ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებაადამიანის უფლება, რომელსაც არ აღიარებენ

ადამიანის უფლება, რომელსაც არ აღიარებენ
 | რეიტინგი 3 


ადამიანის უფლებებზე საუბარი ერთ–ერთი პოპულარული თემაა დღეს. ყველა ცდილობს აჯობოს სხვას ადამიანთა უფლებების დეკლარირებაში.
ადამიანს აქვს უფლება განათლებაზე. სახელმწიფო უშუალოდ ზრუნავს ამ უფლების დაცვაზე. მართალია განათლება ფასიანია, არსებობს უამრავი საშუალება, თუ როგორ შეიძლება ახალგაზრდამ დაფაროს სწავლის საფასური.

ადამიანს აქვს უფლება იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე. ამაში დიდი წვლილი შეაქვს სადაზღვევო კომპანიებს. მკურნალობა არ არის უკვე ფუფუნება.

ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს პენსია. ეს ყველაზე მტკივნეული თემაა ჩვენი მთავრობისთვის, რადგანაც პენსია ჯერ არ არის საარსებო მინიმუმის ტოლი, მაგრამ ის ზრდადია და ასე თუ ისე მზარდი ტენდენციით ვითარდება.

ადამიანს აქვს უფლება აირჩიოს სინდისის თავისუფლება. არცერთი რელიგია არ არის გამოცხადებული კანონგარეშე და არ იდევნება მასიურად, თუმცა ადგილ–ადგილ შეინიშნება ექსცესები.

ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი. ვერ ვიტყვით რომ ამ უფულების დაცვა იდეალურად ხდება, მაგრამ საბჭოთა რეჟიმთან შედარებით სამოთხეში ვართ.

ადამიანს აქვს უფლება დაიცვას თავი სასამართლოში ადვოკატის მეშვეობით. მართალია ზოგიერთებმა შეიძლება ეჭვქვეშ დააყენონ სასამართოების ობიექტურობა, მაგრამ ამ მხრივაც არის პროგრესი და თანდათან ლაგდება ეს სფერო.

ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად გადაადგილდეს ქვეყნის ტერიტორიაზე. მართალია ამ უფლებას ლახავს ის, რომ საქართველოს გააჩნია ოკუპირებული ტერიტორიები, მაგრამ სხვა მხრივ ყველაფერი რიგზეა.

ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს სოციალური პირობები სამსახურში (ყოველწლიური ფასიანი შვებულება, დეკრეტი და ა.შ.). ამ საკითხს არეგულირებს „შრომის კანონი“.

ადამიანს აქვს უფლება... 

 

ეს ჩამონათვალი კიდევ შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ მე მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო ადმიანის კიდევ ერთ უფლებაზე, კერძოდ:

ადამიანს აქვს უფლება დაუშვას შეცდომა.

ყველა ცდილობს დაგვარწმუნოს, „აქეთ არ წახვიდე“, „ეს არ გაკეთო“, „ის არ წაიღო“, „ეს არ მოიტანო“, „იმას არ შეხვდე“ და კიდევ უამრავი ამგვარი რამ და თავის მონოლოგს ასრულებს სიტყვებით: „მე მინდა შენ არ დაუშვა შეცდომა“. მაგრამ რატომ? ეს ხომ ჩემი უფლებაა, ისეთივე უფლება როგორც ყველაზე ზემოთჩამოთვლილი. იქნება მე სხვა დასკვნა გამომაქვს ჩემი შეცდომიდან, ვიდრე რჩევის მომცემმა გამოიტანა თავისთვის? იქნება ჩემი შეცდომა არის ის კარნახი, რაც მე მჭირდება რათა ვიპოვო სწორი გზა? იქნება მე მსურს სწორედ ის ჯილდო, რომელიც ძევს ოცდამეხუთე შეცდომის შემდეგ? მაშინ, როდესაც რჩევის მომცემმა იგულისხმა, რომ მე მეორე შეცდომის შემდეგ მივატოვებ „სისულელის კეთებას და გონს მოვეგები“?

მე მჭირდება ყველა ჩემი დაშვებული შეცდომები, ისევე როგორც მჭირდება მათი წყალობით გაკეთებული საქმეები და მე მიმაჩნია, რომ ეს არის ჩემი, როგორც ადამიანის, უფლება.



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge