ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებარა არის წარმატება?

რა არის წარმატება?
 | რეიტინგი 3 

„ჩვენ მივეჩვიეთ განვიხილოთ წარმატება როგორც მოვლენა, რომელიც იღებს სოციალურ და საზოგადოებრივ შეფასებას. საზოგადოება წყვეტს, შეიძლება თუ არა ჩაითვალოს წარმატებად ცალკეული ადამიანების, ჯგუფების ან ორგანიზაციების  ძალისხმევის შედეგები. მას ასევე ადვილად შეუძლია ვისიმე საქმიანობის წარუმატებლობის აღიარება და ადამიანი ხლწემოცარულად  გამოაცხადოს".

ამით შეიძლებოდა დავკმაყოფილებულიყავით. მაგრამ, მაინც არ ღირს საბოლოო დასკვნების  ნაჩქარევად გამოტანა, ვინაიდან წარმატება შეიძლება გამოჩნდეს არა მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის სარკეში ან სხვა მიერ აღიარებით ან არაღიარებით. შეიძლება წარმატების თვითაღიარებაც. და კიდევ, წარმატება - საკამათო საკითხია. ის, რასაც ზოგიერთები წარმატებად თვლიან, სხვებმა შეიძლება აღიქვან როგორც წარუმატებლობა. წარმატება მასშტაბის საკითხია, მოსალოდნელი შედეგებისაც და არა უკანაკნელ ადგილზეა მიზნის დასახვის საკითხიც.

ამბობენ, რომ არაფერია იმაზე წარმატებული, ვიდრე თვითონ წარმატება, ხოლო ნიკოლო მაკიაველის მე-18 საუკუნეში გამოთქმულ აზრებში პრინციპში ვკითხულობთ: „ადამიანთა უმრავლესობისა და განსაკუთრებით მეფეთა საქმეებზე, რომელთა მაღლა არ არიან მოსამართლენი, მსჯელობენ წარმატების მიხედვით". ან როგორც ხალხში ლაპარაკობენ: „მიზანი ამართლებს საშუალებას". ხომ მართალია, რომ ბოროტად ჟღერს?

მაგრამ დავუბრუნდეთ მაკიაველის. შედარებით არც ისე დიდი ხნის წინ (სხვათა შორის, ეს დღემდეც გვხვდება) მაკიაველის პრინციპებს გვაწვდიდნენ - სპეციალურ სემინარებზეც კი - როგორც წარმატების შეუცდომელ რეცეპტს. ამას არ შეიძლებოდა კრიტიკა არ გამოეწვია. უპირველეს ყოვლისა, გაირკვა, რომ თვითონ მაკიაველიც შორს იყო წარმატებულისგან და მას ასეთი  მეტსახელიც მიაკუთვნეს - „ბატონი არაფერი". უფრო მეტიც - „ბატონი არავინ",  „ის დაბადებიდან წარუმატებელია ბატონია", „ბატონი უთავბოლო", რომელსაც სრულებითაც არ ჰქონდა იმის აღქმნა, რასაც მოგვიანებით თავის ნაწერებში Qualita dei tempi-ს, ანუ „დროით ხარისხს უწოდებდა",  რომელიც ჰაერშია და განსაზღვრავს პოლიტიკას.".

მართალია, იმავე წყაროში შეიძლება წავიკითხოთ, რომ მაკიაველი 29 წლის ასაკში გახდა ქალაქ-რესპუბლიკა ფლორენციის მეორე სახელმწიფო კანცელარიის უფროსი. მანამდე მას ეკავა  ხელმძღვანელი თანამდებობა რომში, ხოლო 24 წლისა გახდა ცნობილი ბანკირის ბერტო ბერტის ნდობთ აღჭურვილი პირი. განა ეს ცოტაა? რით არ არის ეს თავბრუდამხვევი კარიერა? რასაკვირველია, მასაც ჰქონდა წარუმატებლობები, მაგრამ ეს მხოლოდ იმაზე ლაპარაკობს, რომ ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი.

წარმატებისაკენ მსწრაფმა ანგარიში უნდა გაუწიოს იმას, რომ მას მოუწევს ცხოვრების ბნელი მხარეების გაცნობაც და გაითავისოს, რომ არ არსებობს გარანტირებული წარმატების რეცეპტი. ძალიან ცდება ის, ვინც ვარაუდობს, რომ წარმატების მისაღწევად არ არის საჭირო დიდი ძალისხმევა, არამედ მხოლოდ ცოტაოდენი იღბალი. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, თუ რა ესმის ადამიანს „ წარმატების" ქვეშ.

არიან მეწარმეები, რომლებიც წარმატებად თვლიან დიდ მოგებებს. სხვებს დიდ წარმატებად მიაჩნიათ საკუთარი ფირმას გაკოტრებისაგან გადარჩენა. ბევრი თვლის, რომ წარმატებულად მუშაობს, როდესაც მიღებულ მოგებას საიმედოდ აბანდებს სხვა საქმეში. ზოგიერთები  გამომუშავებულ ფულს აბანდებენ თავისავე საწარმოში და წარმატებად აფასებენ მის ზრდასა და განვითარებაში. იმ დროს, როდესაც ზოგიერთი მეწარმე ცდილობს რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილის შემცირებას, სხვები თავის მუშაობას წარმატებულად აფასებენ, თუ შეძლებენ სამუშაო ადგილების შენარჩუნებას ან ახლების შექმნას.  ამრიგად, წარმატება დამოკიდებულია კონკრეტული ადამიანის ფსიქოლოგიაზე, მისი ფასეულობების სისტემაზე, სიხარულისა და შიშების დონეებზე. იმავდროულად შეიძლება, რომ ყოველი ადამიანის ფასეულობათა სისტემა დროთა განმავლობაში იცვლებოდეს.

მრავალი ათწლეულის განმავლობაში ფასდებობა, მაგალითად, ისეთი უნარები, როგორებიცაა სიბეჯითე, შრომისმოყვარეობა, პუნქტუალობა, სიზუსტე და ა. შ. ამ ტრადიციულ დადებით მახასიათებლებს ახლა კონკურენტები გამოუჩნდა: დღეს ჩვენ გვესმის ე. წ. „პოსტმატერიალური ღირებულებების" შესახებ, ისეთების, როგორებიცაა დამოუკიდებლობა ან ცხოვრებით ტკბობის უნარი. შესაძლებელია იმის წარმოდგენა, თუ რამდენადაა დამოკიდებული წარმატების შეფასება იმაზე, თუ ხართ თქვენ ტრადიციული ფასეულობების მიმდევარი ან თუ ისინი არაფრად მიგაჩნიათ.

მაგრამ, მეორეს მხრივ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თქვენი პოზიციამ ამ საკითხზე შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინოს თქვენი საქმიანობის წარმატებაზე.

თქვენი საწარმოს წარმატება ან წარუმატებლობა შეიძლება ასევე დამოკიდებული იყოს კონკრეტული პერიოდის გარემოებებსა და ტენდენციებზე. სტაბილურობის პერიოდში წარმატებად მიაჩნიათ პროფესიულ კიბეზე ასვლა, იმ დროს, როდესაც კრიზისულ პერიოდებში წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს იმავე სამუშაო ადგილის შენარჩუნება. მაგრამ  არსებობს ზუსტად განსაზღვრებადი წარმატება ამის პირდაპირი გაგებით, მაგალითად, სპორტში.

 ფინიშის ხაზზე ყოველთვის შეიძლება იმის განსაზღვრა, თუ ვინ მოიგო გარბენი. გამარჯვებულს მეტოქეებისაგან წამის თუნდაც მეასედებიც რომ აშორებდეს, ისიც საკმარისია მისი წარმატების აღიარებისათის. ვიღაცამ შეიძლება თქვას: "რა მნიშვნელობა აქვს ფინიშზე რაღაც ათ სანტიმეტრს. განა ეს მნიშვნელოვანია?". წმინდა რაციონალური შეხედულებით , ეს, შესაძლოა რომ მართალიც იყოს, მაგრამ, მოდით შევხედოთ ამას სხვა ასპექტშიც. ხშირად სწორედ წამის მეასედებზეა დამოკიდებული უზარმაზარი რეკლამის შეკვეთების, სპონსორული სუბსიდიების ბედი,  და ა. შ. იმავდროულად, აქ ძალზე ნათლად ჩნდება წარმატების კანონზომიერება. წარმატებას აღწევენ ოფლითა და სისხლით. წარმატებისაკენ სწრაფვისას ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ეს ჭეშმარიტება. თუ, რასაკვირველია, წარმატებად არ ჩავთვლით მოკრძალებულ, მშვიდ ცხოვრებას ზედმეტი ზრუნვისა და შიშების გარეშე.

თუ ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს თქვენს თვითმიზანს, მაშინ ღირს დაფიქრებად, თუ როგორი წარმატებისათვის იმუშავებდით თავდაუზოგავად. ამასთანავე, მხედველობაში იქონიეთ, რომ წარმატების დონე შეიძლება დამოკიდებული იყოს თქვენი ძალისხმევების ინტენსიობაზე და  ინვესტიციების მოცულობაზე. წარმატება ასევე ძალიან იქნება დამოკიდებული თქვენს პირად თვისებებსა და მოტივაციის დონეზე.

წარმატებისაკენ სწრაფვისას საჭიროა რეალობის საღად შეფასება. ილუზიების დევნა შეიძლება მძიმედ შემოგიბრუნდეთ. ამავე დროს, ყველას შეუძლია, გარკვეული ძალისხმევით, გააფართოოს საკუთარი შესაძლებლობების ზღვარი. შეიძლება პირველივე ცდიდან ყველაფერი არ გამოგივიდეთ, მაგრამ თუ არ დანებდებით, ძალისხმევა ანაზღაურდება. იმავე დროს, შეიძლება რაიმე ისწავლოთ სხვათა გამოცდილებიდანაც. რაც შეეხება საკუთარი პიროვნების ძლიერი მხარეების განვითარებას, მაშინ გირჩევთ გაეცნოთ დისციპლინას სახელწოდებით „პიროვნების ფსიქოლოგია".

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge