დიდი კომპანიის მართვა - ავტორი:ირაკლი პატარაია
 

ვებ სტუდია SPAR.GE

 

ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებადიდი კომპანიის მართვა

სასწავლო კურსები და ტრენინგები - spar.ge

vivus.ge

დიდი კომპანიის მართვა
 | რეიტინგი 3 

 
წარმოიდგინეთ, რომ თქვენ შეაერთეთ ორი სკეიტბორდი ზამბარით და პირველი სკეიტი გამოიყენეთ მეორეს სამართავად. წარმოიდგინეთ? ხომ რთულია? ახლა დაამატეთ კიდევ ერთი სკეიტი, რომელიც მეორესთან იქნება დაკავშირებული ზამბარით. თანაც, წარმოიდგინეთ, რომ მეორე ზამბარის დრეკადობა განსხვავდება პირველისგან (ან უფრო სუსტია ან უფრო ძლიერი). ახლა სცადეთ პირველი სკეიტის საშუალებით მართოთ მესამე სკეიტის მოძრაობა. ახლა დაამატეთ კიდევ სკეიტები, წინა სკეიტთან დაკავშირებული სხვადასხვა დრეკადობის ზამბარებით და სულ მალე თქვენ უარს იტყვით ბოლო სკეიტის მართვაზე, პირველი სკეიტის საშუალებით. მსხვილი ფირმები გახლავთ ბევრად უფრო რთული სტრუქტურები, ვიდრე ჩვენს მიერ წარმოდგენილი სკეიტების ერთობლიობა. ვფიქრობ, რომ უკვე მიხვდით რისი თქმა მინდა. დიდი ორგანიზაციის ხელმძღვანელს ფაქტიურად არ შეუძლია ბრძანებების წყალობით კომპანიის მართვა.

მართვის ილუზია მეტისმეტად რეალისტურად ეჩვენებათ დიდი ფირმების ხელმძღვანელებს. ისინი გასცემენ ბრძანებებს და სხვები ასრულებენ. მაგრამ ბრძანების გაცემა ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ კომპანია აღწევს დასახულ მიზნებს.

როდესაც საქმეები კარგად მიდის, ხდება მართვის დეცენტრალიზაცია. როცა ვითარება იძაბება და კომპანია იწყებს „კოჭლობას" პირველივე ინსტიქტური ქმედება - არის ცენტრალურ ხელმძღვანელობაში ძალაუფლების კონცენტრირება. კრიზისის პირველივე ნიშნებისას ხდება უფლებამოსილებათა ცენტრში დაბრუნება. ასეთი „იქით-აქით-სიარული" საბოლოო ჯამში აუარესებს კომპანიაში საშუალო რგოლის მენეჯერთა უნარს იმოქმედონ შემოქმედებითად ფორსმაჟორულ სიტუაციებში, ჩაატარონ ექსპერიმენტები გარემოებების შესაბამისად, დაუშვან შეცდომები და ისწავლონ მათზე.

 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

 

vivus.ge


 

 

crediton.ge

 

სასწავლო კურსები - Study Courses