ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესი ინტერნეტშიწარმატებული ონლაინ–მარკეტინგის წესები

წარმატებული ონლაინ–მარკეტინგის წესები
 | რეიტინგი 3 

 

დღეს არსებობს მარკეტინგის ახალი უფასო შესაძლებლობები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ საერთოდ არ იყო. საკუთარ პროდუქტებზე ინფორმაციის ეფექტურად გავრცელებისათვის, საკმარისია ყოველდღიურ განრიგში რამდენიმე  ახალი პუნქტის დამატება.  ამ პროცესში მონაწილეობისათვის ადვილია კლიენტებისა და ხელის მომწერთა მოზიდვა. შემდგომ სამ მოკლე თავში მე გაგიზიარებთ ახალ იდეებს, რომელთა მუდმივად გამოყენებაც კარგი იქნებოდა მარკეტინგულ საქმიანობაში.

მე რომ მსურდეს დაგარწმუნოთ ახალი სამი ჩვევის შეძენაში, მაშინ ავირჩევდი სწორედ იმ უბრალო იდეებს, რომელთაც გადმოვცემ ამ თავებში. დაწვრილებით მე მათ ვიხილავ მთელ წიგნში, ხოლო ახლა წარმოგიდგენთ შეკუმშული სახით, რამეთუ სასურველია თითოეული მათგანის ჩვევად მიღება.


სოციალური ქსელები და უფასო მარკეტინგი

Facebook, Twitter და სხვა სოციალური ქსელები ბიზნესისათვის ჯერჯერობით გამოუკვლეველი სამყაროა. თუმცა არსებობს უამრავი წიგნი სოციალური ქსელების თემატიკაზე, მეწარმეების უმრავლესობისათვის ეს მაინც ექსპერიმენტების მოედანია. ამ წიგნის მე–12 ნაწილში მე უფრო დაწვრილებით განვიხილავ მარკეტინგს სოციალურ ქსელებში, ხოლო ამ თავში მინდა მოკლედ შეგახსენოთ: ძალისხმევის მიმართვა, რათა წარადგინოთ საკუთარი ბიზნესი Facebook–ზე, Twitter–ზე ან სხვა მსგავს საიტებზე ღირს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ამას  მუდმივად შეძლებთ. ეფექტური მარკეტინგი სოციალურ ქსელებში – ეს არ არის ერთჯერადი ღონისძიება, რომელიც შეიძლება დაავალო ერთ თანამშრომელს. ეს უნდა გახდეს თქვენი კულტურის ნაწილი და არ შეუძლია დიდი დივიდენდების მოტანა ერთ დღეში. მარკეტინგი სოციალურ ქსელებში ნიშნავს უფრო მეტად დაახლოებას რეალურ და პოტენციურ კლიენტებთან. როდესაც თქვენ აგებთ გულწრფელ ურთიერთობებს იმ ადამიანებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თქვენი პროდუქციით, მომსახურეობებით ან გზავნილებით, წარმატება დამოკიდებულია მთელ რიგ ფაქტორებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ნებისმიერ ურთიერთობებში – დროზე, ძალისხმევაზე და წვრილმანებისადმი ყურადღების მიქცევაზე.

მაგრამ არსებობს დადებითი მხარეებიც: დაწყება შეიძლება ნებისმიერ მომენტში და თან უფასოდ. უამრავ აღმაფრთოვანებელ ისტორიას გააჩნია ფესვები სოციალურ ქსელებში. დროა საფუძვლების შესწავლის დაწყება, ხოლო შემდეგ წესად უნდა გაიხადოთ იქ რეგულარულად ყოფნა – თუნდაც ძნელი იყოს ამის დაწყება.

