ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებათითქმის გავაკეთე არ ნიშნავს გავაკეთეს...

თითქმის გავაკეთე არ ნიშნავს გავაკეთეს...
 | რეიტინგი 3 


ვისაც
ტოტალიზატორში უთამაშია მან მშვენივრად იცის, რა განსხვავებაა თითქმის მოვიგე”-სა და მოვიგე”- შორის. არა აქვს მნიშვნელობა 10 პოზიციიდან 1 პოზიცია შეავსე არასწორად თუ 9, ფულს მხოლოდ მოგებული იღებს. ეს ყველაზე გავრცელებული მახეა რომელშიც შეიძლება გაებას ადამიანი ისე, რომ ვერც კი გაიგოს.


არის ერთი მძაფრსიუჟეტიანი ფილმი Перегонщик”. ფილმი არის ადამიანზე, რომელსაც გარანტირებულად გადააქვს ტვირთი, A პუნქტიდან B პუნქტში. ბანკის მძარცველებმად დაიქირავეს ეს მძღოლი და შეუთანხმდნენ ბანკის კარებთან დახვედროდა 15:00 სთ-ზე და რომ მას ეყოლებოდა 3 მგზავრი. საჭირო იყო მგზავრები მიეყვანა 500 კმ-ით დაშორებულ სხვა ქალაქამდე კონკრეტულ მისამართზე, მთელები და უვნებლები. მძარცველებმა გადაიფიქრეს და დათქმულ ქალაქამდე 10-15 კმ-ით დაშორებით გადასხდნენ სხვა მანქანაში. ისინი თითქმის მისული იყვნენ B პუნქტში. მაგრამ, პოლიციამ ისინი დააკავა სანამ მიაღწევდნენ ქალაქს.


ამ, თითქოს და უწყინარი დამოკიდებულების უგულებელყოფამ, ადამიანი შეიძლება მიიყვანოს მეტად სავალალო შედეგებამდე.


მოვიყვან მაგალითს ინვესტიციებიდან. აკადემიურმა საზოგადოებამ ძალზე მოიწონა და ფართოდ დაამკვიდრა ბიზნეს სკოლებში საფონდო ბაზრების ეფექტურობის თეორიის სწავლება. ის გვამცნობს, რომ საფონდო ბაზრები თითქმის ყოველთვის ეფექტურია”. ბიზნეს სკოლების კურსდამთავრებულებმა ეს გამოთქმა გააგიავეს გამოთქმასთან საფონდო ბაზრები ყოველთვის ეფექტურია”. ამან გამოიწვია მეტად შორს მიმავალი შედეგები. საინვესტიციო ფონდების მენეჯერებმა დაირწმუნეს თავი იმაში, რომ აზრი არა აქვს კომპანიების ფუნდამენტალური ეკონომიკური მაჩვენებლების შესწავლას. დროის ნებისმიერ მომენტში ბაზარი ეფექტურია და შესაბამისად ყველა არსებული ინფორმაცია უკვე გათვალისწინებულია ფასში. სინამდვილეში არის იშვიათი (და ზოგჯერ არც თუ იშვიათი) შემთხვევები როდესაც ბაზრები კონკრეტულად რომელიმე კომპანიის აქციების მიმართ მეტად არაადეკვატურები არიან, ორივე მიმართულებით - ან მეტისმეტად ოპტიმისტურად აფასებენ მათ და ან პირიქით, ჩალის ფასამდე დაჰყავთ ის. ერთეული, გონიერი ინვესტორები სწორედ ამ თითქმის სიტყვას არიან ჩასაფრებულები და 5 და ზოგჯერ 10-ჯერ მეტს შოულობენ, ვიდრე ისინი, ვინც ამ სიტყვას არ იყენებს სათავისოდ.


მეორე მაგალითი. დავუშვათ კომპანია ახორციელებს მნიშვნელოვან პროექტს. საქმის 90% გაკეთებულია. კომპანია, ხარჯების შემცირების მიზნით, სამსახურიდან ითხოვს მაღალანაზღაურებად, მაღალკვალიფიციურ, პროექტის ხელმძღვანელს, ვინაიდან თვლის რომ საქმე უკვე თითქმის დასრულებულია და ეს ადამიანი მეტი არაფერში სჭირდება. ეს არის შეცდომა, რომელიც მწარედ დასამახსოვრებელი იქნება.


მესამე მაგალითი. კალათბურთის მატჩში არ არსებობს სიტყვა თითქმის მოვიგეთ”. შეიძლება ბოლო წუთი რამდენიმე ათეული წუთი გაიჭიმოს და სანამ საბოლოო გონგი არ დაჰყრავს, არავინ არაფერში არ არის დარწმუნებული.


სანამ საქმეს ბოლომდე არ მიიყვანთ, ვერ იტყვით რომ ის გამოვა. არის პარეტოს კანონი 80/20. ის მეტყველებს: კომპანიის 80% შემოსავლებს უზრუნველყოფს თანამშრომელთა 20%, მსოფლიოს ლუდის 80% სვამს დედამიწის მოსახლეობის 20%... და ყველა უსიამოვნო სიურპრიზის 80% ჩნდება საქმის დასრულებამდე 20%-ით ადრე.

 

მიიყვანეთ ყველა საქმე ბოლომდე და მოთოკეთ წინასწარი ეიფორია.



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge