ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებათანამშრომელთა მოტივირების 5 ეფექტური და ნამდვილი მეთოდი

თანამშრომელთა მოტივირების 5 ეფექტური და ნამდვილი მეთოდი
 | რეიტინგი 3 

 

დააჯილდოვეთ საკუთარი თანამშრომლები ისეთი სახით, რომელიც მათთვის ღირებულია და დარწმუნდებით, რომ მათი მოტივაციის მხარდაჭერა თქვენთვისაც ძალზე მნიშვნელოვანია. კომპანიის მფლობელის ამოცანაა ბიზნესის ზრდის უზრუნველყოფა. არასდროს არ უნდა შეგეპაროთ ეჭვი, რომ ზრდა ხდება არა რაღაც „ბაზრის მისტიური ძალებით", არამედ საკუთარი ფასეული შინაგანი რესურსებით - თქვენი თანამშრომლებით. თავის მხრიდან, ყოველთვის უნდა მიმართოთ ძალისხმევა იქითკენ, რომ რომ თქვენმა ხელქვეითებმა მიიღონ ანაზღაურებადი ავადმყოფობის თანხა, სამკვირიანი შვებულება და დაბადების დღეზე საკუთარი ხელით მირთმეული) საჩუქრები. მე ყველაფერი ეს დამეხმარა საუკეთესო გუნდის შექმნაში, მაგრამ კოლექტივის ერთიანობის შესანარჩუნებლად ვიყენებ ხუთ ეფექტურ მეთოდს:

პირადი ზრდა ყველანაირ ბონუსს აღემატება. მე ვინტერესდები ყველაფერი იმით, რაც აინტერესებთ ჩემს თანამშრომლებს და ყოვლენაირად ვეხმარები საკუთარი გეგმების განხორციელებაში. მაგალითად, ერთერთი ყველაზე შრომისმოყვარე ქალბატონი ძალიან ინტერესდებოდა იმით, თუ რა არსებობს მისი საცხოვრებლის გარეთ. როდესაც ვბრუნდებოდი უცხოური მივლინებებიდან, ის დიდხანს მეკითხებოდა ჩემი მოგზაურობის დეტალებზე. ნათელი იყო, რომ მასაც სურდა სადმე გამგზავრება, მაგრამ ამას მისი თანამდებობა არ ითვალისწინებდა. მე ყოველთვის მახსოვდა მისი ინტერესი და როდესაც გაჩნდა ევროპაში ჩვენი კომპანიის წარდგენის აუცილებლობა, ჩემს მაგივრად ის გავამგზავრე. ამ ქალაბატონს მოგზაურობამ უფრო დიდი მოტივაცია შესძინა. საზღვარგარეთ მან შეძლო ისეთი გზების მოძიება, რომელთა საშუალებითაც ჩვენ უცხოურ ბაზარზეც გავედით. მაგრამ ნამდვილი მოტივაცია მისთვის იყო მსოფლიოს ნახვისა და იმისა დამტკიცების შანსი, რომ მას მნიშვნელოვანი მისიების შესრულება შეუძლია.

სტატუსი ფულზე მეტს ნიშნავს. ხანდადან ისე ხდება, რომ თანამშომლის მოტივირება ძალზედ იოლია მისთვის რაიმე უფლებამოსილების მინიჭებით. ერთერთ ხელქვეითს ძალიან უყვარდა კლიენტებთან ტელეფონით ურთიერთობა და სურდა მათთან უფრო ხშირად შეხვედრა. ის გრძნობდა, რომ პირადი კონქაქტები უფრო დადებითად იმოქმედებდა გაყიდვებზე. მისი საშუალებით დავიწყეთ პატარ რეგიონალური გამოფენებზე სიარული მომავალ კლიენტებთან მეტი ურთიერთობის მიზნით. შემდეგ ამ თანამშრომელს შევთავაზეთ თვითონ შეედგინა აუცილებელი ღონისძიებების გეგმა და ბიუჯეტი. ხელმძღვანელობდა რა კლიენტებთან შეხვედრების პერსპექტივით, მან ერთი წლის განმალობაში ორგანიზება გაუკეთა ხუთ გამოფენას და თვლიდა, რომ კომპანიისათვის მნიშვნელოვანია იყოს ცდობადი. მისი დახმარებით ჩვენ გავხდით ლიდერები სამკაულებისა და ბიჟუტერიის მიმწოდებელთა შორის.

ბონუსებიც აკეთებენ თავის საქმეს. როდესაც ჩვენმა გუნდმა დაიწყო გაზრდა, აუცილებელი გახდა ისეთი საშუალების პოვნა, რომლითაც თანამშრომლები უშეცდომოდ გააკეთებდნენ თავის საქმეს და ერთიანნი იქნებოდნენ. ჩემი გაყიდვების განყოფილებისაგან განსხვავებით, რომელიც მოტივირებულია მეტი ფულის გამომუშავებით, შემგროვებლებს სჭირდებოდათ რაღაც სხვა. მივიღე რა ეს მხედველობაში, საუკეთესო მუშაკებს, რომლებსაც შეეძლოთ მთელი კვირის განმავლობაში უშეცდომოთ ემუშავათ შეკვეთებზე, ვუყიდე კონცერტის ორი ბილეთი. თვის ბოლოს იმდენად შთამბეჭდავი იყო ჩემი გუნდის პროგრესი, რომ შევიძინე კიდევ ორი ბილეთი, რომ უკვე ოთხივე ამხანაგს შესძლებოდათ კონცერტზე წასვლა. შეჯიბრების დამთავრებიდან დიდი ხნის შემდეგაც ისინი დიდხანს იყვნენ შთაბეჭდილებების ქვეშ.

აღიარება შეუფასებელი რამაა. გასულ წელს ჩვენმა გაყიდვების მენეჯერმა კომპანიის ყველა რეკორდი მოხსნა. წლის შუაში მან მიზნად დაისახა გაყიდვების მაქსიმალური რაოდენობა და ხუმრობით თქვა, რომ თუ ის ამას შესძლებდა, სურდა მიეღო სახელობითი ფირფიტა. ოქტომბერში ჩვენ უფრო ყურადღებით ვაკვირდებოდით მის მუშაობას და როცა ის უკვე ძალიან ახლოს იყო მიზანთან, მე ორი ფირფიტა შევუკვეთე - ერთი „დიდების ოთახისათვის", ხოლო მეორე მისი სახლისათვის. იმ დღეს, როდესაც მან გადააჭარბა რეკორდს, ლანჩის წინ ჩვენ შევაჩერეთ მთელი კომპანიის მუშაობა და სიმღერით „ჩვენ ჩემპიონები ვართ", მქუხარე ოვაციების თანხლებით გადავეცით მას ვაჩუქეთ სამახასოვრო ფირფიტა, რომელიც, მისი აზრით, ჩვენ აღარც კი გვახსოვდა. იმ დღეს ეს ჯილდო მხოლოდ ამ ქალბატონს არ მიუღია, რადგან სახალხო დაჯილდოება გამოდგა ძალიან ძლიერი მოტივატორი გუნდის სხვა წევრებისათვისაც.

მოერგეთ თითოეულ თანამშრომელს. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მე შევითვისე, არის ის, რომ საჭიროა ყველა თანამშრომლის გამოკითხვა მისი მოტივაციის შესახებ. იმ დფოს, როდესაც ერთი ადამიანი ფიქრობს, რომ მივლინების დროს ერთი დამატებითი დღე ქალაქის დასათვალიერებლად დიდი პლუსია, მეორეს სურს ბავშვების სანახავად სახლში უფრო ადრე დაბრუნება. ასეთი მიდგომა მეხმარება დავრწმუნდე, რომ ყველა თანამშრომელმა უნდა მიიღოს ის ჯილდო, რომელიც მისთვის მნიშვნელოვანია და რომ უნდა ვუჩვენო მათ, რომ სამუშაოთი მათი დაინტერესება ჩემთვის ძალიან ღირებულია.

ანესა მერიტ ნიურბერგი

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge