ არსებობდა. 1969 წელს მან დაარსა კომპანია Alan Patricof Associates, რომელსაც მოგვიანებით ეწოდა Apax Partners და დღეისათვის ერთერთ უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიაა, რომელმაც თავის ფული ჩადო AOL-ში, Apple-ში და Office Depot-ში. დღეს პატრიკოფი მართავს Greycroft Partners-ს, რომელიც დაკავებულია ინვესტიციებით ახალ მედიაში და იმ ფირმებში, რომლებიც სპეციალიზდებიან უკაბელო კავშირგაბმულობაზე. მან თავაზიანად უპასუცა ჟურნალ  „Portfolio"-ს კითხვებზე იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იქცეოდეს  ინვესტორი ასეთ არასტაბილურ დროს.

თქვენ რომ გქონდეთ ზედმეტი 100 ათასი დოლარი, სად ჩადებდით? მე, რასაკვირველია, მთლიანად და უცბად არ ჩავდებდი, არამედ გავაკეთებდი ამას ფრთხილად და ნაბიჯ-ნაბიჯ. თუმცა, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ასაკზე და თვითონ კაპიტალზე. თუ თქვენ გაქვთ მხოლოდ 100 ათასი დოლარი, 40% ჩადეთ აქციებში (მათ შორის უცხოური კომპანიებისაც), 25%-ს კონვერტირებად და არაკონვერტირებად საქმიან ქაღალდებში, და 25%-ს 15 წლიან ფედერალურ C.D. -ში 6%-იანი დაბრუნებით.

როგორი ტიპის დაბანდებებს უნდა ერიდოს ინვესტორი? ერიდეთ ფულის ჩადებას ისეთ ავიაკომპანიებში, რომელთაც სერიოზული პრობლემები აქვთ სამუშაო ძალის ღირებულებასთან დკავშირებით, და ასევე ერიდეთ ყველა ისეთ დაბანდებებს, რომლებიც თქვენ არ გესმით.

თქვენ როგორც ვენჩურული ინვესტორი, აგრძელებთ ფულის ჩადებას კრიზისის დროს? დიახ, ჩვენ ვაგრძელებთ ინვესტიციებს. ახლა ბიზნესი უფრო მისაღებ პოზიციაშია, ვიდრე 2001 წელს. დღეს ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობენ გაცილებით გამოცდილი მენეჯერები და ინვესტორებსაც უფრო რეალურის მოლოდინი აქვთ. არავინ არ დებს ფულს, თუ არ ეცოდინება, როგორ ამოიღებს უკან. მეწარმეს კარგ გუნდთან და ბიზნეს-გეგმით დიდი ძალისხმევის გარეშე შეუძლია გვერდითი კაპიტალის მოზიდვა.

როგორ ხორციელდება კერძო ინვესტიციები? კაპიტალის ჩასადებად თქვენ უნდა იპოვოთ შესაბამისი ვენჩურული ფონდი. ამავე დროს, ამაზე წასასვლელად, თქვენ უნდა იყოთ ძალიან კომპეტენტური ინვესტორი. ჩვეულებრივ, ფონდებში ინვესტიციები 1 მილიონ დოლარს შეადგენს. იმავდროულად, შეიძლება ბიზნეს-ანგელოზთა ჯგუფთან მიერთებაც და მაშინ თქვენ უკვე გაცილებით ახლოს იქნებით იმ კომპანიასთან, რომლის ინვესტირებასაც აპირებთ. ახლა აშშ-ში ბიზნეს-ანგელოზთა დაახლოებით 100-მდე ჯგუფია, ხოლო მსოფლიოში 300-მდე. ამ შემთხვევაში თქვენ შეიძლება ძალიან ძლიერად ჩაერთოთ კომპანიის მართვაში.

 თუ თქვენი შვილიშვილები გადაწყვეტენ ფულის ჩადებას გრძელვადიანი პერსპექტივით, რას ეტყოდით მათ?  უახლოეს ხანში აკრიფავს ბრუნვებს ალტერნატიული ენერგია. ინტერნეტი გახდება პირველადი საინფორმაციო წყარო. გარდა ამისა, ღირს იმ კომპანიებზე ყურადღების გამახვილება, რომლებიც დაკავებულნი არიან პროგრამული უზრუნველყოფის კონცეფციებით. საინტერესოა შესაძლებლობაა მობილური ტელეფონებიც. ისინი ყველგანაა და შეუძლიათ ისეთი მომსახურების გაწევა, რომლებიც ეხება ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტს: ვიდეოს, საინფორმაციო მომსახურებებს, GPS-ნავიგაციას, მუსიკას. აქედან გამომდინარე, მე უფრო ვურჩევდი ფულის ჩადებას ისეთ საქმეში, რომელიც რაღაც სახით დაკავშირებული იქნება მობილურ გართობებთან. თუმცა, პირადად მე მეუღლესთან ურთიერთობას ვაბჯობინებ email-ით და არა მობილური ტელეფონით.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge