მცირე ბიზნესის დაზღვევა. ხშირად დასმული შეკითხვები
 

 

ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებამცირე ბიზნესის დაზღვევა. ხშირად დასმული შეკითხვები

vivus.ge

მცირე ბიზნესის დაზღვევა. ხშირად დასმული შეკითხვები
 | რეიტინგი 3 

Insurance

მცირე ბიზნესის მფლობელთათვის ძალზედ მნიშვნელოვანია იმის გარანტია, რომ აქვთ უფლება დააზღვიონ კომპანია მრავალი სხვადასხვა რისკებისაგან. ტერმინი „მცირე ბიზნესის დაზღვევა" სინამდვილეში განეკუთვნება დაზღვევის სხვადასხვა სახეობებს, თითოეულს განსაზღრული მიზნითა და პასუხისმგებლობით.

ქვემოთ მოყვანილია ყველაზე ხშირად დასმული კითხვები მცირე ბიზნესის დაზღვევის შესახებ. დაზღვევის რომელი სახეობებია გამოსაყენებელი მცირე ბიზნესისათვის?

ზოგადად რომ ვისაუბროთ, მცირე ბიზნესის მფლობელებმა უნდა განიხილონ დაზღვევის რამდენიმე ძირითადი ტიპი. პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა იცავს თქვენს ბიზნესს, თუ  სასამართლოში შეტანილია სარჩელი გულგრილობაზე. ზოგჯერ მათ უწოდებენ „შეცდომებისა და გამოტოვებების შეცდომებს". სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა იცავს თქვენს ბიზნესს მესამე პირების პრეტენზიებისაგან ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანზე და სამედიცინო ხარჯების ანაზღაურებაზე ან პირადი ქონების დაზიანებაზე. ბიზნესის მფლობელისათვის დაზღვევა წარმოადგენს დაზღვევის შეფუთულ გეგმას, რომელიც, ჩვეულებრივ, შეიცავს  სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო დაზღვევას და ტექნიკის დაზღვევას. თქვენი ბიზნესის მოწყობილობების დაზღვევა იცავს მას სხვადასხვა ადგილებში დაზიანებისაგან ან ქურდობისაგან.

როგორ შემიძლია მე იმის გადაწყვეტა, თუ დაზღვევის რომელი სახეობაა სწორი ჩემი ბიზნესისათვის? თქვენი მცირე ბიზნესის ხასიათიდან გამომდინარე შეიძლება დაგჭირდეთ განსხვავებული სახეობების დაზღვევები. პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა ორიენტირებულია ისეთ საწარმოებზე, რომლებიც პირველ რიგში იძლევიან პროფესიულ რჩევას. სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა რეკომენდებულია ისეთი საწარმოებისათვის, რომლებსაც „მიუწვდებათ ხელი კლიენტებზე, მათ ქონებაზე და მოწყობილობებზე". მფლობელისათვის ბიზნესის დაზღვევა რეკომენდებულია მაშინ, როდესაც მას გააჩნია საკუთარი შენობები და მოწყობილობები ან მუშაობს მონაცემების დიდ მოცულობებთან.

რას წარმოადგენს მუშაკებისათვის სადაზღვევო გადახდები?

მუშაკებისათვის სადაზღვევო ანაზღაურება იცავს თქვენს ბიზნესს ნორმატიულ-სამართლებრივი ვალდებულებებისაგან თანამშრომლის იმ ხარჯებთან მიმართებაში, რომლებიც დაკავშირებულია ავადამყოფობებთან ან წარმოებაში უბედური შემთხვევებისაგან. ეს მიზანშეწონილია მაშინ, როდესაც თქვენი კომპანია იყენებს ადამინებს მუდმივ საფუძველზე.

 

თუ ვარ ვალდებული კანონის ძალით რომ მქონდეს დაზღვევა?

ეს ყოველთვის მიზანშეწონილია, რათა დაიცვათ თქვენი ბიზნესი რისკებისაგან, რომლებსაც ყოველდღიურად აწყდებით. თქვენ შეიძლება არ გაგაჩნდეთ სამართლებრივი ვალდებულებები დაზღვევის გარკვეული სახეობების უზრუნველსაყოფად, მაგრამ თქვენ უნდა ეძიოთ ადვოკატი იმის დასადგენად, თუ რა სჭირდება თქვენს ბიზნესს თქვენს ქალაქში და სახელმწიფოში. ზოგი კლიენტი არ შემოგთავაზებთ კონტრაქტს თქვენი ბიზნესისათვის, თუ თქვენ ვერ შეძლებთ წარუდგინოთ მას დაზღვევის ზოგიერთი სახეობის მტკიცებულებები. მაშინაც კი, თუ თქვენ არ ხართ ვალდებული გქონდეთ დაზღვევა, ერთი პრეტენზიაც საკმაოდ ღირებულია იმისათვის, რომ გააკოტროს თქვენი ბიზნესი.

 

 

უკან

 
 
 

 

vivus.ge


 

 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

crediton.ge

 

სასწავლო კურსები - Study Courses