5 რჩევა, თუ როგორ უნდა თხოვოთ ფული
 

ვებ სტუდია SPAR.GE

 

ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ინვესტიციაინვესტიცია5 რჩევა, თუ როგორ უნდა თხოვოთ ფული

სასწავლო კურსები და ტრენინგები - spar.ge

vivus.ge

5 რჩევა, თუ როგორ უნდა თხოვოთ ფული
 | რეიტინგი 3 

 

ეს არის პრაქტიკული რჩევები მათთვის, ვინც ემზადება ვენჩურულ ინვესტორთან სასაუბროდ და საკუთარი თავის საუკეთესო მხრიდან წარმოსაჩენად

1. იდეის წინასწარი ტესტირება. ბიზნეს-ანგელოზების საინვესტიციო ფონდი (პროექტები Wi2Geo, Roomix, Easyfinance და სხვ.) რეკომენდაციას იძლევა ინვესტორთან შეხვედრამდე გაესაუბრო რაც შეიძლება მეტ ექსპერტს და პოტენციურ კლიენტს, მაგალითად, დარგობრივ კონფერენციებზე. ექსპერტთა აზრით, „საჭიროა საკუთარი იდეების ტესტირება. არ შეიძლება სპილოს ძვლის კოშკში ჯდომა და რაიმე ჯადოპროდუქტის მოფიქრება".

2. პროექტის არსის მოკლედ გადმოცემა. ვიდრე ინვესტორს მოუნდება მრავალგვერდიანი ბიზნეს-გვერდის გადაფურცვლა, მას ორიოდ სიტვით უნდა აუხსნათ იდეის არსი და ამავდროულად  ის თვითონაც უფრო ნათლად გაიაზროთ. განსაზღვრება უნდა იყოს გასაგები, მოკლე და მიმზიდველი. მაგალითები:  „CatTube - YouTube კატებზე", „Insales - ინტერნეტ-მაღაზიების სისტემის ორი დაწკაპუნებით აგება", „Easyfinance.ru - on-line - პირადი ფინანსების მართვის სისტემა - თქვენი პერსონალური ფინანსური დირექტორი".

3. ილაპარაკეთ კონკრეტულად.  უკანასკნელ წლებში ინვესტორები დაიღალნენ ასეთი ხმამაღალი ტიპის მტკიცებებით „ფულს რეკლამაზე გავაკეთებთ". სანამ დაიწყებდეთ ინვესტორის დარწმუნებას საკუთარი იდეის პოტენციალში, „თითებზე" დაითვალეთ, თუ რამდენს გამოიმუშავებთ კონკრეტულად. გირჩევთ, რომ ციფრები დაასაბუთოთ ანალიტიკურად და მსგავსი პროექტებით. არ უგულებელყოთ მსოფლიო გამოცდილებაც. აუცილებლად უნდა მოყვეთ, თუ რა არის უკვე გაკეთებული: არსებობს თუ არა პროტოტიპი, ელაპარაკეთ თუ არა პარტნიორებს წინასწარ. სხვაგვარად პრეზენტაცია დაემსგავსება პროჟექტს ან ბაზრიდან მოწყვეტილ ფანტაზიებს.

4. ილაპარაკეთ გუნდზე. ნებისმიერი ნათელი იდეა ფერმკრთალდება, თუ არ არსებობს მისი განმახორციელებელი უნდი. დაარწმუნეთ ინვესტორი იმაში, რომ თქვენ გყავთ სწორედ ასეთი გუნდი. ავტორიტეტული ექსპერტების აზრით, გუნდში უნდა გყავდეთ არა მხოლოდ ინტერნეტის სფეროს სპეციალისტები, არამედ ბიზნესის ოფლაინურად  შემდგენელი ადამიანიც.

მაგალითად, თუ თქვენ ხსნით ინტერნეტ-მაღაზიას, არ იქნება ცუდი, თუ გუნდში გეყოლებათ საცალო ქსელის ან მომწოდებელი კომპანიის ყოფილი მენეჯერი. აუცილებლად ახსენეთ თქვენი გუნდის წევრების გამოცდილება ბიზნესში, სტარტაპების ამუშავებაში, დარგში. სასურველია აჩვენოთ აგრეთვე, რომ გუნდის წევრები მთლიანად ჩაერთნენ მოცემულ პროექტში, ჩადეს საკუთარი ფული, წამოვიდნენ წინა სამსახურებიდან, ოფისში აღამებენ და ათენებენ...


5. რწმენა და წვა. ინვესტორთან საუბრის დროს არასოდეს არ ახსენოთ ბიზნესიდან გასვლა. აბა რომელი ინვესტორი დაუჯერებს თქვენს იდეას, თუ თქვენ უკვე სტარტზევე გეგმავთ საქმიდან გასვლას?

 

უკან

 
 
 

 

vivus.ge


 

 

crediton.ge

 

სასწავლო კურსები - Study Courses