ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ინვესტიციაინვესტიციაარსებობს მსოფლიოში „უპროცენტო კრედიტი“? მიმასწავლეთ - სად...

არსებობს მსოფლიოში „უპროცენტო კრედიტი“? მიმასწავლეთ - სად...
 | რეიტინგი 3 

ბრეტ კარმანი უკვე 17 წელია დაკავებულია ინვესტიციების უძრავ ქონებაში ჩადებით. მას გააჩნია საინვესტიციო და სადაზღვევო საქმიანობის, ასევე უძრავ ქონების სფეროში დაკრედიტების ლიცენზიები. აქვს რა თავის აქტივებში კომერციული და საცხოვრებელ უძრავი ქონებაზე უამრავი წინადადება, ის მაინც ცდილობს არა მარტო სრულად შეისწავლოს მთელი საინვესტიციო პროცესი, არამედ მის მაქსიმალურად გამარტივებას. თავისი ხანგრძლივი და წარმატებული საქმიანობის პერიოდში მან ფასდაუდებელი და თავისებურად უნიკალური გამოცდლება დააგროვა, რომელიც სურს, რომ გაუზიაროს ისეთ ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამენ ინვესტიციების სამყაროში.

„მე უკვე 17 წელია უძრავი ქონებით ვარ დაკავებული და აქამდე მაკვირვებს, თუ რაოდენ ძლიერ ცდილობენ, ერთის მხრივ, საფინანსო ორგანიზაციები დამახინჯებულად წარმოაჩინონ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებები და მეორეს მხრივ, რამდენად არ სურს მყიდველს ჩაუღრმავდეს მის დეტალებს. ამაში ორივე მხარეა დამნაშავე და სწორედ მყიდველთა ამ გაუთვითცნობიერებლობაზე ამყარებენ იმედს უძრავი ქონების აგენტები. როდესაც პოტენციურ კლიენტებს ურეკავენ. ერთის მხრივ, ბევრი საფინანსო ორგანიზაციის ბიზნესი ემყარება რაც შეიძლება მეტი კლინეტის მოზიდვას და შემდგომში ტაქტიკის შეცვლას. მე არ მსურს ამასთან შეგუება. ისინი რეკლამას უკეთებენ საკუთარ მომსახურებას, როგორც სახლის საყიდლად „უფასო რეკლამას" და ხელოვნურად ამცირებენ საპორცენტო განაკვეთს, რომელიც შემდეგ მაგიურად ქრება კლიენტის მიერ მათთან ხელშეკრულების ხელის მოწერის მომენტში. ამასთან, მაკონტროლებელ ორგანიზაციებთან კონფლიქტისაგან თავის დაცვის მიზნით, ისინი რეკლამას უკეთებენ „უპროცენტო სესხს", სინამდვილეში მოყავთ რა სესხის პირობები ისეთი განაკვეთით, რომელიც არა მხოლოდ დაფარავს მათ ყველა დანახარჯს, არამედ კარგ მოგებასაც მოუტანს. ნუთუ თქვენ მართლა იფიქრეთ, რომ ამას კეთილი გულის გამო აკეთებენ? ისინი როგორც კი ხელში ჩაიგდებენ თქვენი ტელეფონის ნომერს და თქვენზე ყველა საჭირო ინფორმაციას შეკრებენ, უცბად აღმოაჩენთ, რომ რეალური განაკვეთი 1-2%-ით მეტია სხვა მსგავს ორგანიზაციებთან შედარებით. ამის შემდეგ მათ უკვე თავაზიანად მიყავხართ ტყუილი დაპირებების იმ გზით, რომელზედაც უკვე ყველა მათმა კლიენტმა გაიარა. ამ მომენტისათვის თქვენ უკვე ძალიან დაუჯერეთ მათ და შეიტანეთ საკმაოდ ბევრი ფულიც, რომ უარი თქვათ მათ მომსახურებაზე. ამიტომ, იძულებული გააგრძელოთ მათთან თანამშრომლობა.

ასე რომ, უძრავი ქონების მომავალო ინვესტორებო - იყავით წინახედულნი! მანამ, სანამ ბაზრზე იარსებებენ ისეთი კომპანიები, რომლებიც უფრთხილდებიან საკუთარ რეპუტაციას და გთავაზობენ დაკრედიტების თქვენთვის შესაფერის პირობებს, ასევე იარსებებენ ისეთებიც, რომელთა მიზანია მხოლოდ თქვენს ნდობაზე ფულის კეთება. დარწმუნდით იმაში, თუ რას წარმოადგენს თქვენი აგენტი, რა მიზნით ყიდულობთ ამ უძრავ ქონებას და კითხოთ, როგორი იქნება ყოველთვიური გადახდები, და კიდევ რა ვარიანტები გაქვთ. მაგალითად, თუ თქვენ გეგმავთ ამ სახის ფლობას 5 წლის განმავლობაში და შეგიძლიათ ყოველთვიური გადახდებიდან 0,25%-ის ეკონომია, თუ რაღაც თანხას ერთბაშად გადაიხდით, დაინაგარიშეთ, აქვს თუ არა აზრი დაეთანხმოთ დაფინანსების ისეთ ვარიანტს, თუ ეს ვერ დაფარავს მომავალში მასზე თქვენს დანახარჯებს".

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge