ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებაროდის ხდებიან ჭკვიანი ადამიანები სულელები

როდის ხდებიან ჭკვიანი ადამიანები სულელები
 | რეიტინგი 3 

 

ხანდახან თქვენი საუკეთესო ხალხიც იწყევს ჩამორჩენას. აი, როგორ შეიძლება მათი ისევ მწყობრში დაბრუნება.

გყოლიათ თქვენ ოდესმე ნამდვილად ეფექტიანი, ჭკვიანი თანამშრომელი, რომელსაც დაეწყო სამუშაოსთან დაკავშირებული პრობლემები? მან დაიწყო არასწორი გადაწყვეტილებების მიღება, ვეღარ ასრულებდა თავის მოვალეობებს, აჩვენებდა დაბალ შრომის ნაყოფიერებას ან აცდენდა კრებებს?

ჩემი გამოცდილება და სხვა ხელმძღვანელთა მონათხრობები ლაპარაკობენ იმაზე, რომ მსგავსი რამ ძალზე ხშირად ხდება და არ შეიძლება, რომ ეს საწყენი არ იყოს. როდესაც თქვენ მეტად ვეღარ დაეყრდნობით „საიმედო" თანამშრომელს, ამით მთელი ბიზნესი ზარალდება. ჯერ უნდა გავიგოთ, თუ რა ფაქტორები (სამედიცინო, ქიმიური ან ფსიქოლოგიური) პროვოცირებენ ამ პრობლემას. განიხილეთ შექმნილი სიტუაცია ყოველი მხრიდან.


გადატვირთულები ხართ და არა ხართ დაკავებული?

მე ვთვლი, რომ ჭკვიანი ხალხი სულელდება მაშინ, როდესაცისინი ზედემტად გადატვირთულებია არიან ან პირიქით, როცა არაფერი აქვთ საკეთებელი.

არ არის აუცილებელი, რომ ეს იყოს სამსახური. ცხოვრება სავსეა მოულოდნელი სიურპრიზებით, რომელიც არ არის ყოველთვის სასიამოვნო. ახლობელთა ავადმყოფობა, სხვაგან საცხოვრებლად გადასვლა, ფინანსური უსიამოვნებები, საზოგადოებრივი მოვალეობები - ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება.

და, რასაკვირველია, ვინ აგებს ამ ყველაფრზე პასუხს? ნამდვილად ეფექტიანი, კომპეტენტური ხალხი. ბევრს გაუგია ასეთი გამოთქმა: „თუ თქვენ რთული ამოცანა გაქვთ გადასაყწვეტი, გადაეცი ის ჭკვიან ადამიანს".

ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ მე მომიწია დიდი დროის დახრჯვა, სანამ გავიგებდი, რაოდენ მნიშვნელოვანია თავისუფალ ადამიანებზე დაკვირვება. როდესაც ნიჭიერი ხალხი არასათანადოდ არიან „ექსპლუატირებული", ისინი იწყებენ შეცდომების დაშვებას უბრალოდ მოწყენილობისაგან, დაბნეულობისაგან და გულგრილობისგან. დროთა განმავლობაში უბრალო სამუშაო მათ ბეზრდებათ და ხდებიან ნაკლებად წარმატებულნი.


გადაჭერით პრობლემა

თუ ნიჭიერი და ყოველთვის წარმატებული ადამიანი იწყებს ნაკლებად ეფექტური მუშაობის ჩვენებას, ჩეეცადეთ ასეთი მიდგომის გამოყენებას.

1. გამოიძახეთ ის. მე ვთვლი, რომ პირდაპირი მიდგომა ყველაზე ეფექტურია. მიიღეთ მხედველობაში, რომ ეს კეთდება არა საყვედურის თქმისათვის, არამედ შექმნილი პრობლემის გადასაჭრელად. დაიწყეთ საუბარი თანამშრომლის ნიჭის აღიარებასა და მის წარსულ წარმატებეზე. შემდეგ დასვით საკითხი მიმდინარე პრობლემების შესახებ და ჰკითხეთ: „ ეს თქვენ არ გჩვევიათ, მოხდა რამე?". სავარაუდოა, რომ ამ ადამიანმა უკვე შეიგნო, რომ სადღაც რაღაცას არასაკმარისად აკეთებს და ნადვილად განიცდის, და რომ თქვენს შეიძლება მას იგივენაირად მოექცეთ.

2. მოუსმინეთ მას და დაადასტურეთ ნდობა ამ ადამიანისადმი. საუბრის დროს აუცილებელია განაცალკევოთ „ადამიანი" და „შრომის ნაყოფიერება" თქვენ უკვე იცით, რომ ეს თანამშრომელი ყოველთვის საუკეთესო სპეციალისტი იყო. თქვენ ამას ხაზი უნდა გაუსვათ და მხოლოდ ამის შემდეგ გადახვიდეთ მიმდინარე პრობლემაზე.

3. არ ეცადოთ იყოთ მკურნალი. თქვენი როლი იმაშია, რომ გადაწყვიტოთ ყველა სამუშაო პრობლემა - არ ჩაუღრმავდეთ თქვენი თანამშრომლების პირად პრობლემებს. სამუშაო გრაფიკი, საინტერესო პროექტები, გუნდური ურთიერთთანამშრომლობა და ა. შ. - აე ეს არის ის სფეროები, რომლითაც თქვენ უნდა იყოთ დაკავებული.

4. იმსჯელეთ ვარიანტებზე. თუ ადამიანი ზედმეტადაა გადატვირთული სამუშაოთი, ან პირიქით, უმნიშვნელოდაა დაკავებული თავისი მოვალეობებით, შეგიძლიათ განიხილოთ ამ პრობლემის გადაჭრის რამდენიმე გზა. მაგრამ არ დაგავიწყდეთ ისეთი ვარიანტებიც, როგორიცაა სამსახურიდან განთავისუფლება ან ჩამოშორება სამუშაოდან, მაგრამ ეს უნდა განიხილოთ არა სადამსჯელო ღონისძიების, არამედ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალის სახით.

5. დაადგინეთ დროებითი ჩარჩოები. დაუშვებელია ხანგრძლივად  დაბალი შრომის ნაყოფიერების ჩვენება. თქვენ ყურადღებით უნდა ადევნოთ  თვალყური თანამშრომელთა საქმიანობას. იმსჯელეთ და განსაზვრეთ დრო, რომლის განმავლობაშიც შრომის ეფექტურობა  პირვანდელ დონეს უნდა დაუბრუნდეს. ჭკვიანი ადამიანები ისე უბრალოდ არ სულელდებიან. თუ თქვენ შეძლებთ ასეთი მიდგომის გამოყენებას., მაშინ შეძლებთ თქვნი თანამშრომლების წარსული შრომის ნაყოფიერების დაბრუნებასაც.

ტომ სირსი

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge