ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ინვესტიციაინვესტიციაფულიანი ადამიანი

ფულიანი ადამიანი
 | რეიტინგი 3 

 

არ არის ცუდი იდეა ახალი პროექტისათვის ფულის გამორთმევა ცნობილი ბიზნესმენისათვის. მაგრამ მოგცემთ კი ის? სასიამოვნოა იყო მდიდარი და ცნობილი. ერთია მინუსი - გარშემო აუცილებლად დაიწყებენ ტრიალს ისეთი ადამიანები, რომლებსაც თქვენს ფულზე უჭირავთ თვალი. ლაპარაკი საგადასახადო ინსპეციაზე კი არაა, არამედ მოხერხებულ ადამიანებზე, რომლებიც თვლიან, რომ შეიმუშავეს წარმატების რეცეპტი. არ ყოფნით მხოლოდ საწყისი ინვესტიცეიბი. ანუ თქვენი ინვესტიციები

დავით იაკობაშვილს, რუსეთში წვენებისა და რძის უმსხვილესი კომპანიის თანამფლობელს,  ყოვედღიურად უწყვეტ ნაკადად მისდის საქმიანი წინადადებები უცნობი ადამიანებისაგან და  ძირითადად ელექტრონულ ფოსტაზე. თუმცა, ხანდახან ადამიანები ახერხებენ „ვიმმ-ბილლ-დანნა"-ის (ვბდ) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარესთან დარეკვასაც, გააღწევენ რა მისაღებს. ან თვითონ მიდიან მასთან კონფერენციებზე, კონცერტებზე, ცერემონიებზე, რომლებსაც იაკობაშვილი ესწრება ხოლმე. „მე მზად ვარ განვიხილო ნებისმიერი წინადადება, ამბობს ბიზნესმენი, მაგრამ საჭიროა, რომ საქმე თუნდაც მოსმენით იყოს საინტერესო. ასეთები ათიდან მხოლოდ ერთია, დანარჩენები კი ლეიტენანტ შმიდტის შვილები არიან".

 ერთხელ, მაგალითად, იაკობაშვილთან შესძლო დარეკვა ადამიანმა, რომელიც სამარშრუტო ტაქსის  მძღოლად მუშაობდა. ის სთავაზობდა „დისტრიბუციის უნიკალურ სისტემას", რითაც, შესაძლოა, მოეწონა კიდეც ბიზნესმენის სამდივნოს. მაგრამ უკვე 15-წუთიანი ლაპარაკით გაირკვა, რომ საქმე ეხებოდა საქონლის ელემენტარულად დატარებას საცობების გათვალისწინებით (ასეთ მარშრუტებს ადგენს ლოგისტიკის განყოფილება). ამით ლაპარაკი დამთავრდა. მძღოლს კიდევ გაუმართლა, რომ მოასწრო საქმის არსის ახსნა. როდესაც კითხვაზე, თუ რაში მდგომარეობს წინადადება, პასუხობენ, „რომ ეს არაა სატელეფონო საუბარი", იაკობაშვილი, ჩვეულებრივ ყურმილს კიდებს. მაგრამ თუ იდეა პირველი გადმოცემით საქმიანი ჩანს, ისე ყოველთვის გადაურეკავს ხოლმე : „იქნებ ადამიანმა მართლაც და რაიმე იცის". თუ იგრძნობს, რომ პროექტი პერსპექტიულია, იაკობაშვილი მას თავის სპეციალისტებს გადასცემს, რომლებიც უკვე დეტალებში ჩარღმავებას იწყებენ. არც ისე დიდი ხნის წინ, მავანმა მეწარმეები სთავაზობდნენ ჩაედო ინვესტიცია მათ მიერ გამოგონილ კოლორადოს ხოჭოსთან საბრძოლო აპარატში. მაგრამ, როდესაც იაკობაშვილის მენეჯერებმა დაიწყეს საკითხის შესწავლა, აღმოჩნდა, რომ გამოგონება სრულიადაც არ იყო უნიკალური და მეორეც, ტექნოლოგიაც არ იყო ბოლომდე დამუშავებული და გამოცდილი - მხოლოდ სასინჯი დანადგარის დასამთავრებლად საჭირო იყო მათ მიერ ჩადებულ 10 000 დოლარზე კიდევ 1 მილიონის დამატება. დავით იაკობამშვილმა უარი თქვა ამ პროექტის ინვესტირებაზე.

მან უარი თქვა ასევე ჩაედო ფული იშვიათი ლითონის - რენიუმის  მსოფლიოში  ერთადერთი საბადოს დამუშავებაში. ეს მეტალი გამოიყენება სამხედრო შეკვეთებით დამზადებულ სპეციალურ შენადნობებში. მან თავი შეიკავა სწორედ სამხედრო შემადგენელის გამო. გარდა ამისა, არ არსებობდა ლითონის გაცხადებული რაოდენობის მოპოვების გარანტიები.

მაგრამ თუ ბიზნესმენს აწყობს ყველაფრი და მზად არის ფულის მისაცემად? მაშინ ის პროექტს განიხილავს პარტნიორებთან ერთად. მაგალითად,  ვბდ-ს უმსხვილეს აქციონერ გავრილ იუშვაევთან ერთად, რომელიც მასთან ერთად დებდა ინვესტიციას ვოლგოგრადის ოლქში მარცვლისა და პურის წარმოებაში, მოსკოვთან რძის საწარმოებში და დეველოპერულ პროექტებში.  თუ პარტნიორებს პროექტი არ აღაფრთოვანებს, იაკობაშვილი მზად არის მარტო სამოქმედოდ. ასე ჩადო მან 250 მილიონი რუბლი ყაბარდო-ბალყარეთში სამშენებლო ნარევებისა და მუყაოთაბაშირის  წარმოებაში.

ოდესღაც იაკობაშვილზე გავიდა ყაბარდო-ბალყარელი მეწარმე, რომელიც სთავაზობდა საკუთარი კონსტრუქციის თაბაშირის გამოსაწვავ ღუმელ;ს. პირდებოდა, რომ საწარმო ერთ წელიწადში აანაზღაურებდა საკუთარ თავს. „იდეა საინტერესო ჩანდა, ჩვენ ვხედავდით, თუ როგორ გაშალა რუსეთში ფრთები Knauf-მა, იხსენებს იაკობაშვილი, ქარხანა მოსკოვში რომ ყოფილიყო, მე დიდი ხანია მოგებაში ვიქნებოდი. მაგრამ ჩვენ იქიდან ექვსი წელია კაპიკი არ გვინახია".

მაშ რაშია საქმე? წარმოიქმნა პრობლემები ღუმელთანაც, პერსონალთან და ადგილობრივ ადმინისტრაციასთანაც. ტექნოლოგიური ხარვეზების აღმოსაფხვრელად საჭირო იყო ქარხანაში 2 მილიონი დოლარის ჩადება, მაგრამ იაკობაშვილი თავს იკავებდა - „სანამ არ მოილაპარაკებდნენ გარანტიებზე რესპუბლიკის პრეზიდენტთან". საერთოდ, გვერდიდან შეთავაზებულ პროექტებში ჩადებული ინვესტიციები არც ისე ბევრია და მათი უმეტესობა დაკავშირებულია მიწის ან უძრავი ქონების შესყიდვასთან.

„გამუდმებით მთავაზობენ სამშენებლო პროექტებს, მაგრამ მთავაზობენ იმას, რაც უკვე არის საიტებზე და რისი პოვნაც ჩვენ თვითონ შეგვიძლია" - ჩივის იაკობაშვილი. არც ისე დიდი ხნის წინ მოვიდა წინადადება, რომ არ არის მომგებიანი ხე-ტყის ექპორტირება და რომ უფრო საინტერესოა მერქნის გადამუშავება. ეს მე ისედაც ვიცი, - ამბობს ბიზნესმენი. - აი, რომ მოეწერათ პროექტი, აღეწერათ, თუ სად შეიძლებოდა ნედლეულის აღება, სად უფრო მომგებიანი იქნებოდა პროდუქციის გატანა, როგორია გადასახადები პროექტის თითოეულ სტადიაზე..." მაგრამ, ასეთნაირად დამუშავებული წინადადებები საინტერესო იდეებზე  უფრო იშვიათია  - ერთი ასზე. იაკობაშვილისათვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ ავტორი მზად უნდა იყოს პროექტზე თავად მუშაობისათვის, მესამე პირებზე გადაბარების გარეშე. ბიზნესმენი იხსენებს მხოლოდ ერთ მაგალითს, როდესაც პროექტის ინიციატორებმა თავადვე გაუკეთეს მას რეალიზება - ეს იყო დამცველი კაპიუშონების (აირწინაღების) „ფენიქსის" წარმოება.

ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში ვბდ-ს თანამფლობელმა მონაწილეობა მიიღო, მართალია, დიდი თანხებით არა, 200-ზე მეტ პროექტში. უფრო ხშირად კი დრო და ფული ფუჭად დაიხარჯა, აღიარებს იაკობაშვილი. ასე, 10 წლის წინ მან ჩადო 240 მილიონი დოლარის ინვესტიცია ქალაქში გარკვეული წერტილის აღმოსაჩენ სისტემაში (მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა GPS), რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა  გატაცებული ავტომანქანების პოვნა.  დამმუშავებლებმა წარმოადგინეს წარმატებული ტესტების ანგარიშები, მაგრამ პრაქტიკაში სისტემა იმდენად არაზუსტი გამოდგა, რომ როგორც არ ეძება ინვესტორმა ფარეხში მდგომი ავტომობილი, სისტემა 100 მეტრიან აცილებას იძლეოდა. „ჩვენ უბრალოდ გაგვაბრიყვეს" - დაასკვნა ინვესტორმა. თუმვა, ის ისევ მზად არის შემოსული წინადადებების განსახილველად - „კარი ყოველთვის ღიაა". თავიდან მას თავში წვენების ჩამოსხმის იდეაც არ მოსვლია 1990-იან წლებში. ორმა ახლაგაზრა მეწარმემ იჯარით აიღეს მაშინ ჯერ კიდევ პატარა საწარმოო ხაზი, მაგრამ მათ არ ყოფნიდათ ფული მის გასაფართოებლად. იაკობაშვილმა და იუშვაევმა გამოავლინეს მისდამი ინტერესი და შედეგი? „ვიმმ-ბილლ-დანის" დღევანდელი კაპიტალიზავია 3,66 მილიარდი დოლარია.

 ForbesRussia-ს მიხედვით.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge