ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებაროგორც უნდა გავხსნათ უძრავი ქონების სააგენტო?

როგორც უნდა გავხსნათ უძრავი ქონების სააგენტო?
 | რეიტინგი 3 

 


real estate

უძრავი ქონების საკუთარი სააგენტოს გახსნა ბიზნესსაქმიანობის მშვენიერი დასაწყისია. როგორც ნებისმიერ საშუამავლო საქმიანობას, ამ სფეროსაც უამრავი პლუსი გააჩნია. მაგალითად, წარმოებასთან პირდაპირ დაკავშირებული პრობლემების არარსებობა (რადგან არ არის საჭირო რაიმეს წარმოება) ან უზარმაზარი საწყისი კპიტალის არქონა (რადგანაც ამის აუცილებლობა არ არსებობს). ისინი, ვინც მონაწილეობდა საცხოვრებლის ყიდვა-გაყიდვაში და საჭიროებისას  მიუმართავს უძრავი ქონების სააგენტოსათვის, უპირველესად ფიქრობდნენ იმაზე, რომ ამ სფერის მთელი პრინციპი „დაცურავს“, რომ უპრობლემოდ შეიძლება უძრავი ქონების საკუთარი სააგენტოს გახსნა და ამით დიდი ფულის შოვნცა. ამიტომაც, გამყიდველის მესაკუთრესთან შეხვედრის დროსაც შეიძლება არცთუ ისე ცოტა ფულის გამომუშავება, რომ აღარ ვილაპარაკოთ იმაზე, როცა საქმე უკვე მიდის დასასრულისაკენ - მყიდველისათვის საკუთრების უფლების გადაცემაზე.

როგორ უნფა გავხსნათ სააგენტო ისე, რომ გვქონდეს შემოსავალი? აქ არ იქნება ბიზნეს-გეგმის მკაფიო პუნქტები და ჩვენ მხოლოდ განვიხილავთ საქმის საკვანძო მხარეებს. ბუნებრივია, იმისათვის, რომ გავხსნათ უძრავი ქონების სააგენტო, აუცილებელია ოფისი, პერსონალი, პიარი და რეკლამა, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ სხვა ფაქტორებიც, რომელთა გვერდის ავლაც არასასურველია. ბაზარზე ხდება ისეთი სიტუაცია, რომ უძრავი ქონების ააგენტოებს ხსნიან პროფესიონალები, რომლებიც უკვე ნამუშევარნი არიან ამ სფეროში. ზოგიერთ მათგანს შემოაქვს სააგენტოში კლიენტების საკუთარი ბაზაც კი. ეს უპირატესად ლაპარაკობს ყოფილი აგენტის უნარზე მიიღოს სარგებელი ყველაფრისგან. კონკურენცია დიდია, მაგრამ მონდომებისას შესაძლებელია დიდი მოგების მიღებაც.

დღეისათვის უძრავი ქონების ბაზარი გთავაზობთ ერთმანეთის მსგავსი სააგენტოების მთელ კრებულს, რომლებიც გვთავაზობენ ერთნაირ მომსახურებას ერთი და იგივე ფასად. მართალია, კონკურენცია თანდათანობით მცირდება, რადგან დადგა ეკონომიკური კრიზისი და ბევრს აღარ შეუძლია ზედაპირზე ტივტივი, ხოლო სიატუაცია ბაზარზე არასტაბილურია. და ნაღდი მყიდველებიც ნამდვილად არ მიმართავენ ახლად გახსნილ და შეუმოწმებელ სააგენტოებს, რაც მიუთითებს უძრავი ქონების ბაზარზე კარგი რეპუტაციისა და თუნდაც სულ პატარა სახელის მოპოვების აუცილებლობაზე.  ახლა ჩვენს თვალწინ იხატება ისეთი პრობლემების რიგი, როგორიცაა ბაზარზე ნაკლები სახელის ქონა (მოგიწევთ ავტორიტეტის გამომუშავება), უდიდესი კონკურენცია, კლიენტურა დოკუმენტებში უამრავი პრობლემებით (ეძებენ ახალ, სუსტ ფირმებს იმის გამო, რომ მსხვილმა სააგენტოებმა მათ უბრალოდ უარი უთხრეს), ეკონომიკური კრიზისი (უდიდესი საფრთხე ყველასათვის, იმისდა მიუხედავად, გააჩნიათ კარგი რეპუტაცია თუ არა). ისეთი ფირმა, რომლის ხელმძღვანელსაც არ გააჩნია გამოცდილება ამ სფეროში, წააწყდება კიდევ ერთ პრობლემას - მეტნაკლებად გამოცდილ მყიდველებს, რომლებიც შეეცდებიან მიიღონ კომპენსაცია სააგენტოდან, განსაკუთრებით თუ სააგენტოს სუსტი იურიდიული განყოფილება აქვს. როგორ შეიძლება ამ პრობლემის მინიმალური დანაკარგებით გადაჭრა? სააგენტოს გახსნისას აუცილებელია გამყიდეველებისათვის და მყიდველებისათვის ისეთი ილუზიის შექმნა, რომ კომპანია საიმედოა, ცნობილია და რომ დიდი ხანია რაც დამკვიდრებულია ბაზარზე, ანუ აქვს უდიდესი გამოცდილება. რა არის საჭირო ამისათვის? ბევრი რეკლამა, ძალიან ბევრი რეკლამა და პიარისათვის დიდი მატერიალური სახსრები. რადგან კარგი რეკლამა ბიზნესის წარმატების საწინდარია, მათ შორის უძრავი ქონების სფეროშიც. ასევე, უდიდესი როლი უნდა მიენიჭოს პერსონალსაც, საჭიროა აგენტების გულდასმით შერჩევა. ფირმის თანამშრომლები უნდა იყვნენ კომუნიკაბელურნი, ზდილობიანნი, ღიმილიანნი, თავის საქმეში გათვითცნობიერებულები, მაღალი პროფესიული დონის შემოწმებული ადამიანები. ასევე შეიძლება საკუთარი თანამშრომლებისათვის კორპორატიული სტილის შემოღება, რომელიც ნამდვილად იქონიებს ზეგავლენას კომპანიის იმიჯზე. კმაყოფილი კლიენტები, რომლებიც ურჩევენ სააგენტოს თავის ნაცნობებს - იდეალური ვარიანტია კლიენტების ბაზის გასაფართოებლად. და ამის გარეშე შეუძლებელიცაა საქმიანობა. კლინტების მონაცემების საკუთარი ბაზის შექმნა (საცხოვრებლების გამყიდველების და მყიდველების), რომელიც ივსება მას შემდეგ, რაც აგენტები მოიზიდავენ კლიენტურას სხვადასხვა მეთოდებით, როგორებიცაა სატელეფონო ზარები ისეთ ნაღდ მყიდველებთან, რომლებიც თავის განცხადებებს აქვეყნებენ გაზეთში, ინტერნეტში, სხვადასხვა ხალხმრავალ ადგილებში ან საკუთარი განცხადებების „ფსევდოსაკუთარი“ გაკვრებით იმ აგენტების მიერ, რომლებიც უფასოდ სთავაზობენ ამ მომსახურება გამყიდველებს, მაგრამ მაინც იღებენ აქედაბ საკუთარ სარგებელს.

მოდით, ჩამოვყალიბდეთ მომსახურეობების ფასებზე. ჩვეულებრივ, ის შეადგებს საცხოვრებლის საბაზრო ფასის 5-6%-ს.

გისურვეთ წარმატებებს მუშაობის დაწყებაში!

 

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge