ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებარატომ უნდა თქვათ, თუ რამდენს უხდით თქვენს თანამშრომლებს

რატომ უნდა თქვათ, თუ რამდენს უხდით თქვენს თანამშრომლებს
 | რეიტინგი 3 

 

საჯაროობა შრომის ანაზღაურების საკითხებში კარგად მოქმედებს კორპორატიულ სულზე. აი როგორ შეიძლება ფარდის ახდა.

რასაკვირველია,რომ თქვენ, როგორც კომპანიის ხელმძღვანელი, მხარს უჭერთ ნდობის, ზრუნვისა და გახსნილობის კულტურას, რადგან იცით, რომ ამის წყალობით იბადება თანამშრომელთა გულწრფელი მხარდაჭერა და მაღლდება შრომის ნაყოფიერება.

თქვენ როგორ იყენებთ ამ ფილოსოფიას, როდესაც საქმე ხელფასამდე მიდის? სავარაუდოა, რომ თქვენ მიხვედით იმ დასკვნამდე, რომ კომპენსაცია წარმოადგენს ერთერთ ისეთ რამეს, რომელიც სჯობია რომ საიდუმლოდ დარჩეს . ეს კი უკვე პრობლემაა

რა დაემართა ფოსტას?


რასაკვირველია, არსებობს რამდენიმე მიზეზი, რომელთა გამოც არ უნდა გარცელდეს ინფორმაცია შრომის ანაზღაურების შესახებ. მაგალითად, თუ თანამშრომლებმა იციან, თუ რამდენს იღებს მათი უფროსობა ან კოლეგები, შეიძლება მოეჩვენოთ, რომ მათ არ აფასებენ. თქვენ შეგიძლიათ მსგავსი უსიამოვნებების თავიდან აცილება, თუ ყველა თანამშრომელს ერთნაირ ხელფასს გადაუხდით (სტაჟისა და დაკავებული თანამდებობის მიხედვით). მაგრამ ასეთი სქემაც გარკვეულ პრობლემებს წარმოშობს. ყველაზე ნიჭიერებმა შეიძლება სხვა ორგანიზაციაში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღონ, სადაც მათ მაღალი შორმის ნაყოფიერების გამო უფრო ღირსეული ანაზღაურებას სთავაზობენ (ამიტომაც არ მიიჩნეოდა საფოსტო განყოფილება მექად სპეციალისტებისათვის). 

შეიძლება თუ შრომის ანაზღაურების კონფიდენციალობა მხოლოდ პრაქტიკულ პოლიტიკად ჩაითვალოს?

სიმართლე ის არის, რომ ჩვენც არ ვიცით პასუხი ამ კითხვაზე. ხელფასის გამჭვირვალობა დღემდე რჩება მართვის სფეროში ერთერთ ყველაზე საინტერესო საკითხად და ამავდროულად, ყველაზე ნაკლებად შესწავლილად. მაგრამ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ  გასაიდუმლოების პოლიტიკა არ უშლის თანამშრომლებს დაინტერესდნენ, თუ რამდენს გამოიმუშავებენ მათი უფროსები და კოლეგები. ეს კი ნიშნავს, რომ მათ პასუხი უნდა გამოიცნონ.

თანამშრომლებს ჰგონიათ რომ იციან, მაგრამ ეს ასე არ არის

ისინი, როგორც წესი ყველაფერს სწორად გამოიცნობენ. თქვენ უნდა დაუბრუნდეთ გასული საუკუნის 60–70–იანი წლებს, სადაც ნაჩვენებია, რომ უფროსობა იღებდა უფრო ნაკლებს, რაც სინადვილეშია, ხოლო კოლეგები კი პირიქით – მეტს.

ამასთან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე პრობლემა არსებობს. ტოპ–ტალანტებმა, რომლებმაც არ იციან საკუთარი უფროსობის რეალური ხელფასი, შეიძლება იფიქრონ: „თუ ეს ყველაფერია, რისი მიღებაც მომავალში შემიძლია, მაშინ მე რა მინდა აქ?“.

ამავდროულად, იმ თანამშრომლებმა, რომლებიც თვლიან, რომ მათი კოლეგების ხელფასი უფრო მეტია, ვიდრე სინამდვილეშია, შეიძლება მოითხოვონ დაწინაურება და კომპენსაცია. შეიძლება თქვენ უკვე გქონდათ საქმე ისეთ ხელქვეითებთან, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ იღებენ კოლექტივის სხვა წევრებზე ნაკლებ ანაზღაურებას.

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. გამოდის, რომ თუ თანამშრომელთა ხელფასის ოდენობა საიდუმლოდ იქნება შენახული, ეს აისახება მთელი გუნდის შრომის ნაყოფიერებაზე. თელ–ავივის უნივერსიტეტში ჩატარებულმა უკანასკნელი ხნის გამოკვლევებმა აჩვენა, რომ შრომის ანაზღაურების გამჭვირვალობა დადებითად მოქმედებს თანამშრომელთა ერთგულებაზე.

გასაიდუმლეობა არ შველის

ამ ანალიზმა აჩვენა, რომ რომ ხელფასის რაოდენობის დაფარვის შემთხვევებში ადამიანებს უჩნდებათ შეგრძნება, რომ უსამართლოდ ექცევიან და რომ მათ ძალისხმევას ფასი არა აქვს. დემოტივაციის ეფექტი განსაკუთრებით მკაფიოდ გამოჩნდა ნიჭიერ თანამშრომელთა შორის. მკვლევარები ასევე ვარაუდობენ, რომ ტოპ–მუშაკები მზად არიან უფრო მაღალი შედეგების მისაღწევად, თუ ეცოდინებათ რამდენს გადაუხდის კომპანია გარკვეული სამუშაოს შესრულებაში.

ნიშნავს კი ეს იმას, რომ თქვეთ დაუყოვნებლივ უნდა დაუგზავნოთ ყველას ინფორმაცია კომპენსაციის შესახებ ელექტრონული ფოსტით? რასაკავირველია, რომ არა. მაგრამ გამოკვლევა გვთავაზობს ოქროს შუალედს: თქვენ შეგიძლიათ მიაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია ხელფასის შესახებ ფირმაში გარკვეული როლისათვის. მუშაკები, რომლებიც მეტს ღებულობენ, იგრნობენ, რომ მათ აფასებენ. ხოლო ვინც ნაკლებს ღებულობს, დაინტერესდებიან, თუ რატომ ხდება ასე. თქვენთვის ასეთი სიტუაცია კარგია საშუალებაა იმის ასახსნელად, თუ როგორ უანგარიშებთ ხელფასს და რაც მთავარია, იმის ასახსნელად თუ რა უნდა გააკეთოს მუშაკმა უფრო მაღალი ანაზღაურების მისაღებად. გახსოვდეთ, რომ თანამშრომლებისათვის მნიშვნელოვანია არა ის, რომ ხელფასები თანაბარი იყოს, არამედ სამართლიანი.

კომპენსაციების გადახდის კულტურა ყველა კომპანიაში ძალზედ განსხვავებულია: პარანოიდული საიდუმლოების დაცვიდან სრულ გამჭვირვალობამდე. ყველაფერი ლიდერებზეა დამოკიდებული. მთავარია ხალხს გააგებინოთ, რომ თქვენ მათ სამართლიანად ეპყრობით. და მაშინ დაინახავთ, რომ გაცილებით იოლია შთაბეჭდილების მოხდენა, თუ გასაგები იქნება ხელფასის დარიცხვის კრიტერიუმები.

 სამუელ ბაკარაკი

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge