ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებაფული და ბედნიერება

ფული და ბედნიერება
 | რეიტინგი 3 


ფული ეს იდეაა. ფული შეიძლება იყოს ყველაფერი,

რასაც კი შენ ისურვებდი რომ ის იყოს.

რობერტ კიოსაკი

 

ფულს გააჩნია რამდენიმე ფუნქცია: დაგროვების, გაცვლის, საქონლის შეფასების და სხვა. მაგრამ ფულის ერთი ძალზე მნიშვნელოვანი ფუნქციაც გააჩნია: ძალაუფლება. ჯორჯ სოროსი ამბობს: "წაიკითხავდა კი ვინმე ჩემს დაწერილ წიგნს, ან მომისმენდა ვინმე, მე რომ დიდი ფულის პატრონი არ ვიყო?"

ვოლტერი ამბობს: "ადამიანები ეძებენ ბედნიერებას, როგორც მთვრალი საკუთარ სახლს, მან იცის რომ სახლი არის, მაგრამ არ იცის სად".

ერთი და იგივე მოვლენა ორი განსხვავებული ადამიანისთვის ან ერთი და იგივე ადამიანისთვის, მაგრამ სხვადასხვა ვითარებაში, შეიძლება იყოს როგორც ბედნიერების მომგვრელი, ასევე ჩვეულებრივი მოვლენა და მეტიც, გაღიზიანების საბაბიც კი. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ ხართ ფირმის მაღალანაზღაურებადი თანამშრომელი და მეგობარმა გთხოვათ დახმარება, თქვენი სამსახურებრივი შესაძლებლობების ფარგლებში. თქვენ გაუწიეთ დახმარება, რომელმაც საშუალება მისცა თქვენს მეგობარს თავიდან აეცილებინა, დავუშვათ, 200 000 დოლარის ზარალი. გახარებულმა მეგობარმა გაჩუქათ 500 დოლარი. დარწმუნებული ვარ რომ ძლიერ გაღიზიანდებოდით ასეთი "მადლიერებით". შეიძლება იფიქროთ კიდეც: "საერთოდ რომ არ მოეცა სჯობდა".

მოაქვს თუ არა ფულს ბედნიერება? სამწუხაროდ მკვლევარები მიდიან ურთიერთგამომრიცხავ შედეგებებამდე, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა უმეტესობა, ისევე როგორც სახელმწიფო ორგანოები, დაჟინებით გვარწმუნებენ, რომ ეს ჭეშმარიტებაა. ზოგი მკვლევარის შედეგები ნათელყოფს, შემოსავლების ზრდა აუცილებლად არ იწვევს ცხოვრებით ტკბობის ზრდას.

 

თუმცა, რობერტ კიოსაკი, წარმატებული ბიზნესმენი ამბობს: "სჯობს იტირო ლიმუზინში, ვიდრე ტროლეიბუსში".

 

ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ის აპირებს სიღარიბის დონის ორჯერ შემცირებას 24%-დან 12%-მდე, სამი წლის განმავლობაში. მაგრამ პრობლემა მდგომარეობს თვით სიტყვა "სიღარიბის" აღქმაში. მოსკოვის მაცხოვრებლები და განათლებული, მაღალანაზღაურებადი პირები, თავს ღარიბად ჩათვლიდნენ, თვეში 10000 რუბლზე ნაკლები ხელფასის შემთხვევაში. მაშინ როდესაც რაიონის მაცხოვრებლები, რომელთაც თვეში 1000 რუბლი აქვთ, თვლიან რომ შეძლებდნენ ყველა ფინანსური პრობლემის გადაწყვეტას, მათი ხელფასი რომ გასამმაგებულიყო.

ერთმა მდიდარმა ადამიანმა, რომელსაც დიდძალი ქონება ნაშოვნიც და დაკარგულიც ჰქონდა რამდენჯერმე, თქვა: "როდესაც ღარიბი ადამიანი ამბობს, რომ ფულს მისთვის მნიშვნელობა არა აქვს, მე მისი არ მჯერა, ვინაიდან მას არ ჰქონია დიდი ფული და არ იცის როგორი იქნებოდა, რომ ჰქონოდა ის. მაგრამ თუ იგივეს ამბობს ადამიანი, რომელსაც ჰქონია დიდი ფული, მე მჯერა მისი".

ინდური ანდაზა გვამცნობს: "მატერიალურად ღარიბი ადამიანები, სულიერადაც ღარიბები არიან". შეიძლება ყველა ამას არ დაეთანხმოს, მაგრამ ანდაზაში ნამდვილად არის ჭეშმარიტების მარცვალი.

კაცობრიობას გააჩნია მაგალითები, როდესაც ადამიანს შეუძლია მიაღწიოს უზენაეს ბედნიერებას და საერთოდ არ ჰქონდეს ფულთან შეხება. მაგალითად, გურუ ინდოეთში, რომელიც თითქმის არაფრით არ იკვებება, ცხოვრობს განდეგილად სოფელში და იმყოფება მუდმივ მედიტაციაში.

ჩემთვის პირადად, ფულს გააჩნია ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაც: შესაძლებლობა შენს შემდეგ დატოვო ბევრად უკეთესო სამყარო, ვიდრე შენი მოსვლისას იყო. ამ თვალსაზრისით, ჩემთვის ფული ნიშნავს ბედნიერებას.

 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge