ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებაწინააღმდეგობები თუ შესაძლებლობები?

წინააღმდეგობები თუ შესაძლებლობები?
 | რეიტინგი 3 

 

 

თუ თქვენ არა გაქვთ პრობლემები, თქვენ მომკვდარხართ.

გინახავთ გულის კარდიოგრამა? სულ მერყეობა, სულ ხაზები ზევით, ქვევით, ზევით ქვევით.... თუ ზოლი გასწორდა, მორჩენილია საქმე. ასეა ცხოვრებაც, ის სულ მერყეობს, ზევით, ქვევით, ზევით ქვევით.... ზოგჯერ შეიძლება „სულის ამოსასუნთქად" გაივაკოს, მხოლოდ მცირე ხნით.

ბევრს სურს, რომ პრობლემები არ ჰქონდეს ცხოვრებაში. ვისაც მართლა გსურთ ეს, უნდა გაგაწბილოთ: ასე არ იქნება არასდროს. თქვენ გგონიათ, ხელფასი რომ გაგიზარდონ, ან შემოსავალი რომ გაზარდოთ, გადაწყდება თქვენი ცხოვრებისეული პრობლემები? კარგიიი, რააა. არ არსებობს ისეთი ხელფასი, რომელიც გადაჭრიდა ყველა პრობლემას.

გახსოვთ ალბათ, რომ დავითმა დაამარცხა გოლიათი. სანამ დავითი შეერკინებოდა გოლიათს, ებრაელთა არმია თავზარდაცემული უყურებდა მას და ფიქრობდა: „ამას რა მოერევა? ამ გოლიათთან შედარებით ჩვენ ხომ ჭიანჭველები ვართ". ისინი გოლიათს ადარებდნენ საკუთარ თავს და ამიტომაც ეშინოდა. რას ხედავდა იმავე გოლიათში დავით? ის ფიქრობდა: „ღმერთთან შედარებით ეს გოლიათი ჭიანჭველაა. თუკი ჩემთან იქნება ღმერთი, მე დავამარცხებ მას".

როდესაც ადამიანი გადალახავს წინააღმდეგობას, ის უკვე იქნება სხვა ადამიანი. ის არ იქნება ისეთი, როგორიც იყო წინააღმდეგობის გავლამდე. თუ მან აარიდა წინააღმდეგობას თავი, ის იქნება უარესი, თუ მან გაიარა წინააღმდეგობა და დაძლია ის, გახდება უფრო ძლიერი, ვიდრე მანამდე იყო.

 

 

 

 

წინააღმდეგობას გააჩნია ერთი თავისებურება. მას აქვს „ვარგისიანობის ვადა". გარკვეული დროის შემდეგ ის იფანტება. რაც არ უნდა მუქი და ტყვიისფერი ღრუბლები იყოს ცაზე, მზე ამის გამო არ ჩაქრება. ღრუბლები ყოველთვის გადავა და მზე ყოველთვის გამოანათებს. მაგრამ როდესაც დგება მძიმე პერიოდი, ადამიანს ჰგონია, რომ ხვალ იქნება კიდევ უარესი, ზეგ კიდევ უარესი და ასე მუდამ.

ორ გლეხს ერთ ერთი უკრაინული ქალაქის ბაზარზე ჩამოჰქონდათ თევზები გასაყიდად. ერთი ცხოვრობდა სოფლად ქალაქიდან 200 კმ მანძილზე, მეორე კი 100 კმ დაშორებულ სოფელში. იმ გლეხის თევზები, რომელთაც ნაკლები მანძილის გამოვლა უწევდა ქალაქამდე, სიკვდილის პირამდე იყვნენ მისულები ქალაქში ჩამოსვლისთვის. ახლოს მცხოვრები გლეხი ეკითხება: „როგორ ახერხებ 200 კმ გამოვლას ისე, რომ შენი თევზები ასეთ კარგ მდგომარეობაში არიან?" გლეხმა უპასუხა: არაფერი განსაკუთრებული. უბრალოდ როდესაც ცისტერნაში ჩავყრი თევზებს, ერთ ქარიყლაპიასაც ვათავსებ იქ. ქარიყლაპია მთელი გზა დასდევს თევზებს. რა ვქნა, თუკი ერთი ორ თევზს შეჭამს, სამაგიეროდ დანარჩენები მთელები აღწევენ ქალაქამდე.

წინააღმდეგობა იძლევა საშუალებას ადამიანმა გამოავლინოს თავისი ტალანტები, მოწოდება, რისთვისაც არის ის მოვლენილი დედამიწაზე. როდესაც ქვანახშირი იწვის, ის იძლევა სითბოს და ის ასრულებს თავის დანიშნულებას. როდესაც ქვანახშირი არ იწვის, ის მხოლოდ თხუპნის გარშემო ყველაფერს.

 

 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge