“უდაბნოს მელა” _ ერვინ რომელი - ავტორი:ლუკა კარკაძე
 
დახურვა X

 

ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: განათლებაწიგნები“უდაბნოს მელა” _ ერვინ რომელი

vivus.ge

“უდაბნოს მელა” _ ერვინ რომელი
 | რეიტინგი 3 

 

"მტერთან შეტაკების არცერთი წინასწარი

გეგმა არ ამართლებს"

 

    ფელდმარშალ ერვინ რომელს, რომელსაც მტრები მეტსახელად "უდაბნოს მელას" უწოდებდნენ, II მსოფლიო ომში მონაწილე გერმანელ გენერალთაგან ყველაზე მეტად სცემდნენ პატივს. მისი არაჩვეულებრივი ტაქტიკური აზროვნების, მოწინააღმდეგეთა ქმედების წინასწარ განჭვრეტის უცნაური უნარის და შეიარაღებული ჯარების მართვის დიდი ნიჭის გამო. ერვინი რა თქმა უნდა ბრწყინვალე ტაქტიკოსი იყო, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ მის განკარგულებაში იყო ასევე ბრწყინვალე ტაქტიკური ინსტრუმენტი _ ვერმახტის სახით, რომლის სათავეებთან იდგა გუდერიანი და არა რომელი.

   ერვინ ოიგენ იოჰანეს რომელი დაიბადა ჰაიდენჰაიმში, გერმანიაში, საშუალო კლასის წარმომადგენელთა ოჯახში 1891 წლის 15 ნოემბერს. ერვინი ოჯახის მეორე შვილი იყო და იმავე წლის 17 ნოემბერს მოინათლა. ერვინს ჰყავდა 2 ძმა, გერჰარდი და კარლი, ერთი დაც ჰელენე. რომელს სურდა რომ გამოსულიყო ავიაციის ინჟინერი, თუმცა მამის დაჟინებული თხოვნით ოფიცრის კარიერა აირჩია.

    1910 წელს ჩაირიცხა ვიურტემბერგის 124-ე ქვეითთა პოლკში, როგორც კადეტი. 1912 წელს ლეიტენანტის წოდება მიანიჭეს. 1911 წლის მარტში რომელმა ქალაქ დანციაგში სამხედრო სკოლის კადეტთა საღამოზე გაიცნო ლუცია მარია მოლინი, რომელზეც მოგვიანებით 1916 წელს იქორწინა. თუმცა მანამდე იმავე საღამოს რომელს შეუყვარდა ვალბურგა შტემერი, რომელთანაც შეეძინა ქალიშვილი, გერტრუდა. ბავშვს რომელი, რაკი უკანონოდ იყო დაბადებული, თავის შვილად არ აღიარებდა და მესამე რაიხის პერიოდში გერტრუდას ძმისშვილად ასაღებდა. 1928 წელს ერვინს თავის მეუღლესთან ლუცია მოლინთან შეეძინა ვაჟი მანფრედ რომელი.

   I მსოფლიო ომის დროს რომელი იბრძოდა საფრანგეთში, იტალიასა და რუმინეთში. იგი ასევე დაჯილდოებულია პირველი ხარისხის "რკინის ჯვრით".

   1917 წლის 26 ოქტომბერს რომელი მხოლოდ და მხოლოდ ხიშტებით შეიარაღებული 200 კაციანი რაზმით, იტალიის მთებისკენ გაემართა, კაპორეტოს ციხესიმაგრის ასაღებად. რომელმა მინიმალური დანაკარგით, 9000 კაცი დაატყვევა და 81 ერთეული მძიმე შეიარაღებაც იგდო ხელთ. ამისთვის რომელი დააწინაურეს, კაპიტნის ჩინი მიანიჭეს და გამოჩენილი მამაცობისათვის ჵოურ ლე მერიტე _ უმაღლესი საიმპერატორო ორდენით დააჯილდოვეს.

   1941 წლის ზამთარში აფრიკის ფრონტზე იტალიელების კატასტროფული მარცხის შემდეგ, მოსოლინიმ ჰიტლერს ლიბიაში ინგლისელების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება სთხოვა. თავდაპირველად გერმანული ჯარების მეთაურად ერიკ მანშტაინსა და გენერალ ბარონ ფონ ფუნკს ახახელებდნენ, მაგრამ ფიურერმა არჩევანი შეაჩერა გამოცდილ ერვინ რომელის სასარგებლოდ გააკეთა. 1941 წლის იანვარში ჰიტლერმა თავად მიანიჭა ერვინს გენერალ-ლეიტენანტის წოდება და აფრიკაში გამგზავრება უბრძანა. 1941 წლის 12 თებერვალს კი მან პირველად დადგა ფეხი აფრიკის მიწაზე. აქ გამოჩნდა მისი შესანიშნავი ტაქტიკა, იგი მართლაც შესანიშნავი სტრატეგოსი იყო. მან თავიდანვე დაიწყო მატყუარა მანევრების ჩატარება, რითიც ის აბნევდა ინგლისელ აგენტებს. ასე მაგალითად ინგლისელმა აგენტებმა ლონდონს გადასცეს, რომ გერმანელებმა აფრიკაში გადასხეს უზარმაზარი ძალა, სინამდვილეში კი რომელმა უბრალოდ ბრძანა რამდენჯერმე  გაეტარებინათ ტანკები ერთ ადგილას და ამ ფანდით მიზანსაც მიაღწია. რომელმა ასევე ბრძანა ფოლკსვაგენებზე დაემაგრებინათ ტანკების ხისგან გამოთლილი მაკეტები რითაც შიშის ზრს სცემდა მოწინააღმდეგეს, საქმე იქამდეც კი მივიდა რომ აფრიკაში მყოფ მოკავშირეების ჯარებში მეთაურმა აკრძალა ერვინ რომელის სახელის ხსენება, რადგან მისი სახელის ხსენება შიშის ზარს სცემდა ყველა ჯარისკაცს.

   რომელს აფრიკაში იტალიური შენაერთები კატასტროფულ მდგომარეობაში დახვდა, ხოლო გერმანული კორპუსი კი ჯერ ფორმირების სტადიაში იყო, ასე რომ მას დაახლოებით 120 ტანკის და მეოთხე მსუბუქი დივიზიის იმედი ჰქონდა.

   1941 წლის მარტში რომელმა დაიწყო ფართო მასშტაბიანი შეტევა. ინგლისელთა გენერალიტეტისთვის ეს შეტევა მოულოდნელობით აღსავსე იყო და ამ ეფექტმა გაამართლა, რომელის ტაქტიკამ გაიმარჯვა და ინგლისური შენაერთები თითქმის ეგვიპტემდე გაყარა. რაც მოწინააღმდეგემ ორი თვის განმავლობაში მოიპოვა გერმანელმა გენერალმა ორ კვირაში დაიბრუნა. იგი გარკვევის საოცარი სწრაფი უნარით და ელვისებური რეაქციით გამოირჩეოდა.

   1941 წელს აპრილში გენერალ-ლეიტენანტმა გადაწყვიტა ინგლისელების სამხედრო საზღვაო ბაზისთვის შეეტია, მაგრამ მისი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა და იერიშის ყველა ცდა ჩაიშალა. იმავე წელლს ინგლისელები კონტრშეტევაზე გადასვლას შეეცადნენ, თუმცა ეს ბრძოლები მათთვის სავალალოდ დასრულდა. ინგლისელებმა დაკარგეს ტანკები და საბრძოლო ტექნიკის ნახევარი. სამი დღის ბრძოლის შემდეგ ინგლისელებმა უკან დაიხიეს. ჰიტლერმა მაშინვე აღნიშნა ეს წარმატება და ჶრვინ რომელს სატანკო ჯარების გენერლის წოდება მიანიჭა.

   1941 წლის ზამთარში ინგლისელების ახლმა მთავარსარდალმა მაინც აიძულა ერვინს უკან დაეხია, თუმცა ამ დროებით მარცხს ჰიტლერისა და მისი საყვარელი გენერლის დამოკიდებულებაზე არ უმოქმედია. პირველივე წარმატების შემდეგ ერვინმა დიდი პატივისცემა დაიმსახურა ჯარისკაცებისგან, რადგანაც მიხვდნენ, რომ გენერალი მათგან იმაზე მეტს არ მოითხოვდა რისი გაღებაც არ შეეძლო. ჯარისკაცთა აღფრთოვანებას ასევე იწვევდა ის ფაქტიც, რომ ახალი მთავარსარდალი საფრთხეს არასდროს ემალებოდა. "სადაც რომელია, იქ იერიშია" _ გვამცნობს იმდროინდელი სამხედრო ანდაზა.

    1942 წლის ზაფხულში უკვე 60 მილის მანძილზე მიუახლოვდა ალექ- სანდრიას. ჰიტლერმა კაიროზე შეტევა ბრძანა, მაგრამ რომელს საკმარისი ტანკები აღარ ჰქონდა, ვინაიდან ტანკების დიდი ნაწილი აღმოსავლეთის ფრონტზე გადაისროლეს. რომელი სერიოზულად დააზარალა გენერალ მონტგომერისა და მერვე არმიის შეტევამ.

    1943 წელს რომელი სარდლის პოსტიდან გადააყენეს, როცა მის ავტომობილს ბრიტანელთა ავიამოიერიშის ბომბი მოხვდა და გენერალი დაიჭრა.

    ერვინი ნაცისტური გერმანიის, ერთადერთი მაღალი რანგის წარმომადგენელი იყო, რომლის სახელი არც კი უხსენებიათ ნიურბერგის პროცესზე. მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია.

    1944 წლის ივლისში ჰიტლერზე წარუმატებელი თავდასხმის შემდეგ, რომელს შეთქმულებაში მონაწილეობა დასდეს ბრალად. მას ამ შეთქმულებაში მონაწილეობა საერთოდ არც კი მიუღია. ჰიტლერთან დაპირისპირების გამო იძულებული გახდა თავი მოეწამლა, სხვაგვარად მის ოჯახს ექმნებოდა საფრთხე. 14 ოქტომბერს ჰერლინგენში, ულმთან ახლოს ერვინ რომელმა თავი მოიწამლა. იგი სრული სამხედრო პატივით დაკრძალეს.

 

 

 

 

 

 



ავტორი: ლუკა კარკაძე
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 


ccloan.ge

 

 

vivus.ge


 

 

crediton.ge

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 

 
 
netcredit.ge
moneyman.ge