ცოტა ლაპარაკი – მარკეტინგის ხელოვნებაა (ინტერნეტ მარკეტინგი)  

ყველა დამეთანხმება, რომ დღეს რეალური და პოტენციური კლიენტების ყურადღება ისეა გაფანტული, როგორც არასდროს. ასეთ პირობებში მათი ყურადღების მიპყრობის შანსისათვის, საჭიროა ლაპარაკი მოკლედ და არსობრივად. თუმცა ლაკონურობა – ერთეულთა ღირსებაა. თუ თქვენ ესწრაფვით სრულყოფილებისაკენ, მაშინ უნდა ისწავლოთ მოკლედ ლაპარაკი. ამ წიგნზე მუშაობის პროცესშიც კი მე ვცდილობდი აბზაცების მოკლედ გაკეთებას. შეიძლება ჩემი ინგლისურის მასწავლებელი უკმაყოფილო დარჩენილიყო, მაგრამ მე საკუთარი მწარე გამოცდილებით დავრწმუნდი, რომ გრძელ აბზაცებს იშვიათად თუ კითხულობენ ბოლომდე.

არავინ არ უყურებს გრძელ ვიდეოსაც და იშვიათი გამონაკლისის გარდა შემოიფარგლეთ 2–3– წუთით.

არავინ არ პასუხობს ელექტრონულ წერილებზე, თუ ის რამდენიმე წინადადებაზე გრძელია, ხოლო რამდენიმე წამზე უფრო გრძელ ხმოვან შეტყობინებებს კი ჩვეულებრივ  შლიან მოსმენის გარეშე. და 140 სიმბოლოც კი, რომლებსაც Twitter სთავაზობს შეტყობინებებისათვის – ესეც ძალიან ბევრია! თუ გსურთ, რომ ხალხთან ურთიერთობა, ჩაეტიეთ 110 სიმბოლოში, სხვანაირად ადამიანები ვერ შეძლებენ გაიზიარონ თქვენი სიბრძნე.


მაკეტინგის სასწაულები ინტერნეტში: ვიდეო, ფოტო და შეფასებები
მოგწონთ ეს თუ არა, დღეს ბიზნესის განვითარება სულ უფრო არის დამოკიდებული ინტერნეტში მარკეტინგულ საქმიანობაზე. ყველა მასალა, რომელთა დახმარებითაც თქვენ წარადგენთ საკუთარ თავს ონლაინში, შეიძლება გაერთიანდეს ერთ ცნებაში – კონტენტში. და თუმცა თქვენ არა ხართ დარწმუნებული, თუ როგორი ხერხით უნდა მიაღწიოთ წარმატებას ინტერნეტში, უკვე დროა დაიწყოთ შესაძლებელი კონტენტის შექმნა.

დაადგინეთ წესად გააკეთოთ ფოტოები, ვიდეო– და აუდიოჩანაწერები ნებისმიერ თემაზე, რომელიც დაკავშირებულია თქვენს ბიზნესთან. ისწავლეთ დარწმუნებით ლაპარაკი კამერაში საკუთარი საქმიანობის შესახებ. ისწავლეთ, თუ როგორ უნდა  მოთხოვოთ კლიენტებს დატოვონ თავისი შეფასებები. დაიწყეთ საუბრების ჩაწერა (როდესაც ეს არ არის უადგილო), რომლებშიც თქვენ გატაცებით ლაპარაკობთ საკუთარ ბიზნესზე. იყავით მზად ჩაიწეროთ მნიშვნელოვანი სატელეფონო საუბრები, რომლებიც სასარგებლო იქნება თქვენი აუდიტორიისათვის ინტერნეტში (რასაკვირველია, ყველა მხარის წინასწარ გაფრთხილებით იმის თაობაზე, რომ საუბარი იწერება). ეს ყველაფერი – „ოქროს“ კონტენტია, რომელიც აუცილებლად გაგიწევთ კარგ სამსახურს.

შესაძლებელია ახალი პოტენციური კლიენტების პოვნა ინტერნეტში www.youtube.com–ზე რამდენიმე ვიდეოს განთავსებით, რომელშიც ყვებით, თუ რატომ ხართ დაკავებული თქვენი ბიზნესით. გულწრფელი გატაცება გაძლევთ მთების გადაბრუნების საშუალებას, და რამდენადაც ბევრი კომპანია არ ჩქარობს ინტერნეტში შესვლას, დაიწყეთ პირდაპირ ახლავე. ტორენტის შექმნა და გავრცელება არ მოითხოვს დიდ დანახარჯებს. ზარალის რისკები არ არსებობს, ხოლო შესაძლებლობები ყოველთვის კოლოსალურია.

როგორც კი შეაგროვებთ მასალას, გაუზიარეთ ის სხვებსაც!

ვიდეო.

ჩემმა ათი წლის ვაჟმა ჩემი დახმარების გარეშე (იმ გამონაკლისის გარდა, რომ მე მას ვათხოვე ჩემი ხელის ვიდეოკამერა Flip) ერთი წლის დაიწყო ვიდეოების განთავსება www.youtube.com–ზე – უბრალო დაუმუშავებელი რგოლების, რომლებშიც ის დასეირნობს სკეიტით ჩვენი სახლის ეზოში ან აჩვენებს კარტის ფოკუსებს. ის უბრალოდ „აკეთებდა თავის საქმეს“ და ყვებოდა ამის შესახებ. ერთი წლის შემდეგ მისი რგოლები  YouTube–ზე ნახეს რამდენმე ასეულ ათასჯერ. თუმცა მას არა აქვს თავისი ვიდეოს მონეტიზაციის არანაირი შანსი (ჯერჯერობით), ისტორია საკმაოდ ჭკუის სასწავლებელია. იქნება თუ არა ეს სასარგებლო თქვენი ბიზნესისათვის, თუ ერთი წლის შემდეგ ასეულ ათასობით ადამიანი ნახავს მას www.youtube.com–ზე იმას, თუ როგორ აკეთებთ თქვენ საკუთარ საქმე და ყვებით ამის ესახებ? თუ სასარგებლოა, მაშინ რატომ არ გადაგექცათ ჩვევად ვიდეოკონტენტის გავრცელება? გექნებათ თუ არა ასობით ნახვა – უცნობია, მაგრამ განა რისკავთ, თუ ცდით?

 

წარმატების უბრალო ისტორია

ჩემი საინფორმაციო ბიულეტენის ერთერთი მკითხველი, ტრეისი ჰეინსი, დარწმუნდა ონლაინ–ვიდეოს ეფექტიანობაში, როგორც მარკეტინგის საშუალების, როდესაც რამდენიმე წლის წინ დაარსა საკონსალტინგო კომპანია. მოკლე დროის განმავლობაში მან იპოვა რამდენიმე მსხვილი კლიენტი და რამდენიმე თვის შემდეგ კი იშოვა ასობით ათასი დოლარი ბიზნეს–ტრენინგებით.

როგორი იყო მისი ერთადერთი სტრატეგია?

უბრალო ვიდეოების პუბლიკაცია www.youtube.com–ზე, აღწერაში იმ საკვანძო სიტყვების გამოყენებით, რომლებიც კავშირშია მის საბაზრო ნიშასთან მათი მეშვეობით. ეს ვიდეოები მალე მოხვდა  Google–ს საძიებო სისტემაში. მან ეს ყველაფერი გააკეთა დამოუკიდებლად, არც ისე ძვირადღირებული ხელის კამერების Flip–ის და Kodak–ის დამუშავების საბაზო ფუნქციების დახმარებით. რგოლები ორგანიზებულია ძალაზე უბრალოდ: ადამიანი ზის მაგიდასთან და რაღაც ლაპარაკობს კამერაში.

მე ვკითხე ტრეისის, თუ როგორ შეძლო მან მიექცია მისთვის საჭირო ხალხის ყურადღება, და მან მიპასუხა: „მე დავადგინე  საკვანძო სიტყვები და ჩავატარე ერთგვარი გამოკვლევა. ვიდეოს ეფექტიანობის წყალობით მე შემეძლო Google–ს  ნებისმიერ  გვერდზე მისი ჩასმა და განთავსება, რათა მოვხვედრილიყავი ძიების პირველ გვერდზე“.

უნდა აღინიშნოს, რომ ტრეისის არ ერთი ვიდეო არ აღმოჩნდა ვირუსიანი, ანუ არ მიიზიდა ათასობით ან მილიონობით მაყურებელი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათ ეფექტი მოახდინეს. რამდენიმე ნიმუშმა, რომელიც მან მე გამომიგზავნა, მოაგროვა მხოლოდ რამდენიმე ათეული ნახვა www.youtube.com–ზე, მაგრამ მათ საჭირო შედეგი მოუტანეს და მიიზიდეს სწორედ ისეთი მნახველები, როგორსაც ის ეძებდა!

როგორია შედეგები?

ტრეისის ბიზნესი ორი წლის განმავლობაში გაიზარდა მსხვილ კომპანიად სამი ტოპ–მენეჯერით და უკანასკნელ წელს გახდა 1200%–ით უფრო მსხვილი პირველ წარმატებულ წელიწადთან შედარებით.

ტრეისიმ დაარასა საკუთარი „ საწარმოო ტრავმების არარსებობის ინსტიტუტი“, რათა შეეთავაზებინა კომპანიებისათვის უსაფრთხო მართვის მეთოდები და მომსახურეობები საწარმოო უსაფრთხოების ნიშაში.

ფოტო.  

წაახალისეთ საკუთარი თანამშრომლები, კლიენტები, პარტნიორები და ყველა, ვისთანაც გიწევთ შეხვედრა საქმიანობის გამო, გააკეთონ და გამოგიგზავნონ თქვენს ბიზნესთან დაკავშირებული ფოტოები. 

კარგი ფოტო, რომელზედაც თქვენ დაკავებული ხართ საქმით, შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა ხერხებით. ატვირთეთ ეს ფოტო უამრავ უფასო საიტზე, და სულ მალე ეს გამოიღებს  თქვენი ცნობადობის ნაყოფს.

საკმარისია დაკიდოთ განცხადება თქვენს ოფისში იმ კლიენტებისადმი თხოვნით, რომლებთანაც თქვენ მუშაობთ ან რომლებიც სარგებლობენ თქვენი პროდუქციით, გამოგიგზავნონ თქვენი ფოტო (თუნდაც მობილური ტელეფონიდან). გამოაქვეყნეთ ეს ფოტოსურათები იქ, სადაც შესაძლებელია მათი ნახვა. ფოტო – მშვენიერი კონტენტია, რომლის გამოყენებაც მრავალმხრივად არის შესაძლებელი და რის შესახებაც მოგვიანებით მოგიყვებით.

მოგცემთ უბრალო რჩევას: შედით www.animoto.com–ზე (ამ დროისათვის ეს უფასო სერვისია) და რამდენიმე წუთში ატვირთეთ რამდენიმე თქვენი საუკეთესო ფოტოსურათი.  

დააჭირეთ ღილაკს – და მიიღეთ შესანიშნავი ანიმირებული შოუ, რომლის ჩვენებასაც სიამაყით შეძლებთ. 

შეფასებები.

თქვენ გყავთ მხურვალე თაყვანისმცემლები ან კლიენტები, რომლებიც აღტაცებულნი არიან თქვენი ბიზნესით? უკვე თხოვეთ მათ დაეტოვებინათ წერილობითი შეფასება? როგორც კი მიიღებთ მათ  – ის სხვებსაც გაუზიარეთ!

მარკეტინგის თვალსაზრისით, ამ შეფასებებს ოქროს ფასი აქვთ. მე ვუყვები თანამშრომლებს, რომ ყოველ შეფასებას თაყვანისმცემლებისაგან ან კლიენტებისაგან ჩვენთვის მინიმუმ ათასობით დოლარი მოაქვთ. ამიტომაც ვუთმობთ სერიოზულ ყურადღებას დადებით შეფასებებს და არ ვუშვებთ, რომ ეს ღირებული მტკიცებები ფუჭად არ დაიკარგოს. არც თუ იშვიათად, ჩვენ მიღების დღესვე ვაქვეყნებთ მათ ონლაინში.

მიუხედავად იმისა, თუ როგორია თქვენი გეგმები ინტერნეტში, თაყვანისმცემელთა და კლიენტების შეფასებები,  აუცილებელია, რომ ნათლად იქნას გაცხადებული თქვენი მიზნები და ამოცანები. შემოიღეთ წესად მათი გამოქვეყნება იქ, სადაც წაიკითხავენ.

 

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge