ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებაფრიადოსანი და ჩამორჩენილი მოსწავლეები ცხოვრებაში

ფრიადოსანი და ჩამორჩენილი მოსწავლეები ცხოვრებაში
 | რეიტინგი 3 

 

ხშირია შემთხვევები, რომ სკოლაში ფრიადოსანი ბავშვი ცხოვრებაში ვერ აღწევს მნიშვნელოვან წარმატებას კარიერაში. და პირიქით, ადამიანი, რომელიც წარმატების მაღალ მწვერვალებს იპყრობს ცხოვრებაში, აღმოჩნდება სრულებითაც არ ყოფილა სამაგალითო სკოლაში.

აქ საქმე გვაქვს ორ ამოცანასთან:

1.  რატომ ვერ ხდებიან სკოლის წარმატებული მოსწავლეები, ასეთივე წარმატებულები ცხოვრებაში?

2.  რატომ აღწევენ დიდი წარმატებებს სკოლაში ჩამორჩენილი მოსწავლეები?

ფრიადოსან ბავშვს უყალიბდება გარკვეული ინსტინქტი. კერძოდ, მისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეს სწორი პასუხები და თუ რაიმე არ იცის, ეს არის ტრაგედია. შესაბამისად, ისინი ტოვებენ სკოლას ებმებიან წუთისოფლის ორომტრიალში ცხოვრებისადმი არასწორი დამოკიდებულებით: თუ რაიმეს კეთება არ იცის, მას ხელი არ უნდა მოკიდოს. თუ საფუძვლიანად შეისწავლა „საგანი" თეორიულად, ხოლო ხელს როდესაც მოკიდებს და აღმოაჩენს, რომ ვერ გამოსდის ისე, როგორც ვარაუდობდა (და ეს გარდაუვალია), ილახება მისი თავმოყვარეობა და მეორედ უკვე აღარ ბედავს შემდეგ მცდელობას. როგორ, ის ხომ ბავშვობიდან შეჩვეულია, რომ ყველა აქებს, ყველა აღფრთოვანებულია მისი ნიჭიერებით, ხოლო ცხოვრებაში სულ სხვა რაღაცას აწყდება. შემდეგ სხვა საქმის გაკეთებას მოკიდებს ხელს. ისევ მეორდება ზემოთქმული ციკლი. შემდეგ კიდევ რაღაცას დააპირებს და ბოლოს „ბეზრდება" და „ხელს ჩაიქნევს". ასეთი ადამიანისთვის თავის გასამართლებელი მიზეზები არის ტონანახევარი. შედეგი კი არის ერთი -  მათი კარიერის ბრწყინვალების მზე ჩაესვენა ბოლო კლასის (ან კურსის) დასრულებისას.

სულ სხვაგვარად არის საქმე ჩამორჩენილი მოსწავლის შემთხვევაში. მისთვის ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც რაიმე არ იცის და სრულებით არ ექმნება დისკომფორტი ამით. თუ არ გამოუვა პირველი მცდელობიდან და გაკიცხავენ, მისთვის ეს არ არის ტრაგედია. ის ხომ ბავშვობიდან შეჩვეულია, რომ ყველა უკმაყოფილოა მისით. ვინაიდან ყოველი მარცხის შემდეგ მისი თავმოყვარეობა არ ილახება, მისთვის გაცილებით იოლია შემდეგი მცდელობის გაკეთება იგივე მიმართულებით. მას შემდეგ, რაც მას მეორე ჯერზე უკეთ გამოუვა ვიდრე პირველი მცდელობისას, იზრდება მისი რწმენაც და გარშემომყოფთა „ქილიკი" უკვე ნაკლებნიშვნელოვანია მისთვის. პირიქით, ასეთი ადამიანი მთელს თავის ნებისყოფას მოიკრეფს იმისთვის, რომ „ყველას დაუმტკიცოს, რომ მას შეუძლია" და ბევრი მცდელობის შემდეგ მას მართლა გამოსდის.

რაც შეეხება გამონაკლისებს ამ წესისგან. ეს გამონაკლისები არის არასიმეტრიული. კერძოდ, ძალზე იშვიათია როდესაც სკოლაში ფრიადოსანი ასევე წარმატებული ადამიანი ხდება ცხოვრებაშიც. მაგრამ ბევრად უფრო ხშირია შემთხვევები, როდესაც სკოლაში ჩამორჩენილი ბავშვი ასეთივე ხელმოცარული გამოდგება ცხოვრებაშიც.

დასკვნა:

ნუ იჩქარებთ ბავშვისთვის „განაჩენის გამოტანას" მხოლოდ სკოლის (ინსტიტუტის) მიღწევებზე დაყრდნობით. თუ ბავშვი არ „ბრწყინავს" სწავლაში, ეს ცალსახად არ ნიშნავს, რომ ის „ცხოვრებაში არ გამოდგება". და პირიქით, ნუ იქნებით მეტისმეტად ოპტიმისტური „ფრიადოსანი" ბავშვის მიმართ. ცხოვრება ბევრად უფრო რთულია იმისთვის, რომ მას ასეთი მარტივი „საზომებით" მიუდგეს ადამიანი.

 

 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge