ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებაგადაამოწმეთ ყველაფერი, რაც შეგიძლიათ გადაამოწმოთ

გადაამოწმეთ ყველაფერი, რაც შეგიძლიათ გადაამოწმოთ
 | რეიტინგი 3 

ისე მოხდა, რომ მაქვს უამრავი ელექტრული წიგნი. ვკითხულობ ცოტ-ცოტა, მაგრამ სისტემატიურად და ძირითადად ისეთ წიგნებს, საიდანაც გამოვიტან რაიმე სასარგებლოს ჩემთვის, იმას, რაც ცხოვრებაში გამომადგება. განსაკუთრებით მაინტერესებს წიგნები ფინანსებზე. ზოგ წიგნში ვაწყდები რაიმე ბიზნეს-სქემას. უმეტესობის გადამოწმებას გარკვეული გარემოებები სჭირდება (მინიმალური თანხა, სპეციალური უნარი, გარემო და ა.შ.), რომელსაც მე ვერ შევქმნი, ზოგის გადამოწმებას რამდენიმე წელი; მინახავს ბიზნეს-სქემა, რომლის გადამოწმებისთვის 20 წელია საჭირო.  მაგრამ ზოგი რამის შემოწმება შეიძლება მაშინათვე.

კითხვისას მთავარია, რომ გონება გქონდეთ ღია. ეს ნიშნავს, რომ არაფერზე არ უნდა თქვათ „ვარგა" ან „არ ვარგა". ყველაფერი რისი გადამოწმებაც შეიძლება, უნდა გადამოწმდეს. დავუშვათ, სადმე წავიკითხე: „თუკი სამჯერ დატრიალდებით ცალ ფეხზე ხტომით, შემდეგ მოიხსნით მარჯვენა ფეხსაცმელს, სამჯერ მიირტყამთ თეძოზე, ჩაიცვამთ და გაირბენთ ას მეტრს მთელი სისწრაფით, მეორე დღეს მოგივათ მოულოდნელი 100 ლარის შემოსავალი", მე არ ვიტყვი: „რა სისულელეა" და მითუმეტეს არ მოვისვრი ამ წიგნს. მე ავდგები და გავაკეთებ ზუსტად ისე, როგორც ამოვიკითხე და დაველოდები მეორე დღეს, ვნახავ რა მოხდება. თუ მართლა მომივიდა ასი ლარი, მეცოდინება, რომ ეს მეთოდი „მუშაობს". თუ არა - დავივიწყებ მის შესახებ. მე გამოვდივარ მარტივი მოსაზრებით: იმისათვის რომ გავაკეთო ყოველივე ზემოთ აღწერილი მოძრაობები, მე დამჭირდება დაახლოებით 5 წუთის „შრომა". მოგება/ზარალის თანაფარდობა შემდეგია: ზარალი - 5 წუთის შრომა, მოგება - 100 ლარი. დავუშვათ წიგნში ამოვიკითხე ასეთი „სულელური" 12 მეთოდი. დავუშვათ თითოს გადასამოწმებლად მჭირდება 5 წუთის გარჯა. დავუშვათ აგრეთვე, რომ ყოველი მათგანი, თუკი სწორი გამოდგა, მომიტანს 100 ლარს. თორმეტივე მეთოდის გადამოწმებისთვის დამჭირდება 1 საათი. ერთმა მეთოდმაც რომ გაამართლოს ამ თორმეტიდან, გამოდის რომ მე 1 საათის შრომაში მივიღებ 100 ლარს. მე მომწონს ასეთი ალბათობა.

 

ადამიანთა უმეტესობა ასე არ იქცევა. ისინი ჯერ უნდა დარწმუნდნენ, რომ მეთოდი „გონივრულია", „ლოგიკურია", „სულელურად არ ჟღერს", „ბონდოს მოეწონება" და სანამ ამგვარ გონებრივ ფილტრებში არ გაატარებენ ყველა „იდეას", მანამდე თითს არ გაანძრევენ. საბოლოო ჯამში ისინი მსჯელობენ ამა თუ იმ მეთოდზე არა იმით, რომ „გადავამოწმე-და-ვნახე-მუშაობს-თუ-არა", არამედ იმით „მომწონს-თუ-არ-მომწონს". ამ უკანასკნელი მიდგომით კი, ადამიანი წინ ვერ წავა, რადგანაც წიგნმა ვერ შეასრულა თავისი დანიშნულება, ვერ მისცა ცოდნა ადამიანს.

ჩემი ფინანსური გეგმის ნებისმიერმა იდეამ უნდა გაიაროს ორი ტექსტი, ვიდრე დავიწყებ მის განხორციელებას:

1.      ის უნდა იყოს ეკონომიურად მიზანშეწონილი ფურცელზე, თეორიულად;

2.      ის უნდა იყოს განხორციელებადი.

მაგალითად, მე ვიპოვე საბანკო ოპერაციებში ისეთი კომბინაცია, რომელიც იყო ფაქტიურად „ფულის მანქანა". გარკვეული საბანკო პროდუქტების დაჯგუფებით შეიძლებოდა მიღებულიყო გარანტირებული მოგება. უცხოელი ფინანსისტები ამას უძახიან არბიტრაჟს. ამ იდეამ დააკმაყოფილა ჩემი ტესტის პირველი მოთხოვნა. როდესაც უფრო ჩავუღრმავდი ამ შესაძლებლობას და გავითვალისწინე შეზღუდვა თანხის მოცულობაზე და საბანკო ოპერაციების ფარული ხარჯები, აღმოჩნდა, რომ პრაქტიკულად მისი განხორციელება მომცემდა ძალზე მცირე მოგებას. იმდენად მცირეს, რომ არ ღირდა რამდენიმე ათეული ათასი ლარის მოცდენა  მასზე.

 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge