ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესი ინტერნეტშიროგორ არ უნდა დაკარგოს დამწყებმა ფირმამ მარკეტინგული ბიუჯეტი

როგორ არ უნდა დაკარგოს დამწყებმა ფირმამ მარკეტინგული ბიუჯეტი
 | რეიტინგი 3 

 

სემინარებსა და წიგნებით მიღებული ზოგადი ცოდნა, გამოკითხვები, ამა თუ იმ მარკეტინგული ინსტრუმენტების კვლევები - ეს ყველაფერი ძალზედ მნიშვნელოვანია, მაგრამ მცირე ბიზნესის მრავალ შემთხვევებში ვერ იძლევიან პასუხს მთავარ კითხვაზე - რამდენი კლიენტის მოზიდვა შეიძლება ამ საშუალებით? რა ავირჩიოთ? სინამდვილეში, გადაწყვეტა არსებობს და ის ერთადერთია და გამართლებული - სწორი ინსტრუმენტების ტესტირება. დიახ, გამოცდილ მარკეტოლოგებს შეუძლიათ სხვაგვარად მიუდგნენ ამ პრობლემას. მაგრამ აქვთ კი ხშირად პატარა კომპანიებს ფული საკუთარ შტატში  კონსტალტინგის შემთხვევაში ასეთი მარკეტოლოგის  დასაქირავებლად? საქმეც იმაშია, რომ უმეტეს შემთხვევებში მარკეტოლოგის ფუნქციები უშუალოდ დამაარსებელს ეკისრება. თუ ის ვერ შეძლებს საკუთარი პროდუქტის გაყიდვას, მაშინ რა მეწარმე გამოვა მისგან?

მაგრამ როგორ უნდა ავირჩიოთ ინსტრუმენტი? ჩართვა SEO-ში და რეალური შედეგების მიღება მხოლოდ 4-6 თვის შემდეგ? ინვესტიციის ჩადება ქსელურ რეკლამაში ან მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში? თუ კონტექსტური რეკლამა სოციალურ ქსელებში?

საერთოდ, კითხვები ბევრია. პრობლემა იმაშია, რომ შესაძლებლობები შეიძლება მკაცრად იყოს შეზღუდული. მაშ, რა უნდა შეირჩეს?

პასუხი ასეთ კითხვაზე შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი - უნდა შეირჩეს ისეთი ინსტრუმენტი, რომელიც კარგად ექვემდებარება მასშტაბირებას და რომლის ტესტირებაც შესაძლებელი იქნება უფრო მცირე დანახარჯებით. ისეთი, რომლის საშუალებითაც ზუსტად შეიძლება იმის დათვლა, თუ რა შემოსავალი ყოველ დახარჯულ დოლარზე.

უბრალო მაგალითი Business Art-ის სტუდიის პროფესიული საქმიანობიდან. მაშ ასე, კითხვაა, თუ რა ავირჩიოთ: კონტექსტური რეკლამა თუ ძებნის ოპტიმიზაცია? დიახ, იდეალში ერთიც და მეორეც კარგია. SEO-ში გრძელვადიან პერსპექტივაში ერთი მოზიდული კლიენტის ღირებულება უფრო დაბალია კონტექსტურ რეკლამასთან შედარებით. მაგრამ არსებობს პრობლემა: SEO-ს შემთხვევაში შედეგები სწრაფად არ ჩნდება (4-6 თვე). უკვე მხოლოდ ესეც საკმარისია ზოგიერთი ბიზნესმენის ენთუზიაზმის გასანელებლად, მაგრამ არსებობს კიდევ უფრო სერიოზული პრობლემაც. თქვენი საიტი აღმოჩნდეს თუნდაც ტოპ-ში, ეს სულაც არ ნიშნავს იმჯას, რომ ის კლიენტებს მოგიზიდავთ. და ამის მიზეზი შეძლება მრავალი იყოს: ბიზნების სპეციფიკიდან დაწყებული არასწორად შერჩეულ კითხვებამდე და საიტის წარუმატებელ შესრულებამდე. მაგრამ ფული და დრო უკვე დახარჯულია და ამ დროს ძნელია საიტის მასშტაბირება SEO-ს სემთხვევაში: საიტზე ტექსტების ცვლით შეიძლება პოზიციების დაბლა დაწევა, რომელთა კვლავ მაღლა იქნება ასაწევი.

ხოლო რა მოხდება კონტექსტური რეკლამის გამოყენების შემთხვევაში? ყველაფერი მარტივია. შეგიძლიათ დავხარჯოთ არც ისე დიდი საცდელი ბიუჯეტი იმის გასაგებად,  გაწყობთ თუ არა მოცემული ინსტრუმენტი?

იმავდროულაფ, თქვენ გაქვთ სრული თავისუფლება არსებულ ინსტრუმენტთან მიმართებაში, ანუ შეგიძლიათ:

1)    აკონტროლოთ დაწკაპუნების ფასი ყოველ განაცხადზე;

2)    აჩვენოთ რეკლამა მხოლოდ თქვენთვის  საჭირო დროსა და საჭირო რეგიონებში;

3)    შეაჩეროთ და დაიწყოთ კამპანია ნებისმიერ დროს;

4)     ცვალოთ განცხადებები;

5)    ცვალოთ დასაჯდომი გვერდები;

და ყველაზე მთავარი: მოცემულ შემთხვევაში არსებობს ერთი დასაჯდომი გვერდის ერთდროულად რამდენიმე ვარიანტის ეფექტურობის ანალიზის საშუალება.

თუ თქვენ ყველაფერი გაწყობთ და რეკლამა აჩვენებს თავის ეფექტიანობას, მაშინ თამამად შეგიძლიათ ბიუჯეტის გაზრდა, თუ იცით საკუთარი კონვერსია, კლიენტების მოზიდვის ღირებულება და რისკი. ხომ მართალია, რომ ეს არ არის ცუდი ცუდი ვარიანტი? თუ თქვენ უფრო დაწვრილებით გაინტერესებთ კონტექსტური რეკლამა, ამის შესახებაც უამრავი სტატია არსებობს.

და ასეთი ინსტრუმენტები უამრავია. სანამ მიიღებთ გადაწყვეტილებას, ჩაატარეთ რეგულარული ვებინარები კლიენტების მოსაზიდად და ჩაატარეთ მათი ტესტირება. არ არის საჭირო პროგრამის წინასწარ მთელი წლით დაგეგმვა, თუ არ ხართ დარწმუნებული მის მიზანშეწონილობაში. ჩაატარეთ ტესტური ვებინარები, შეაფასეთ მათი ეფექტიანობა. და მხოლოდ ამის შემდეგ დაფიქრდით ინსტრუმენტის მასობრივ გამოყენებაზე. ინტერნეტი ყველაფრის ტესტირებისა და უმცირესი დეტალების ეფექტიანობის გაზომვის საშუალებას იძლევა, რითაც ამით უნდა ისარგებლოთ.

თუმცა, ცხადია, რომ ასეთ საშუალებებს იძლევა არ მხოლოდ ქსელი და არ უნდა უგულვებელყოთ ოფლაინიც. კარგად მასშტაბირებადია იგივე პირდაპირი მარკეტინგი. თავდაპირველად შეიძლება შეთავაზების დაგზავნა ადრესატების პატარა ბაზის საშუალებით, დასკვნების გამოტანა და მხოლოდ ამის შემდეგ ნამდვილი დარტყმაის მიყენება.

შეიძლება მცირე ბიზნესი უნდა დაიწყოთ მცირედან და იფიქროს შედეგზე, მაგრამ მხოლოდ თქვენი ყოველი მარკეტინგული ქმედების ეფექტიანობის დათვლის შედეგად შეძლებთ გაიგოთ, თუ რა მუშაობს და რა არა. და უმჯობესია ამის გაკეთება ისეთი ინსტრუმენტებით, რომლებიც ადვილად ექვმდებარებიან მასშტაბირებას.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge