ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებაეგოისტური შეცდომები, რომლებიც ზიანს აყენებენ ჩვენს გუნდს

ეგოისტური შეცდომები, რომლებიც ზიანს აყენებენ ჩვენს გუნდს
 | რეიტინგი 3 

 

სიტყვები, რომლებსაც თქვენ ირჩევთ თქვენს კომპანიაზე ლაპარაკის დროს, შეიძლება უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ისინი დიდ გავლენას ახდენენ თანამშრომელთა მოტივაციაზე.

თქვენ, როგორც ბიზნესის მფლობელი, ყურადღებით ადევნებთ თვალყურს თქვენი თანამშრომლების მორალურ მდგომარეობას და ცდილობთ აირიდოთ ყველაფერი, რაც „შეარყევს" მათ მოტივაციას. გულმოდგინედ  ანგარიშობთ ხელფასებს, აანალიზებთ ჯილდოებსა და პრემიებს, ასევე მუშაობთ მოხსენებით ბარათზე თქვენი თანამშრომლების  წვლილის მნიშვნელობის ესახებ. მაგრამ ხომ გამოგრჩებათ ხოლმე რაიმე სულ პატარა და ადვილად გამოსწორებადი რამ, რასაც შეუძლია გაანადგუროს თქვენი თანამშრომლების მოტივაცია.?

ეს კითხვა განათავსა თავის ბლოგზე ბიზნესმენმა ბრედ ფელდმა. მას, როგორც ფირმა Foundry Group-ის ერთერთ ხელმძღვანელს, მუდმივად უწევს უამრავ მეწარმესთან და დირექტორთან ურთიერთობა. თავისი პირადი გამოცდილების წყალობით, ის მშვენივრად  ერკვევა მათ მიერ გამოყენებული სიტყვებით თამაშში და ესმის, თუ როგორი გავლენა აქვთ მათ გუნდის მოტივაციაზე. ის განმარტავს: „ცოტა ხნის წინ მივიღე ერთი გენ. დირექტორის წერილი, სადაც ის მუდმივად ხმარობდა „მე"-ს. უმეტეს შემთხვევებში მას მხედველობაში ჰქონდა „ჩემი კომპანია", „ჩემი გუნდი", „ჩემი პროდუქცია" და „ჩემი გეგმა".

მე განცვიფრებული დავრჩი, რადგან ვიცნობ „მის" გუნდში მომუშავევ ადამიანებს, რომლებიც შესანიშნავად მუშაობენ. მისი კომპანია დიდებული ორგანიზაციაა, ხოლო მისი გენდირექტორი - დიდი ხელმძღვანელი. მაგრამ ამ ყველაფერში ხომ „მათი" დამსახურებაცაა, და წერილის კითხვის ვფიქრობდი, თუ რამდენად დაზარალდებოდა ჩემი მოტივაცია, მე რომ მის გუნდში ვიყო და მხოლოდ „მე, მე" მესმოდეს".

რამდენიმე წლის წინ ჩემმა პარტნიორებმა Foundry Group-იდან მთხოვეს, ოდნავ არაკორექტულად, კომპანიაზე ლაპარაკის დროს არ გამომეყენებინა „მე", რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნებოდა. რატომ? მათი პასუხი ძალიან მარტივი იყო - ჩვენ ვართ გუნდი, და ყოველთვის, როდესაც ხალხში ვამბობდი „მე"-ს, ეს უარყოფით გავლენას ახდენდა სხვების მოტივაციაზე. Foundry Group-ი ეს გუნდია, ხოლო როდესაც ვამბობდი „მე"-ს, უნებურად მავიწყდებოდა სხვები. ისინი 100%-ით მართლები იყვნენ... თუ თქვენ გენერალური დირექტორი ხართ, აღიარეთ, რომ თქვენ მათი წყალობით ხართ წარმატებული. არ გამოიყენოთ ბოროტად „მე", რადგან დროთა განმავლობაში ამას აუცილებლად ინანებთ.

ჯესიკა სტილმანი

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge