ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებაორმო

ორმო
 | რეიტინგი 3 

ნებისმიერი წამოწყება, იქნება ეს ტენისის თამაშის სწავლა, თუ ახალი ბიზნესის დაწყება, გადის განვითარების გარკვეულ სტადიებს,

თავდაპირველად, როგორც კი დაიჭერთ ტენისის ჩოგანს ხელში და ისწავლით პირველ ჩაწოდებებს, თქვენ ამაღლებულ განწყობაზე დგებით. თავდაპირველად ყველაფერი მიდის მშვენივრად და თქვენ გეუფლებათ ილუზუა, რომ სულ რაღაც რამდენიმე თვე და თქვენ შეძლებთ უიმბილდონის შეჯიბრებაზე გასვლას.

ეს არის დილეტანტობის სტადია. იმისათვის რომ გახდეთ მაღალპროფესიონალი, დილეტანტობიდან აუცილებლად მოგიწევთ „ორმოში" ჩავარდნა. ეს არის მომენტი, როდესაც დამწყების გამართლება სრულდება და დგება ჭეშმარიტების შეგრძნების მომენტი - შიშველი რეალობა.

ორმო - არის გარდაუვალი და მისი გავლა განა ყველას ძალუძს. სწორედ ამ სტადიაში ხდება უმეტესობის გაცხრილვა. ადამიანთა მეტი წილი ჩამოყრის ხელებს და გადაერთვება სხვა საქმეზე. უმრავლესობას უბრალოდ არ ჰყოფნის ნებისყოფა და გამძლეობა რათა აიტანოს ეს დისკომფორტი. ადამიანზე ამ დროს მოქმედებს რამდენიმე წნეხი:

 

 

  • ფსიქოლოგიური - „რა კარგად მივდიოდი და ასე რატომ უნდა დამმართნოდა?" ფიქრობს ადამიანი;
  • გარშემომყოფთა ირონიული კომენტარები - „ხომ გეუბნებოდი, რომ არაფერი გამოგივა, სად მიძვრებოდი?"

და ისინი ნებდებიან. ტრაგედია მდგომარეობს არა იმაში, რომ ისინი ნებდებიან, არამედ იმაში, რომ იგივე სტადია იქნება ნებისმიერ სხვა წამოწყებაშიც. რაც არ უნდა წამოიწყოს ადამიანმა, ყოველთვის მოინახება „კეთილისმსურველთა არმია", რომლებიც „გაფრთხილებენ": „არაფერი გამოგივა, თავი გაანებე სისულელეების ფიქრს, მიწაზე დაეშვი". ერთი-ორი ასეთი „მცდელობა" და ადამიანი იჯერებს, რომ „მას ბედი არა აქვს", რომ „მას ყველაფერში ხელი ეცარება".

მაგრამ არიან ერთეულები, რომლებიც მედგრად მიდიან არჩეული მიმართულებით, ჯიუტად მიიწევენ წინ. „ორმო" გახლავთ სწორედ ის ბადე, სადაც იცხრილება უმრავლესობა და მხოლოდ ერთეულები აგრძელებენ გზას მწვერვალებისკენ. და როგორ ხსნიან „ხელმოცარულები" მათ წარმატებას? ძნელი მისახვედრი არ არის: „მას გაუმართლა" ამბობენ ისინი.

თუკი უკვე ამოხვედით ორმოდან რაღაც სიმაღლეზე, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გაჩერება. თუ მიატოვეთ მოძრაობა, მაშინათვე ჩამოგორდებით ისევ ორმოში. ასეთ შემთხვევაში მეორედ მცდელობისთვის უკვე აღარ დაგრჩებათ არც ცხოვრებისეული, არც ფსიქოლოგიური ძალები.

იმ დისკომფორტის გაძლების ფასი, რომელიც ეუფლება ადამიანს ორმოში არის გაცილებით მცირე, ვიდრე ფასი იმისა, რომ დანებდე და დარჩე ორმოში.

 

არა აქვს მნიშვნელობა რამდენჯერ „წაგაქცევთ" ცხოვრება, ყოველთვის წამოდექით ერთით მეტჯერ და თქვენ გახდებით დაუმარცხებელი. დაენარცხეთ? წამოდექით, ჩამოიფერთხეთ მტვერი და თავაწეული გასწიეთ შემდეგ წაქცევამდე.

 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge