ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებაუნიათო მეწარმეების შიშები: ხოლო შენ რისი გეშინია?

უნიათო მეწარმეების შიშები: ხოლო შენ რისი გეშინია?
 | რეიტინგი 3 

 

ნებისმიერ დამწყებ მეწარმეს, ისევე, როგორც ნებისმიერ ადექვატურ ადამიანს, რაღაცის ეშინია.

საკვლევმა კომპანიამ  Online Market Intelligence (OMI) გააანალიზა პოტენციური მეწარმეების შიშები და შეადგინა მათი შიშების რეიტინგი.

პირველ ადგილზე აღმოჩნდა შიშები სასტარტო კაპიტალთან მიმართებაში: 56%-ს ეშინია, რომ ვერ იშოვის მას, ხოლო 41%-ს - მისი დაკარგვის. გამოკითხვის ყოველ მესამე მონაწილეს აშინებს მაკონტროლებელ ორგანოებთან დაკავშირებული პრობლემები, 27% უფრთხის ბიზნესის ორგანიზებასთან დაკავშირებული სირთულეებს.

ნათელია, რომ ბიზნესის დაკავებით დაგეგმვა და ბიზნესით დაკავება - ერთი და იგივე არ არის. უფრო ხშირად გეგმები გეგმებად რჩება. ამას ადასტურებენ გამოკითხვის შედეგები, რომელიც ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის შემსწავლემა სრულიად რუსეთის ცენტრმა. რესპონდენტთა 82%-ს არასდროს არ უცდია თავის ბიზნესის ორგანიზება, მიუხედავად იმისა, რომ მათი ნახევარი გეგმავს ოდესმე საკუთარი საქმის წამოწყებას, ხოლო მესამე ამაზე ფიქრობს.

საინტერესოა, რომ წლებთან ერთად სამეწარმეო ენთუზიაზმი უმოწყალოდ ეცემა. თუ 18-24 წლის ასაკში ბიზნესში წასვლას გეგმავს გამოკითხულთა თითქმის ორი მესამედი (67%), სტუდენტური ასაკის დამთავრებასთან ერთად მათი რციხვი მცირდება და შეადენს 37%-ს. 44-წლიანებს შორის მკვლევარებმა აღმოაჩინეს  პოტენციური ბიზნესმენების 26%, ხოლო 45-59-წლიანებს შორის - მხოლოდ 15 და მხოლოდ 1%, ვინც 60 წელსაა გადაცილებული.

თავის დროზე ეს ცენტრი, ისევე, როგორც OMI, გამოკითხვის მონაწილეთა შორის დაინტერესდა, თუ რაში ხედავენ ისინი დაბრკოლებებს საკუთარი საქმის სტარტისათვის. გამოკითხულთა უმრავლესობისათვის ყველაზე დიდი დაბრკოლებად იქვა საწყისი კაპიტალი. რესპონდენტების 82% თვლიდა, რომ მისი გარეშე შეუძლებელია საკუთარი საქმის დაწყება.

44%-ისათვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საჭირო კავშირების არსებობა. შემდეგ მოდიოდა: „სამეწარმეო უნარი" (33%), „გამოცდილება" (29%), „სპეციალური განათლება, ცოდნა" (23%), „ორიგინალური ბიზნეს-იდეა" (13%) და „წარმატების რწმენა" (12%).

აქედან გამომდინარეობს უბრალო წესი: თუ რამეს ჩაიფიქრებ, ანდა ადგე და გააკეთო. რაც უფრო დიდხანს იყოყმანებ და შექმნი „იდეალურ ბიზნეს-გეგმას", მით უფრო მცირეა რაიმეს გაკეთების შანსი. ხოლო თუ ძალიან გეშინიათ  შეცდომის დაშვების - ღირს კი საერთოდ დაწყება?

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge