ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებარამდენი იქნება 1 + 1?

რამდენი იქნება 1 + 1?
 | რეიტინგი 3 

ამჯერად "დავბრუნდეთ სკოლაში". ნებისმიერ ბავშვს რომ ჰკითხოთ რამდენი იქნება 1 + 1, თამამად გიპასუხებთ 2.

მე თუ მკითხავთ, 1 + 1 შეიძლება იყოს ნებისმიერი რიცხვი დაწყებული მინუს უსასრულობიდან დამთავრებული პლუს უსასრულობით. როგორ? როგორ და ჩვეულებრივად.

მომყავს მაგალითები:

1 ატომურ ბობმს + 1 ქალაქი = -100 000 ადამიანს

1 მთვრალ მძღოლს + 1 პატრული გზაში = -50.0 ლარს

1 კომპანიას + 1 კომპანია = +20 000 000 ლ. ან -20 000 000 ლ.

1 ლარს + 1 ფსონი ტოტალიზატორში = 0 ლარს

1 მამაკაცს + 1 ქალი = 1 ოჯახს

1 ფეხბურთის გუნდს + 1 ფეხბურთის გუნდი = 22 ფეხბურთელს

1 კარგ იდეას + 1 მშრომელი, პატიოსანი და ნიჭიერი ადამიანი = 100 000 000 ლ.

 

გავაგრძელო? ალბათ მიხვდით იდეას. უკვე მესმის ზოგიერთი თქვენთაგანის პრეტენზიები: "ასე არ შეიძლება, განტოლებაში ყველა სიდიდე უნდა იყოს ერთ განზომილებაში". მესმის, გეთანხმებით. მაგრამ ცხოვრება არ არის ისეთი მარტივი, როგორც გვასწავლიან სახლში, სკოლაში, ინსტიტუტში, ტელევიზორიდან, გაზეთებიდან. არ შეიძლება ჩვენ შემოვიფარგლოთ ერთი კერძო შემთხვევით (ყველა სიდიდე ერთი განზომილებით) და ვიმსჯელოთ ყველაფერზე მხოლოდ ამ ერთი პოზიციიდან. სკოლაში ყველაფერზე არსებობს ერთი სწორი პასუხი. რეალურ ცხოვრებაში სწორი პასუხები შეიძლება იყოს ძალზე ბევრი. მაგრამ, ვინაიდან ჩვენ სკოლაში გვასწავლეს, რომ სწორი პასუხი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი, ჩვენ ვჩერდებით პირველსავე პასუხზე და არ ვაგრძელებთ ფიქრს: "იქნება არსებობს კიდევ სხვა სწორი პასუხი?" "იქნებ რამდენიმე სწორი პასუხიდან მე ავირჩიო ჩემთვის ყველაზე უფრო მისაღები?" "იქნებ, ნაცვლად იმისა, რომ მხოლოდ ჩემი სურვილი დაკმაყოფილდეს, შეიძლება ისეთი პასუხის პოვნა, რომელიც ერთნაირად მისაღები იქნება სხვებისთვისაც?" მაგრამ, ყოველივე ეს კითხვები რომ გაგიჩნდეთ, თქვენ ჯერ უნდა მოიცილოთ ბორკილები: "ყველა ამოცანას აქვს მხოლოდ ერთი სწორი პასუხი".

 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge