ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ინვესტიციაინვესტიციამსოფლიოს ვენჩურული ინვესტორების ტოპ-ხუთეული

მსოფლიოს ვენჩურული ინვესტორების ტოპ-ხუთეული
 | რეიტინგი 3 

 

არც ისე დიდი ხნის წინ ჟურნალმა Forbes შეადგინა ყველაზე წარმატებული ვენჩურული ინვესტორების სია. საინტერესოა, რომ ამ სიის თითქმის ყველა მონაწილე ჯერ კიდევ 10 წლის ფულს IT-კომპანიებშია ბანდებდა. რასაკვირველია, დღეს მათ ბოლომდე არ უთქვამთ უარი IT-ზე და აქტიურად დებენ ინვესტიციებს  ინტერნეტ-სტარტაპებში, მაგრამ ძირითადი ფული, მათი აზრით, ალტერნატიული ენერგიის წყაროების ირგვლივ იტრიალებს.

უნდა ითქვას, რომ ვენჩურული ინვესტიციების „ბაზარი“ ყოველწლიურად იზრდება. მხოლოდ 2007 წელს მისი საერთო ბრუნვამ 35 მილიარდი დოლარი შეადგინა. როგორც ყველგან, მთელი მსოფლიოს ვენჩურულ ინვესტორებს შორისაც არიან მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავები, ყველაზე წარმატებულები, ხანდახან ყველაზე მდიდრებიც და, რასაკვირველია, უველაზე სახელგანთქმულებიც.

1) ჯონ დორი. უეჭველია, რომ ეს არის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ვენჩურული ინვესტორი. ის წარმოადგენს კომპანია  Kleiner Perkins Caufield & Byers. მან თავისი წვლილი შეიტანა ისეთი კომპანიების წარმატებებშიც, როგორებიცაა Google, Amazon, Sun Microsystems, Intuit და კიდევ ბვრი სხვა. დღეს ის უამრავი ახალგაზრდა ინვესტორის მასწავლებელია. ამასთან, თვლის, რომ ვენჩურული ინვესტორის აღზრდა 30 მილიონ დოლარამდე ღირს.

არც ისე დიდი ხნის წინ ჯონ დორი გამოჩნდა Apple-ს კონფერენციაზე, რომელიც ეძღვნებოდა iPhone-ს კომუტატორის დანართების შექმნას. აქ ინვესტორმა გამოცხადა ფონდის iFund-ის შექმნის შესახებ, რომელშიც მან 100 მილიონი დოლარი ჩადო. ფონდი დაასპონსორებს iPhone-სათვის პროგრამული უზრუნველყოფის ყველაზე ნიჭიერ შემქმნელებს. თუმცა, ძირითად პერრსპექტივას დორი ხედავს უკვე არა IT-ში, არამედ ენერგიის ალტერნატიულ წყაროებში. მან უკვე მრავალჯერ განაცხადა, რომ „განზრახული აქვს მოუგოს ომი გლობალურ დათბობას. მან უკვე ჩადი ინვესტიციები ისეთ კომპანიებში, როგორიცაა Amyris (დაკავებულია ბიოსაწვავის შექმნითა  და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლით), Energy (სხვადასხვა საწვავის ელემენტები), Miasole (მზის ენერგიაზე მომუშავე ბატარეების შექმნა).  დორის პორტფელში ეს ყველაზე საინტერესო კომპანიებია, მაგრამ არა ყველა.

საკუთარი ფულის გარდა ინვესტირების გარდა, დორი დღეს დიდი ხალისით ასწავლის ახალგაზრდა ვენჩურულ ინვესტორებს, აფინანსებს და ატარებს კვლევებს ღეროვანი უჯრედების სფეროში და აქტიურად გამოდის აშშ-ში განათლების ახალი რეფორმების მხარდასაჭერად.

2) მაიკლ მორიცი. ჯონ დორის ძირითადი კონკურენტია. საზოგადოება აქამდე ვერ მალავს  გაკვირვებას იმის გამო, თუ მოახერხეს ახალგაზრდა სერგეი ბრინმა და ლარი პეიჯმა მისი დაყოლიება Google-ს ინვესტირებისათვის. დღეს მორიცი კომპანია Sequoia Capital-ის მფლობელია. საინტერესოა, რომ მაიკლი ამერიკელი არ არის. ის დაიბადა უელსში, სწავლობდა პრესტიჟულ ოქსფორდში, მიიღო ისტორიის მასწავლების უმაღლესი განათლება, ხოლო შემდეგ გაემგზავრა ამერიკაში მილიარდების საკეთებლად. და გააკეთა.

მორიცმა ძირითადი კაპიტალი IT-კომპანიებზე დააგროვა. თავის დროზე მან ინვესტიციები ჩადო Yahoo!-ში, Paypal-ში და Google-ში (ამ უკანასკნელმა კი მას  ჩადებულ 12,5 მილიონზე 15 მილიარდი მოგება მოუტანა). გარდა ამისა, მორიცმა თავის დროზე 200 მილიონად გაყიდა  Atom Entertainment MTV, რომელშიც 90 მილიონი ჰქონდა ჩადებული.

 რასაკვირველია, ისევე, როგორც ყველა ინვესტორს, მორიცსაც ჰქონდა წარუმატებელი პროექტები. მაგალითად, თავის დროზე 110 მილიონი ჩადო კომპანია Red-Envelope-ში, დღეისათვის კი ამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია მხოლოდ 30 მილიონია. 2007 წლის გაზაფხულზე მორიცი გავიდა  Google-ს დირექტორთა საბჭოდან, რადგან არ აპირებს ერთ ადგილზე გაჩერებას

„წარმოდგენა არა მაქვს, თუ რა იქნება შემდეგი იდეა, მაგრამ დარწმმუნებული ვარ, რომ ის ვინმეს თავში აუცილებლად მოუვა, - ამტკიცებს ის. - მეწარმეობა - ეს არის ნისლში მუდმივი ხეტიალი, და ნებისმიერი, ვინც ჩვენს ბიზნეხში საპირისპიროს ამტკიცებს, თქვენს შეცდომაში შეყვანას ცდილობს“. ის აგრძელებს ახალი Google-ს ძებნას.

3) რემ შრირემი. ის პუბლიკისათვის ყველაზე ნაკლებადაა ცნობილი. თავის დროზე იყო კომპანია Netscape-ს დამაარსებელთა შორის, რომელმაც ინტერნეტისათვის პირველი ბრაუზერი შექმნა. მონაწილოებდა Amazon-ის შექმნაშიც. ძირითადი კაპიტალი შრირემმა Google-ში ინვესტიციებით დააგროვა. არ არის გასაკვირი, რომ რეის ყურადღების ძირითადი ობიექტები IT-კომპანიებია. დღეს ის ისეთი სტარტაპების ინვესტორია, როგორიცაა Mint, რომელიც საშინაო (და არა მხოლოდ) ფინანსების მართვის ონლაინ-სერვისს წარმოადგენს, ChaepTrip – ინდოეთის მცხოვრებთათვის ონლაინური სამოგზაურო ბიურო, Xoom.in - ინდოელებისათვის Flickr-ის ანალოგი. ამასთან ერთად, ცოტა ხნის წინ შრირემმა შეიძინა ინდური მსხვილი მულტიპლიკაციური კომპანიაც. დღეისათვის ინვესტორი წარმოადგენს კომპანია SHERPALO-ს

4) დევიდ ჩერიტონი. პლანეტის ყველაზე მდიდარი მასწავლებელი. კანადური წარმოშობის დევიდ ჩერიტონი სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორია. უფრო მეტიც, ის მუდმივად მართლაც ასწავლის ის კომპიუტერულ მეცნიერებებს. საკუთარი კაპიტალი (1 მილიარდ დოლარზე მეტი) მან დააგროვა IT-ზე. საკუთარი საქმიანობა დაიწყო იმით, რომ ანდრეას ფონ ბელხოსხეიმთან ერთად დაარსა კომპანია Granite Systems, რომელიც მოგვიანებით გაყიდა 220 მილიონ დოლარად.

მაგრამ, ეს არ იყო პროფესორის უკანასკნელი ბიზნესი. ოდნავ მოგვიანებით ის გახდა კომპანია Kealia-ს დამაარსებელი, რომელიც შედარებით მოკრძალებულ ფასად - 90 მილინად გაყიდა, მყიდველი კი გახდა Sun Microsystems. აი, შემდეგ კი ახდა უკვე ამერიკული ოცნება. დევიდი Google-ში უკვე ადრეულ სტადიაზე ჩერთო და სწორადაც მოიქცა. თუმცა, მას არჩევანიც არ ჰქონდა. ლარი და სერგეი სწორედ სტენფორდში სწავლობდნენ და შეძლებელი იყო მათი ვერშემჩნევა.

პროფესორი, მიუხედავად უზარმაზარი ქონებისა, ძალიან უბრალოდ ცხოვრობს და ხშირად დებს ინვესტიციებს განათლებაში. მაგალითად, ცოტა ხნის წინ მან 25 მილიონი დოლარი გამოუყო უოტერლის სკოლას. და გადაადგილდება არა  Bentley-თ, არამედ საკუთარი Volkswagen-ითა  Honda-თი.

5) ანდრეას ფონ ბეხტოლსხაიმი. მისი ქონება 2,3 მილიარდ დოლარს აჭარბებს. და ის კომპანია Sun Microsystems-ის ერთერთი დამაარსებელია, რომელიც დატოვა, რათა სხვა პროექტებით დაკავებულიყო. მაშ შორის იყო Granite Systems და Kealia. ეს უკანასკნელი შემდეგ მიჰყიდა Sun-ს და დაბრუნდა თავის ყოფილ კომპანიაში. ანდრეასი Google-ს პირველი ინვესტორია, რომელშიც მან სულ რაღაც 200 ათასი დოლარი ჩადო, რომელიც დღეს უკვე 2 მილიარდზე მეტად გადაიქცა. ბეხტოლსხაიმი წარმოშობით გერმანელია, რომელიც ამერიკაში წარმატების მისაღწევად გადაბარგდა. და მიაღწია კიდეც თავისას.

როგორც ამ ხუთეულიდან ჩანს, ყველა მათგანი  IT-ტექნოლოგიებზე გამდიდრდა. შეიძლება, 10 წლის შემდეგ Forbes შეადგენს რეიტინგს, სადაც ასეთივე ინვესტორები იქნებიან, ოღონდ კომპანიის გრაფებში აღნიშნული იქნება არა IT-კომპანიები, არამედ ენერგიის ალტერნატიული წყაროები.

 

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge