ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებამიზნები

მიზნები
 | რეიტინგი 3 

ყველაფერი იქმნება ორჯერ, პირველად - ადამიანის გონებაში, შემდეგ კი იძენს ფიზიკურ სახეს. არაფერი შექმნილა მანამ, ვიდრე ადამიანს არ მოსვლია მანმადე თავში. თქვენ ააგეთ ოცნების კოშკები? მშვენიერია. სწორედ იქ არის მათი ადგილი. ახლა კი დაიკაპიწეთ ხელები და შეუდექით მის ქვეშ საძირკვლის შენებას. დასავლელმა მკვლევარებმა გააანალიზეს 3000 ლიდერის ბიოგრაფია და დაადგინეს, რომ მათ აერთიანებდათ ერთი საერთო ნიშანი - მათ შეეძლოთ მომავლის ჭვრეტა. თავდაპირველად ოცნება ძალიან უსუსურია. ის, როგორც ახალშობილი, ჯერ არ გაზრდილა და გაძლიერებულა. ერთწლიანი მუხის ნერგს პატარა ბავშვიც კი ამოძირკვავს. მაგრამ გადის დრო, ხე იზრდება და იტოტება - მერე კი გაზრდილ მუხას ქარიშხალიც კი ვერაფერს აკლებს.

1979 - 1989 წლებში ჰარვარდში ჩაატარეს ერთი კვლევა. 1979 წელს ერთ - ერთი კურსის სტუდენტებს დაუსვეს კითხვა: გაქვთ თუ არა შედგენილი მკაფიო, წერილობით ჩამოყალიბებული მიზნები მომავლისთვის და გაქვთ თუ არა მათი მიღწევის გეგმა?" აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 3% გააჩნდა ასეთიწერილობითი დოკუმენტი. 13%-ს ჰქონდა მიზნები, მაგრამ მათ ისინი არ გადაუტანიათ ფურცელზე და დარჩენილ 84% სტუდენტს არ ჰქონდა არავითარი მიზნები და გეგმები. მათი მთელი ყურადღება მიმართული იყო იქითკენ, თუ როდის დასრულდებოდა სწავლა, რომ დაეწყოთ ზაფხულის არდადაგები მხიარულება.

10 წლის შემდეგ, 1989 წელს, ამ კურსის სტუდენტები კვლავ გამოკითხეს. აღმოჩნდა, რომ იმ 13%, რომელთაც არ გააჩნდათ წერილობით ჩამოყალიბებული მიზნები, ჰქონდათ საშუალოდ ორჯერ მეტი შემოსავალი, ვიდრე 84%, რომელთაც არაფერი ამდაგვარი არ გააჩნდათ. მაგრამ გასაოცარი იყო ის ფაქტი, რომ,იმ 3%, რომელთაც ჰქონდათ წერილობითი მიზნები, დაახლოებით 10-ჯერ მეტს შოულობდნენ, ვიდრე დარჩენილი 97% ერთად აღებული.

 

 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge