ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებადაგეგმვა

დაგეგმვა
 | რეიტინგი 3 

 

რამდენიმე რჩევა მათ, ვისაც აქვს გამოცდილი, რაოდენ მნიშვნელოვანია დღის დაგეგმვა, იმისათვის რომ მაქსიმალურად გამოიყენონ დრო და ბევრი მოასწრონ.

დაგეგმვაზე დათმობილი ყოველი წუთი, თქვენ დაგიზოგავთ 10 წუთს მუშაობის პროცესში და ზოგ შემთხვევაში აგარიდებთ ზედმეტი 10 ლარის ხარჯს.

ნუ დაემსგავსებით ხის მჭრელს რომელმაც მეგობრის რჩევაზე გაელესა ხერხი  და ცული. უპასუხა:  - აბა, სად მცალია მაგისთვის - და გააგრძელა ბლაგვი ხერხით მუშაობა.

ყოველ მოცემულ მომენტში ადამიანმა უნდა გააკეთოს მოქმედება, რომელიც ყველაზე უპრიანი იქნებოდა მოცემულ ვითარებაში. საქმეები უნდა დალაგდეს კონტექსტის მიხედვით. მაგალითად, სატელეფონო ზარებისთვის უნდა გამოიყოს გარკვეული დროის მონაკვეთი და გარკვეული ადგილი. თუკი კომპიუტერთან გიწევს ყოფნა დღის რაღაც მონაკვეთი, უნდა გააკეთო ის საქმეები, რასაც ვერ გააკეთებ მის გარეშე.  ყოველთვის უნდა გქონდეთ „ხუთწუთიანი" საქმეების ნუსხა, რომელიც შეგივსებთ დღის იმ "ფანჯრებს", რომელიც სხვა შემთხვევაში „დაიკარგება", მაგალითად, როდესაც ელოდები ვინმეს, დგახარ რიგში, ელოდები თვითმფრინავში რეგისტრაციას და ა.შ. თუ წინასწარ არ გექნათ ასეთი საქმეების სია, დღის განმავლობაში 5-10-15 წუთიანი მონაკვეთი (რაც შეიძლება 1 ან 2 საათიც დაგროვდეს) შეუმჩნევლად გაგიფრინდებათ.

 

 

 

ყველაზე ხშირად ადამიანი ებმებიან „საქმეების სწრაფად გადახაზვის" მახეში. განვმარტავ. დავუშვათ თქვენ შეადგინეთ დღის განმავლობაში გასაკეთბელი 10 საქმე. მათ შორის 1 ან 2 არის მეტად მნიშვნელოვანი, მაგრამ მათ ერთ დღეში ვერ დაასრულებთ. სამაგიეროდ დანარჩენი 8 საქმე არის რომლებიც ნაკლებ მნიშვნელოვანია (ზოგის არგაკეთება კი საერთოდ არანაირ ზიანს არ მოგიტანთ), მაგრამ შედარებით ცოტა დრო სჭირდება. სამაგიეროდ დღის ბოლოს 8 გადახაზული საქმის ყურება სიამოვნებას განიჭებთ. გამოდის, რომ ადამიანი აკეთებს უმნიშვნელო, მაგრამ ბევრ საქმეს და მას უჩნდება ილუზია, რომ ის „ბევრს აკეთებს" სინამდვილეში ის საქმეს კი არ აკეთბს, არამედ უბრალოდ აქტიურია. ნუ შეგეშლებათ აქტიურობა პროდუქტიულობაში. უმჯობესია გააკეთოთ სწორედ ის მნიშვნელოვანი (მაგრამ ყველაზე ნაკლებად რომ გინდა გააკეთო) საქმის რაღაც პატარა ნაწილი, ვიდრე 10 უმნიშვნელო საქმე.

თამამად შემიძლია გითხრათ, რომ იმ საქმეების 30-50%, რომელსაც თქვენ დღის განმავლობაში აკეთებთ არაფერს არ გძენთ არც მატერიალურად და არც მორალურად. მეტიც, ასეთი „საქმეები" რომ არ გააკეთოთ, გაცილებით მეტი დრო გექნებათ მართლაც მნშვნელოვანი საქმეების გასაკეთებლად, რაც პერსპექტივაში ბევრად წინ წაგწევთ.

ბევრი რომ არ გავაგრძელო:

ჩამოწერეთ დღის განმავლობაში გასაკეთებელი საქმეები მათი მნიშვნელოვნების მიხედვით და დაიწყეთ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმით. არავითარ შემთხვევაში არ გადახვიდეთ ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმის გაკეთებაზე, ვიდრე თუნდაც რაღაცით მაინც არ წაიწევით წინ სწორედ იმ „უმნიშვნელოვანესი" საქმის კეთებაში. თუ დღის ბოლოს ბევრი „შეუსრულებელი საქმე" დაგრჩათ, ნუ ინერვიულებთ. მთავარია გააცნობიეროთ, რომ თქვენი დრო მხოლოდ მნიშვნელოვანი საქმისთვისაა განკუთვნილი.

 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge