ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებათქვენი პერსონალის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნების სამი ხერხი

თქვენი პერსონალის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნების სამი ხერხი
 | რეიტინგი 3 

 

მხარი დაუდექით თქვენი თანამშრომლების ენთუზიამს და ამ სამი ტაქტიკის დახმარებით ისინი კომპანსიაში საკუთარ წვლილს შეიტანენ.

დღეისათვის პერსონალის სამოტივაციო საშუალების მოძებნა არ წარმოადგენს ბიზნესისათვის ყველაზე ძნელ ამოცანას. მაგრამ მოტივაციის შენარჩუნება კი უკვე პრობლემაა. რასაკვირველია, საუკეთესო მუშაკები უჩვენებენ თავისი მუშაობის შესანიშნავ შედეგებს როგორც კრიზისულ, ისე მშვიდ პერიოდებში. ამ ადამიანებს ახასიათებთ გამარჯვებისაკენ თანდაყოლილი სწრაფვა, მაგრამ იცვლება მათი მოტივაციის მამოძრავებელი ძალა. ეს შეიძლება იყოს აღიარება თითქმის ყველასგან, ზოგიერთისათვის პროფესიული დაკმაყოფილება, სხვებისთვის ფული ან სხვანაირი მატერიალური ანაზღაურება.

ჩემთვის ხელმძღვანელობის ერთერთი უსაყვარლესი ასპექტია თანამშრომელთა ენთუზიაზმის ხელშეწყობის საშუალებათა ძიება, რათა მათ შეძლონ კომპანიაში საკუთარი წვლილის შეტანა. ეს მარტო მუშაობა კი არა, მისიაა.

წაახალისეთ მიზანსწრაფულობა.

დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ დამოკიდებულებას. მე მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ ყველაზე საუკეთესო შემსრულებელიც (ქაღალდზე დაფიქსირებული) კი ვერ მოერგება გუნდს, თუ ის ამცირებს ან თრგუნავს სხვა ადამიანებს. დაეხმარეთ თქვენს  თანამშრომლებს საკუთარი მიზნების დასახვაში და კოლეგებისათვის გაზიარებაში. მარკეტინგის განყოფილების ყოველთვიურ შეკრებეზე გუნდის თითოეული წევრი პალარაკობს თავისი სამუშაოსა შესახებ და თუ რომელი მონაცემები განსაზღვრავენ  ამ მიზნების წარმატებას. ეს არის ძალიან შესანიშნავი საშუალება უშუალო ანგარიშგების დასადგენად და იმის გასაგებად, თუ რისი მიღწევა სურთ სხვებს. ურთიერთობების ასეთი საშუალებით თქვენ თითოეულ ადამიანს აძლევთ საშუალებას იგრძნოს თავისი მნიშვნელობა კომპანიისათვის.

თქვენ უნდა გააგებინოთ, რომ აფასებთ კოლექტიური მუშაობის ასეთ ტიპს. იყავით გულუხვი შექებაზე. ყველას სჭირდება წახალისება და, როგორ წესი, ის არ არის ყოველთვის საკმარისი.

მე ყოველთვის ვცდილობდი ისეთი გარემოს შექმნას, რომელშიც თანამშრომლებს სჯერათ საკუთარი თავის. იყო ოფისში გამარჯვებული ნიშნავს საკუთარი კარიერის კონტროლს, ვალდებულებების განსაზღვრას და მოსალოდნელის გადაჭარბებას. ასეთი ურთიერთობები „გადამდებია", განსაკუთრებით მაშინ, თუ კომპანიაში ნიჭიერი ადამიანები მუშაობენ.

ყოველთვის დააფასეთ. ყველას ჭირდება უკუკავშირი. თანამშრომლ;ებს არ შეუძლიათ იყვნენ კონკურენტუნარიანნ, თუ არ აციან როგორ უძღვებიან საქმეს. ელაპარაკეთ მათ ამის შესახებ. განსაზღვრეთ მიღწევები, რომელთა საშუალებითაც მიდის ბიზნესი წინ, და აჩვენეთ თითოეულ თანამშრომელს, თუ როგორ გავლენას ახდენს მათი მცდელობები პროგრესზე. ყოველი კვარტლის ბოლო მშვენიერი დროა წარმატების შესაფასებლად და ახალი მიზნების დასახვისათვის. ნუ შეგეშინდებათ აჩვენოთ თქვენს თანამშრომლებს, რომ აკვირდებით მათ საქმიანობას. და კიდევ ერთხელ - არ დაგავიწყდეთ წამახალისებელი შექება.

დააჯილდოვეთ შესაბამისად. თუ თქვენ გსურთ, რომ თქვენი თანამშრომლები ყოველთვის მიტივირებულნი იყვნენ. საკუთარი დროის გარკვეული ნაწილი უნდა დაუთმოთ იმის შესწავლას, თუ რა აიძულებს ადამიანებს იარონ წინ და ასევე დააჯილდოვოთ ისინი წვლილისა და მიღწევებისათვის.

კოპპანია „Angie's List"-ში არსებობს ბონუსების სისტემა, რომლითაც თანამშრომლებს შეუძლიათ საკუთარი წინადებების შემოტანა, თუ ვინ და რისთვის უნდა იყოს დაჯილდოებული. მენეჯერები მუდმივად იღებენ ინფორმაციას თანამშრომლებისგან, თუ რა უნდა გამოსწორდეს მუშაობაში.

საუკეთესო თანამშრომლების დაჯილდოება შეიძლება მათთვის თვალწარმტაცი მოგზაურობების მოწყობით. ეს დასვენება მოიცავს ბეისბოლის თამაშს, აკვაპარკის სტუმრობას და ბაგირზე დაშვებასაც. ასეთ გუნდურ ატმოსფეროში ხალხი ბიზნესით კი არ არის დაკავებული, არამედ ტკბებიან დასვენებითა და იდეების გაცვლით.

ეს დღე, ძირითდად, განკუთვნილია ხელმძღვანელთა გუნდისათვის, რომელთაც სურთ მადლობა გადაუხადონ მათ, ვინც ამ კვარტალში წინსვლაში კომპანიას დაეხმარა.

ენჯი ჰიქსი  

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge