ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესი ინტერნეტშიSEO თუ კონტექსტური რეკლამა. რომელი ავირჩიოთ?

SEO თუ კონტექსტური რეკლამა. რომელი ავირჩიოთ?
 | რეიტინგი 3 

 

ასეთ შეკითხვას ხშირად სვამენ Business Art-ის დამკვეთები. სინამდვილეში კი ყველაფერი ინდივიდუალურია. უპირველესად ეს დამოკიდებულია ბიზნესის სპეციფიკაზე და იმ ბიუჯეტზე, რომელიც შეუძლია გამოყოს კომპანიამ, ასევე სარეკლამო კამპანიის ხანგრძლივობაზე, ვადებზე, როდესაც საჭიროა შედეგის მიღება. ამ პატარა სტატიაში განხილულია კონტექსტური რეკლამისა და  SEO-ს თავისებურებები, მათი უპირატესობები და ნაკლი.

კონტექსტური რეკლამის უპირატესობანი:

1)    ტარგეტინგი. შეიძლება  განცხადებების გამოქვეყნება მხოლოდ კონკრეტულ ქალაქებში. მაგალითად, თუ თქვენ მუშაობთ მხოლოდ ერთ ქალაქში, მაშინ მთელი გულისყური სწორედ მას უნდა მიაპყროთ. ყველაფერი ძალიან მარტივია. გარდა ამისა, კონტექსტურ რეკლამას კიდევ ერთი უპირატესობა გააჩნია - დროითი ტარგეტინგი. შესაძლებელია რეკლამის ჩვენება მხოლოდ მაშინ, როდესაც პოტენციურ კლიენტებს ნამდვილად შეუძლიათ შეკვეთის მიცემა (მაგალითად, თუ თქვენ იღებთ შეკვეთებს მხოლოდ ტელეფონით, ანუ თქვენს სამუშაო საათებში).

2)    კამპანიის დამოუკიდებლად წარმართვის კამპანია. გასაგებია, რომ უკეთესია სპეციალისტის მოწვევა. მაგრამ თუ თქვენ ხართ მეწარმე და დაკავებული ხართ მარკეტინგით, მაშინ შესძლებთ საკმაოდ სწრაფად ისწავლოთ და გაერკევთ კონტექსტურ რეკლამაში.

3)    მყისიერი ეფექტი. განცხადებები ჩნდება გადახდისთანავე. ე. ი. პრინციპში ეფექტი ჩანს მუშაობის დაწყების პირველივე დღეებში. SEO-ს შემთხვევაში საჭიროა მთელი ნახევარი წელი ლოდინი, სანამ თქვენი განაცხადები ტოპში მოხვდება. და ამავე დროს უნდა უხადოთ არა მხოლოდ SEO-ს სპეციალისტს, არამედ სარეკლამო კამპანიის ბიუჯეტსაც.

4)    ეფექტი მცირე ბიზნესისათვის.  SEO საწყის ეტაპზე მოითხოვს სერიოზულ ინვესტიციებს. პატარა კომპანიებს ხშირად არა აქვთ ამის საშუალება და ამ მხრივ კონტექსტური რეკლამა გაცილებით მარტივია. ეს არ არა სამომავლო, არამედ იმდღევანდელი ინვესტიცია.

5)    მასშტაბირება. კონტექსტური რეკლამა მასშტაბირებადია. თქვენ შეგიძლიათ მისი ტესტირება პატარა ბიუჯეტზე, რათა გაიგოთ, ესადაგება თუ არა ის თქვენს კონკრეტულ წინადადებას და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება სრულმასშტაბიანი კამპანიის შესახებ. ამ მხრივ უფრო რთულადაა საქმე SEO-თან, რადგან შედეგის შეფასება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც უკვე დახარჯული იქნება სერიოზული სახსრები და დრო.

6)    ROI-ის (ინვესტიციების თვითანაზღაურების კოეფიციენტი) უფრო ზუსტად გაზომვა. რასაკვირველია, SEO-შიც შესაძლებელია ინვესტიციების დაბრუნების გაზომვა, მაგრამ ის ამაში მაინც ვერ შეედრება კონტექსტურ რეკლამას.

7)    უფრო ადვილია დასაჯდომი გვერდის ჩვენება. SEO-ს შემთხვევაში არსებობს იმის ალბათობა, რომ თქვენთვის საჭირო განაცხადებისა ტოპზე არ გავა შესაბამისი გვერდი (ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ მაინც). კონტექსტური რეკლამის დროს ეს გამორიცხულია.

8)    მოქნილობა. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ კამპანიის შეჩერება და ისევ თავიდან  დაწყება თქვენთვის მოსახრხებელ დროს. თუ გსურთ ამ კვირაში თანხის დაზოგვა - მაშინ გააჩერეთ კამპანია და მოგვიანებით ადვილად შესძლებთ მის განახლებას. SEO-სთან ასეთი რამ არ გამოვა.

SEO-ს უპირატესობები:

1)    საშუალოდ უფრო ბევრი დაწკაპუნებები. ბუნებრივია, რომ მომხმარებლები უფრო მეტად ენდობიან ორგანულ გაცემას, ვიდრე კონტექსტურ რეკლამას. ამიტომაც, მოსალოდნელია უფრო მეტი დაწკაპუნებებიც. საშუალოდ, SEO მოიტანს უფრო მეტ გადასვლებს კონტექსტურ რეკლამასთან შედარებით.

2)    ერთი სტუმრის ღირებულება. გრძელვადიან პერსპექტივაში ორგანული გაცემიდან ერთი გადასვლის ღირებულება უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე კონტექსტური რეკლამის გამოყენების დროს.

3)    ფასების ომის არარსებობა.  რასაკვირველია, SEO-სათვის აქტიურად იბრძვიან და ბიუჯეტებიც იზრდება. მაგრამ ეს არ არის იმდენად ნათლად გამოხატული, როგორც კონტექსტური რეკლამის დროს. ბიუჯეტის და დაწკაპუნებების ასპექტში სტაბილურობა აქ მეტია.

დიახ, SEO-ს უფრო ნაკლები უპირატესობები აქვს, მაგრამ დამეთანხმებით, რომ ისინი ძალზე წონადია!

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge