ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებარადიორეკლამა: რა სიგრძის უნდა იყოს განცხადება?

რადიორეკლამა: რა სიგრძის უნდა იყოს განცხადება?
 | რეიტინგი 3 

რადიორეკლამა: რა სიგრძის უნდა იყოს განცხადება? 

 

30, 45 თუ 60 წამი? რა ხანგრძლივობის უნდა იყოს რადიორეკლამა? ეს კითხვა უკვე დიდი ხანია აღელვებს მარკეტოლოგებს. პრობლემა იმაშია, რომ ამ კითხვაზე უნივერსალური პასუხი არ არსებობს. რადიორეკლამის სიგრძე ისეთი უნდა იყოს, რომ  მომხმარებლამდე მიიტანოს თქვენი კომპანიის სათქმელი. არც მეტი და არც ნაკლები. ქვემოთ წარმოგიდგენთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ გამოვიყენოთ ესა თუ ის რადიორეკლამა.

გამოიყენეთ 60-წამიანი განცხადება, როცა:

- თქვენი განცხადება საკმაოდ რთულია. სჯობია რომ იგი იყოს გრძელი, ვიდრე მსმენელს გაუჩნდეს ბევრი კითხვა და ეჭვი;

. - თქვენს განცხადებაში უნდა ჩართოთ ბევრი რაოდენობით დეტალები. რას იზამ, ასეთია სარეკლამო საქონლის სპეციფიკა, სხვაგვარად თქვენი განცხადება შეიძლება არადამაჯერებელად ჩანდეს. უპასუხეთ კითხვებზე, რომლებიც შეიძლება გაჩნდეს მსმენელის თავში. მაგრამ ამავე დროს ნუ შეიწუხებთ თავს იმ კითხვებზე პასუხებით, რომლებიც მსმენელს არ აინტერესებს. მთავარია არ გადააჭარბოთ;

- თქვენი პროდუქტი წარმოადგენს საკმაოდ ახალს დარგს. საჭიროა დრო იმის მოსაყოლად, თუ რატომ სჭირდება ის საერთოდ მომხმარებელს;

- თქვენ გჭირდებათ დიდი ფულით შექმნილი კრეატიული „გამყიდავი" განცხადება. თუ თქვენ გეიმედებათ გამყიდავი ტექსტის, მაშინ დიდია იმის ალბათობა, რომ 60 წამი დაგჭირდეთ.

გამოიყენეთ 30-წამიანი განცხადება, როცა:

- მომხმარებლებს ესმით, თუ რას წარმოადგენს თქვენი პროდუქტი ან მომსახურება და თქვენ გსურთ სასიამოვნო განცხადების გაკეთება. თქვით ეს პირდაპირ. და აქცენტი გააკეთეთ ზმნებზე. მომხმარებლებმა უნდა გაიგონ, თუ როგორ უნდა გამოიყენონ თქვენი პროდუქტი ან მომსახურება. და გახსოვდეთ: ნუ შექმნით სუსტ შეტყობინებას, რომელიც შემდეგ კომპენსირებული იქნება ხმოვანი თანხლებით. ეს აქტუალური იყო წარსულ წლებში, მაგრამ დღეს მაქსიმუმი ყურადღება უნდა მიექცეს თვითონ შეტყობინებას;

 

გამოიეყენეთ 15-წამიანი განცხადება, როცა:

- თქვენ გაქვთ დაუჯერებლად მოკლე შეტყობინება. არ ღირს მისი უფრო დაგრძელება  განცხადების დაზიანების ხარჯზე. ბევრი 30-წამიანი რგოლი შეიძლება ნამდვილად უფრო ეფექტური აღმოჩნდეს, თუ მოვაცილებთ ყველაფერ ზედმეტს და შემოკლდება 15 წამამდე. რადიო სარეკლამო რგოლების ბევრი შემქმნელი ხვდება იმ ხაფანგში, რომელიც აღწერა ფრანგმა ფილოსოფოსმა და მათემატიკოსმა ბლეზ პასკალმა: „მე ეს ასო ჩვეულებრივზე დიდი გავაკეთე, რადგან მე არ მყოფნის დრო მისი უფრო დასამოკლებლად". მოკლე შეტყობინებები უფრო ნაკლებიც ღირს. და ბოლოს, მთავარ აზრზე კონცენტრირების ასეთი ფორმატი იმის საშუალებას იძლევა, თუ მართლა რას მოუტანს პროდუქტი მომხმარებელს. ეს კარგია, რადგან განცხადებაში ვერ ხვდება ზედმეტი სიტყვები;

- თქვენ მუშაობთ ბაზარზე, სადაც არავინ არ ანთავსებს რეკლამას. არავინ თქვენს გარდა. ასეთ შემთხვევაში 15-წამიანი რგოლიც საკმარისი იქნება.

უკანასკნელ წლებში რადიორეკლამა სულ უფრო უარესად გრძნობს თავს, ხოლო კრიზისის პერიოდში მან აჩვენა გაყიდვების შესამჩნევი შემცირება. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მას საერთოდ არ შეუძლია ბიზნესისათვის სარგებლობის მოტანა. ბიზნესის მრავალ კატეგორიას შეუძლია რადიორეკლამის წარმატებით გამოყენება. ხოლო თქვენ უკვე იცით, თუ როგორ უნდა გასაზღვროთ სარეკლამი განცხადების ხანგრძლივობა.

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge