ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებაროგორ მოვიზიდოთ მყიდველები?

როგორ მოვიზიდოთ მყიდველები?
 | რეიტინგი 3 

 

სარეკლამო განხცხადებების შედგენისას აუცილებელია ამის სწორად გაკეთება, ისე, რომ მათ კარგად შესძლონ თავისი უმთავრესი ფუნქციის - კლიენტების მოზიდვის შესრულება. ეს არც ისე ადვილი ამოცანაა, როგორც ერთი შეხედვით შეიძლევა ჩანდეს და თუ გადავხედავთ სხვადასხვა სფეროებში რეკლამის მრავალნაირ განცხადებებს, შეიძლება შევნიშნოთ, რომ მათი უმრავლესობა ვერ უძღვება კარგად კლიენტების მოზიდვის ამოცანას. მოდით, ერთად გავერკვეთ, რომ უნდა იყოს სარეკლამო განცხადებაში ისეთი, რომ მას შეიძლება ეწოდოს წარმატებული და კლიენტებისათვის მიმზიდველი.

პასუხი სინამდვილეში ძალიან მარტივია. განცხადებაში უნდა იყოს მოწოდება რაიმე ფორმით მოქმედებისაკენ. განვიხილოთ ზოგიერთი ვაიანტი:

1)    დროში შეზღუდული წინადადება. თუ  თქვენ გაქვთ რაიმე სარფიანი შეთავაზება, კლიენტისათვის სერიოზული მოტივატორი უნდა იყოს მოცემული შეთავაზების შეზღუდული ვადა. იციან რა მისი ვადები, ადამიანი უფრო გადამწყვეტად იქნება განწყობილი პროდუქტისა თუ მომსახურების საყიდლად, რადგან მას ესმის, რომ ეს წინადადება მუდმივი არაა და მისი ვადა მალე იწურება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, რომ მას მოუწევს მოცემული საქონლის (მომსახურების) ყიდვა უკვე სულ სხვა პირობებში. შეთავაზების შეზღუდული დრო მარკეტოლოგების უსაყვარლესი ხერხია, რომელიც ხშირად ზრდის მოთხოვნას ამა თუ იმ საქონელზე.

2) საქონლის შეზღუდული რაოდენობა. ეს ხერხი რაღაცით ჰგავს წინას. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ კომპანია სთავაზობს ბაზარს საქონლის განსაზღვრულ რაოდენობას. მაგალითად, ერთი გერმანული ქალის თეთრეულის ინტერნეტ-მაღაზია ყიდის შეზღუდული სერიის უნიკალურ დიზაინერულ კოლექციას. და შედეგი რაა? რამდენიმე დღეში მას უბრალოდ იტაცებენ. ამ მაღაზიის  გაყიდვების სისტემა ისეა აწყობილი, რომ ყოველი კოლექცია იყიდება ერთი თვის განმავლობაში ან ეგზემპლიარების ამოწურვისთანავე. მთელი ტირაჟი 30 დღეზე გაცილებით სწრაფად თავდება. ასეთ შეზღუდვაზე შესაძლებელია სულფასოვანი ბიზნესის აწყობა. მთავარია საკუთარი ნიშის პოვნა. უფასო საჩუქრები პირველ 100 (1000, 10000 და ა. შ.) მყიდველს. მოქმედებისაკენ კიდევ ერთი საინტერესო მოწოდება - ეს არის უფასო საჩუქრები პროდუქტის გარკვეული რაოდენობის პირველი მყიდველებისათვის. ასეთი ხერხი უკვე დიდი ხანია გამოიყენება ბევრი კომპანიის მიერ. ასეთი მიდგომით სწორი საჩუქრების შერჩევისას და კარგი რეკლამით ბევრის მიღწევა შეიძლება. აშშ-ში ეს ხშირად გამოიყენება ზოგიერთი გუნდის მიერ ბეისბოლის სტადიონის შესავსებად, როდესაც მატჩის პირველი მაყურებლები იღებენ საჩუქრებს. ასეთ დროს შავ სერიაში მყოფი გუნდებიც კი ახერხებენ სტადიონის შევესებას.

2)    პროდუქტის უფასო კონსლუტაციები/უფასო საცდელი ვერსიები. ბევრი იურიდიული ფირმა სთავაზობს კლიენტებს უფასო სატელეფონო კონსულტაციებს მათთან კოტაქტზე გასასვლელად. მათ ესმით, რომ ამის შემდეგ მათთან დაკავშირებული ხალხის გარკვეული პროცენტი აუცილებლად მათივე კლიენტი გახდება. პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებლები ინტერნეტიდან მათი ისეთ პროდუქტის უფასოდ ჩამოქაჩვის ნებას იძლევიან, რომლებიც იმუშავებენ 30 დღის განმავლობაში.

3)    ფსონი პირდაპირ გაყიდვებზე. უბრალოდ განაცხადეთ, რომ თქვენი პროდუქტი „მაღაზიებში  მიუწვდომელია" (თუნდაც ეს ასე არც იყოს). თქვენ შეგიძლიათ დადოთ ფსონი პირდაპირ გაყიდვებზე და ასეთი მიდგომა შეიძლება წარმატებული აღმოჩნდეს. თუ პოტენციურ კლიენტს ძალიან სჭირდება თქვენი პროდუქტი, ხოლო მისი ნახვა მაღაზიებში შეუძლებელია, ის შეეცდება თქვენთან რაც შეიძლება სწრაფად დაკავშირებას.

4)    ხაზი გაუსვით მომხმარებლის უსაფრთხოებას. ფსონის გაკეთება შეიძლება კლიენტების დარწმუნებაში თქვენთან ყიდვის უსაფრთხოებაში. ჩვეულებრივ, ეს მიიღწევა ფულის დაბრუნების დაპირებით 30 დღის განმავლობაში ზედმეტი კითხვების გარეშე.

5)    უფასო აქსესუარები პროდუქტთან ერთად. რაიმე არც ისე დიდი აქსესუარები, რომელთა შენაძენთან ერთად უფასოდ ჩუქებაც შეიძლება. მაგალითად, სახის კრემის გაყიდვისას შეიძლება კლიენტისათვის თვალის კრემის ჩუქებაც. ასე იქცევა ბევრი კოსმეტიკური მაღაზია. ასე რომ, ეს ისეთი სრულად ჩვეულებრივი ნაბიჯია, რომელსაც უკვე ყველა მიეჩვია.

ეს იყო მოქმედებისაკენ მოწოდებების მხოლოდ ნაწილი, რომელთაც შეუძლიათ კლიენტებს პროდუქტი თქვენთან აშეაძენინონ. თუ თქვენ გაქვთ რაიმე საკუთარი ვარიანტები, მაშინ გთხოვთ, რომ ისინი დაამატოთ ამ სტატის კომენტარებში.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge