ინტერნეტში რეპუტაციის დაცვის მარტივი და უფასო ხერხები
 

 

ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესი ინტერნეტშიინტერნეტში რეპუტაციის დაცვის მარტივი და უფასო ხერხები

domain, transfer, hosting

vivus.ge

ინტერნეტში რეპუტაციის დაცვის მარტივი და უფასო ხერხები
 | რეიტინგი 3 

 

თვალი ადევნეთ ინტერნეტში ნებისმიერი ინფორმაციის გამოჩენას, რომელსაც შეუძლია გავლენა იქონიოს თქვენს რეპუტაციაზე

თუ იცით თქვენ, რომ შესაძლებელია  ყოველდღიური (და ყოველ წუთშიც კი) ისეთი შეტყობინებების ავტომატურად მიღება, რომლებშიც სწორედ ინტერნეტში განიხილება თქვენი სახელი, პროდუქტი, ბიზნესის დასახელება ან დარგი?

მონიტორინგის ქმედითი გეგმის დასანერგად, საკმარისია მხოლოდ ერთი ინსტრუმენტი - და ამასთან, ის არაფერი არ ღირს. უამრავი ფასიან მომსახურეობებთან ერთად ყოველთვის იყო საკმარისი რაოდენობით უფასოც.

Google-ს გამოცხადებების მეშვეობით მე ვიღებ შეტყობინებებს ინტერნეტში ახალი ვებ-გვერდებისა და ფორუმების შესახებ, რომლებიც შეიცავენ საკვანძო სიტყვებს.  გამოცხადებების გამართვის შემდეგ ყოველ ღია საიტზე ახალი გვერდების გამოჩენისას, რომელიც ინდექსირდება Google-ს საძიებო სისტემით (ანუ პრაქტიკულად ყველაზე), თქვენ მიიღებთ შეტყობინებებს. ეს შეიძლება ხდებოდეს მაშინვე, ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად, თქვენი სურვილით.

Google-ს უფასო შეტყობინებების გასამართავად საკუთარი საკვანძო სიტყვების მიხედვით უნდა შეხვიდეთ საიტზე: www.Google.com/alerts.

თავდაცვის მიზნით შეტყობინებები შემოქმედებითად გამოიყენეთ:

  • მომართეთ შეტყობინებები თქვენი ბიზნესის სახელწოდების მიხედვით, წამყვანი სპეციალისტების გვარებზე, და ასევე თქვენი დარგის ძირითად ტერმინებზე.
  • მომართეთ შეტყობინებები თქვენი საიტების დომენურ სახელებზე იმის დასანახად, თუ როდის და როგორ ხდება მოხსენიება.
  • თვალი მიადევნეთ ინტერნეტში თქვენი მასალების პლაგიატს. ამისათვის მომართეთ შეტყობინებები უნიკალური წინადადებით ან აბზაცით ნებისმიერი ტექსტიდან, რომელსაც თქვენ აქვეყნებთ ონლაინში.
  • თვალი ადევნეთ უკმაყოფილო ჟურნალისტების, კლიენტების ან თანამშრომლების (სახელებით) ქმედებებს, რომლებიც თქვენზე, თქვენი აზრით, უარყოფითად ილაპარაკებენ. რაც უფრო ადრე აღმოაჩენთ უარყოფით პუბლიკაციას, მით უფრო ეფექტური იქნება თქვენი საპასუხო ზომები.
  • გააკეთეთ იგივე ტვიტერში www.TweetBeep.com-ის მეშვეობით.

წიგნის ბოლოს მე აღვწერ შეტევის (და არა მხოლოდა თავდაცვის) რამდენიმე სახეს Google-ს შეტყობინებების დახმარებით.

აქ მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ბიზნესის მფლობელისა (განსაკუთრებით მცირე ბიზნესის) და  მისი კომპანიის რეპუტაცია განუყრელად არიან დაკავშირებულნი. აქედან გამომდინარე, თქვენ აქტიურად უნდა დაიცვათ ერთიც და მეორეც.

პირადისა და პროფესიულის გაერთიანება - აუცილებელი ვირტუალური კავშირია. შესაძლებელია, რომ თქვენ არც კი ეჭვობდეთ მისი არსებობის შესახებ, მაგრამ კლიენტთა შეგნებაში ის ზის.

ახლა ჩნდება კომპანიები, რომელთა მიზანია ინტერნეტში თქვენი ინტერესების დაცვა. თუნდაც ლაპარაკი იყოს მსხვილ კორპორაციებზე, დღეისათვის ჩვენ უფრო გვაინტერესებს მათ სათავეში მყოფი ადამიანების რეპუტაცია, რადგან ჩვენ მათთან ვმუშაობთ. სულ უფრო ადვილი ხდება ინფორმაციის მოძიება კომპანიებისა და მათი ხელმძღვანელების შესახებ. ბევრი პოტენციური მომხმარებელი სანამ გადაწყვეტს, თუ ვისთან დაიჭიროს საქმე, ატარებს საძიებო სამუშაოს ინტერნეტში. მე თქვენ გაგაფრთხილეთ - ხოლო კომპანიის სიდიდეს მნიშვნელობა არა აქვს.

აუცილებლად შექმენით თქვენი და თქვენი ბიზნესის შეფასებების თვალის მიდევნების სისტემა - როგორც დადებითების, ისე უარყოფითების.  

 

უკან

 
 
 

 

vivus.ge


 

 

crediton.ge

 

სასწავლო კურსები - Study Courses