ბლოგები კლიენტებისათვის (ინტერნეტ მარკეტინგი)
 

ვებ სტუდია SPAR.GE

 

ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესი ინტერნეტშიბლოგები კლიენტებისთვის (ინტერნეტ მარკეტინგი)

სასწავლო კურსები და ტრენინგები - spar.ge

vivus.ge

ბლოგები კლიენტებისთვის (ინტერნეტ მარკეტინგი)
 | რეიტინგი 3 


მე არ მაქვს ამ თემასთან დაკავშირებული სტატისტიკა, მაგრა, ვფიქრობ, რომ არ ვცდები შეფასებებში. ჩემი შეხედულებით, ბლოგების 90%–ს არავინ არ კითხულობს, მათი ავტორებისა და ნაცნობთა ვიწრო წრის გარდა. ბლოგის შექმნა მხოლოდ იმისათვის, რომ თქვენ გაქვთ ამის შესაძლებლობა ან სურვილი, პრაქტიკულად უაზრობაა. წიგნის სხვა თავებში მე მოგითხრობთ, თუ როგორ უნდა დაიპყროთ ლოიალური აუდიტორია ინტერნეტში. როდესაც თქვენ უკვე შეუდექით საკუთარი აუდიტორიის ძიებას, მაშინ უკვე აქვს აზრი ბლოგის შექმნას, მაგრამ, გარკვეულ დრომდე თქვენ გაგიძნელდებათ მკითხველთა მოზიდვა მხოლოდ ბლოგერული საქმიანობით. დიახ, არსებობს წარმატებების ისტორია, რომლებიც დაიწყო ბლოგიდან, მაგრამ, შემთხვევათა უმეტესობაში საჭირო გახდა სხვა ზომების მიღება ტრაფიკის მოსაზიდად და პოპულარობის შესაქმნელად.

მაშ, ვის სჭირდება ბლოგი? ჩემთვის, ისევე, როგორც სხვა წარმატებული მეწარმეთათვის, ბლოგი ან ბლოგის ფორმის ვებ–გვერდი – ეს არის მკითხველთა საზოგადოების თავმოყრის ადგილი, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ექსპერტის მიერ რეგულარულად გამოქვეყნებული კონტენტით. 
თუ თქვენ ან ვინმე თქვენი გუნდიდან მზად ხართ დაკავდეთ პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობით, აქტუალური ინფორმაციის რეგულარულად გამოქვეყნებით, მაშინ უკვე დადგა ბლოგის შექმნის დრო. ეს არის თქვენი განვითარების ისტორია, ლოიალური ხელმომწერების შეხვედრის ადგილ და პერსპექტივაში, მკითხველთა წრის გაფართოებასთან ერთად – შემოსავლის საუკეთესო წყარო.

ბლოგის შესაძლებლობები.

მე ძალიან მიყვარს ბლოგების შექმნა WordPress–ში, სადაც ასობით მარტივად გამოყენებადი პლაგინები სასურველი გაფორმებისა და ფუნქციურობის შესაძლებლობას იძლევა. მთელი მსოფლიოს ექსპერტებისათვის არის ცნობილი WordPress–ის ფლატფორმა. მასში გაკეთებული გვერდი ადვილად შეიძლება გადავაქციოთ ლამაზ საიტად, რომელიც გარეგნულად საერთოდ არ ჰგავს ბლოგს. მე ვფიქრობ, რომ უკანასკნელი თვის განმავლობაში, ისე, რომ ეჭვიც კი არ გქონდათ, ეწვიეთ უამრავ საიტს WordPress–ს საფუძელზე.

გარდა ამისა, მთელს მსოფლიოში მილიონობით მომხმარებელი ქმნის ბლოგებს www.Tumblr.com–ზე. ალბათ, Tumblr–ის ყველაზე პოპულარული თავისებურებაა „პოსტის გადატანის“ შესაძლობლობა. ინსტრუქციის თანახმად, ეს გადატანა გვაგონებს YouTube–ს მიერ მოწოდებულ შესაძლებლობას – საკუთარ გვერდზე ვიდეოს განთავსების, რომელიც ხელს უწყობს მის ელვისებურ გავრცელებას. Tumblr–ზე ბლოგის ნებისმიერ ავტორს შეუძლია ღილაკზე ხელის დაჭერით დაიწყოს „პოსტების გადატანა“ სხვა ბლოგერის პუბლიკაციებზე; ამრიგად, ორიგინალური პუბლიკაცია შეიძლება სწრაფად გავრცელდეს ბლოგების უმრავლესობაში.

რა უნდა დაიწეროს ბლოგში

წიგნის სხვა თავებში მე მოგითხრობთ, თუ როგორ უნდა გამოირჩეოდეთ საერთო ფონზე და შესთავაზოთ ღირებული კონტენტი, და ამიტომ ახლა არ დავიწყებ დეტალების აღწერას. ბლოგის მიმართ მოთხოვნები მთლიანობაში ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: 

„წერეთ იმის შესახებ, თუ რა აინტერესებს თქვენს აუდიტორიას, და აკეთეთ ეს ხალისითა და გულრწფელად“.

ბლოგის მახასიათებლები. 

მე არ მაღელვებს გვერდის ნიშანდება, გრაფიკული გაფორმება ან ბლოგის საერთო მიმზიდველობა. სერიოზული პოტენციური კლიენტები და მკითხველები ასეთ დეტალებს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ, თუ ეს გაფორმება არ არის ძალზედ პრეტენზიული. ზოგჯერ ხდება, რომ ბლოგები გამოიყურებიან როგორც იაფფასიანი ან უწესრიგო, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ ამას თვითონ მიხვდებით და გადაწყვეტთ ამ პრობლემას.

თქვენი ბლოგის წარმატება დამოკიდებულია კონტენტის ხარისხზე და თქვენს უნარზე მიიზიდოთ მკითხველები. თუ თქვენ ამას ეთანხმებით, მაშინ დროა შეასრულოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი და თქვენი ბლოგი გადააქციოთ მარკეტინგის მძლავრ იარაღად.

შემდეგი ნაბიჯები დაგეხმარებათ თქვენ შექმნათ თქვენი მოსახერხებელი ბლოგი  და გადააქციოთ ის მძლავრ მარკეტინგულ საშუალებად:

• მთელი დასამატებელი კონტენტი შეიძლება დაიყოს კატეგორიებად მკითხველისათვის მისაწვდომი ჩამონათვალით.

• თქვენ არ უნდა აარჩიოთ იგივე მკითხველებისათვის საყვარელი სტატიები.

• თქვენი მხრიდან გონივრული იქნება იმ სტატიებისადმი ყურადღების მიპყრობა, რომლებმაც გამოიწვიეს ყველაზე მეტი შეფასებები და კომენტარები, და განვაცალკევოთ ისინი შესაბამის კატეგორიებში, ხოლო შემდეგ შესთავაზოთ მკითხველებს ახალი მსგავსი კონტენტი. კატეგორიაში „ყველაზე განხილვადი“ ისინი უფრო ხშირად მოხვდებიან, ვიდრე კატეგორიაში „2007 წლის სტატიები“. კომენტარების არარსებობა თავისთავად მრავლისმეტყველია. ბლოგის ნებისმიერი დამმუშავებელი დაგეხმარებათ თქვენ გააწყოთ გვერდი ისე, რომ პოპულარული სტატიები ავტომატურად ხვდებოდნენ შესაბამის კატეგორიაში. შექმენით კატეგორიები მკითხველთა შორის  ყველაზე პოპულარული კონტენტის საფუძველზე. მიჰყევით თქვენს აუდიტორიას. 

• შექმენით კატეგორია „პრესა“ სადაც მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებს შეეძლებათ სწრაფად გაიგონ ყველაფერი თქვენსა და თქვენი ბიზნესის შესახებ. დაკავდით ჟურნალისტებთან ურთიერთობებით (იხ. თავი 28) და აქტიურად წასწიეთ წინ თქვენს ბლოგში „პრესის“ განყოფილება.

• თუ კონტენტის ორგანიზებისათვის თქვენ არ გჭირდებათ დროის სკალა, არ უჩვენოთ ბლოგის გვერდითა პანელში  წლები და თვეები. ზოგადად, ადამიანებს არ აინტერესებთ, თუ რამდენია ხანია, რაც მიგყავთ ბლოგი.

• შეეცადეთ, რომ თქვენი  კონტენტი გამოიყურებოდეს როგორც ახალი. დატოვეთ სტატიები აქტუალურებად და არ უჩვენოთ თარიღი. თუ ბლოგის სტუმარს წარმოექმნება შეგრძნება, რომ კითხულობს მოძველებულ ინფორმაციას, მისი ინტერესი სწრაფად ჩაქრება.  შეეცადეთ წაშალოთ ყველა თარიღი თქვენს ბლოგში – მათი ადგილი მხოლოდ პერიოდულ გამოცემებშია.

• ბლოგის სტუმრებისათვის მოხერხებული უნდა იყოს შეფასებებისა და კომენტარების დატოვება. სხვადასხვა ბლოგებში, ჩემის ჩათვლით, შეიძლება არა მხოლოდ სტატიების კომენტირება, არამედ სხვა მკითხველების კომენტარებისაც. წაახალისეთ ასეთი დისკუსიები და მიიღეთ მათში მონაწილეობა, რათა აამაღლოთ აუდიტორიის ლოიალობა.

• განიხილეთ ნებისმიერი საშუალება ბლოგის კითხვისას მკითხველებისათვის დამატებითი მოხერხებულობის შესაქმნელად. მაგალითად, მე ყოველ სტატიაში ვამატებ www.tweetmeme.com–ის ღილაკს, რათა მკითხველისათვის ერთი დაწკაპუნებით შესაძლებელი იყოს   პუბლიკაციის გაზიარება თავის ხელმომწერებთან Twitter–ში. მსგავსი პლაგინები არსებობენ Facebook–ისათვის, ელექტრონული ფოსტისათვის და ა. შ. და იოლად ჯდება ნებისმიერ ბლოგში.

 

• დაისახეთ მიზნები, რომლებიც ხელს უწყობენ პოტენციური კლიენტების ძიებას. ყველაზე წარმატებული მეწარმეები საკუთარ ბლოგებს თვლიან ახალი საქმიანი კონტაქტების წყაროდ. შემდეგი ნაბიჯია – შესთავაზოთ მკითხველს გამოიწერონ თქვენი დაგზავნა, და ამიტომ გააკეთეთ ისე, რომ  თქვენი მისამართის დამატება დაგზავნის სიაში შესაძლებელი იყოს ყოველ გვერდზე. მე ასევე ვახალისებ კლიენტებს ჩემი ბლოგის გამოსაწერად პატარა უფასო მომსახურეობების დახმარებით.


 

უკან

 
 
 

 

vivus.ge


 

 

crediton.ge

 

სასწავლო კურსები - Study Courses