ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებაჩართეთ ძრავი

ჩართეთ ძრავი
 | რეიტინგი 3 

 

მრავალი წლის წინ, ოკლაჰამის შტატის (აშშ) ერთ ერთ მიწის ნაკვეთზე, რომელიც ეკუთვნოდა მოხუც ინდიელს, უეცრად აღმოაჩინეს ნავთობის საბადო. მთელი თავისი ცხოვრება ამ მხცოვანმა ადამიანმა უკიდურეს გაჭირვებაში გაატარა, მაგრამ ნავთობმა ის უეცრად ძალზე მდიდარ ადამიანად აქცია. პირველი რამ, რაც მან შეიძინა თავისთვის, იყო დიდი ტურისტული ავტომობილი „კადილაკი". იმ დროისთვის ამ მოდელის ავტომობილებს უკან ორი სათადარიგო საბურავი ჰქონდა მიმაგრებული. თუმცა ინდიელმა ისურვა, რომ მას ჰქონოდა ყველაზე გრძელი მანქანა მთელს შემოგარენში და ამიტომაც თავის შენაძენზე დამატებით მიამაგრებინა კიდევ 4 სათადარიგო საბურავი. ინდიელმა ასევე შეიძინა მბზინავი ცილინდრი, აბრაამ ლინკოლნის სტილში, ჩაიცვა ფრაკი თავისი ჰალსტუხი პეპელათი და ბოლო შტრიხი მის სტილში იყო გრძელი ჰავაის სიგარა პირში. ყოველ დღე ის დადიოდა თავისი ავტომობილით მთელს ოკლაჰამში, ესალმებოდა ყველა მგზავრს გზაზე და საერთოდ, ცდილობდა ყველას დანახვებოდა. ის წარამარა ატრიალებდა თავს ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ. ყველასთან აბამდა საუბარს, ვინც კი გზად შემოხვდებოდა. მოკლედ, მთელი ავტომობილით მგზავრობის პერიოდში ის წინ თითქმის არ იყურებოდა (შუა გზაზე ხომ არ დადიან ადამიანები), არამედ მუდამ ესაუბრებოდა ხან გზის მარჯვნივ და ხან გზის მარცნივ მიმავალ მგზავრს.

და, აი რა არის საინტერესო - ის არასდროს არავის დაჯახებია მანქანით. მას არავის ქონებისთვის არავითარი ზიანიც კი არ მიუყენებია. მიზეზი იყო მარტივი: მისი ფეშენებელური და ბრჭყვიალა კადილაკის წინ მიუძღოდა ორი ცხენი - რომლებიც აუჩქარებლად მიეზიდებოდნენ მძიმე ავტომობილს.

დაქოქეთ ძრავი

ადგილობრივი ავტოხელოსნები ამბობდნენ, რომ ამ ავტომობილის ძრავს არაფერი უჭირდა და ის სრულ მწყობრში იყო. მაგრამ ღრმადპატივცემულ ინდიელს ის არასდროს დაუქოქია. მან ვერ ისწავლა, როგორ უნდა ჩაერჭო გასაღები და დაექოქა ავტომობილი. მძლავრი ავტომობილის კაპოტის ქვეშ იმყოფებოდა „ასობით ცხენი", რომლებიც მზად იყვნენ გაექროლებინათ ეს „რკინის რაში", მაგრამ მათ მოხუც პატრონს ერჩივნა გამოეყენებინა ორი ცხენი, რომლებიც იყვნენ გარეთ, კაპოტის წინ.

ბევრი ადამიანი უშვებს ზუსტად ანალოგიურ შეცდომას. ისინი ეძებენ „დამხმარეებს" გარეთ და პოულობენ ორ ჭაკ ცხენს, მაშინ, როდესაც უპრიანი იქნებოდა ჩაეხედათ საკუთარ თავში, სადაც აღმოაჩენდნენ ასობით ცხენისძალას. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ადამიანები ვიყენებთ ჩვენი შესაძლებლობების მხოლოდ 2-5%.

 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge