ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებაროგორ გადავრჩეთ სწრაფად ცვალებად ბიზნეს გარემოში

როგორ გადავრჩეთ სწრაფად ცვალებად ბიზნეს გარემოში
 | რეიტინგი 3 

იმისათვის რომ კომპანია გახდეს უფრო მოქნილი, უფრო ღია გარემო ცვლილებების აღსაქმელად, საჭიროა რომ მის თანამშრომლებს ჰქონდეთ შეცდომის დაშვების უფლება ახალი გზების ძიებისას. მაგრამ როგორ უნდა დაარწმუნოს ხელმძღვანელმა თავისი თანამშრომლები, რომ უმნიშვნელო მარცხები არ გახდება რეპრესიების საბაბი? ასეთ შემთხვევაში საუკეთესო საშუალებაა საკუთარი მაგალითი. მან უნდა ისაუბროს ღიად საკუთარ შეცდომებზე და უნდა გამართოს მსჯელობა იმაზე, თუ როგორ უნდა იმოქმედონ იმისათვის, რომ ამგვარი რამ მომავალში არ გაიმეორონ. კომპანიაში, სადაც სუფევს საკუთარ შეცდომებზე ღიად საუბრის ატმოსფერო, როგორც წესი, უფრო ჯანსაღ კალაპოტში მიედინება პრობლემების გადაწყვეტის მსჯელობა. თანამშრომლები ხვდებიან, რომ მათ არ სჭირდებათ თავიანთი შეცდომების დამალვა და თავის მართლების ძებნა, რომ მათგან მოელიან შეცდომების გამოსწორებას და პრობლემიდან გამოსავლის პოვნას.

 აი რამდენიმე რჩევა იმისთვის, რომ თქვენი კომპანია გახდეს ღია, გარემო ცვლილებებისადმი:

 აირჩიეთ თანამშრომლებიდან ვინმე, ვინც იქნება „კონკურენტების დამცველი" ე.ი. იმსჯელებს გარეშე პირის პოზიციიდან;

  1. დაავალეთ ვინმეს თვალი ადევნოს კონკურენტების შეცდომებს და იზრუნოს, რომ ანალოგიური შეცდომები არ დაუშვას კომპანიამ;
  2. გამოიყენეთ პარტნიორობა იმისთვის, რომ გაიმდიდროთ უნარები, ცოდნა და იდეები.
  3. დარწმუნდით, რომ თქვენი პრიორიტეტები ემთხვევა მომხმარებელთა პრიორიტეტებს;
  4. დანიშნეთ კონკრეტული პიროვნება მსხვილ მომხმარებლებთან ურთიერთობის პასუხისმგებლად;
  5. დააჯილდოეთ ის თანამშრომლები, ვინც იპოვის ხარვეზებს ან პოტენციურ პრობლემებს კომპანიის მეთოდებსა და სქემებში;
  6. მიაღწიეთ იმას, რომ უმაღლესი ხელმძღვანელები საკუთარ მაგალითზე ახდენდნენ იმის დემონსტრირებას, თუ როგორ უნდა აღიაროს ადამიანმა საკუთარი შეცდომები და როგორ უნდა ისწავლონ მათზე;
  7. გამოიყენეთ ყველა საშუალება (მაგალითად „თვის შეცდომი"-ს ტიტულის მინიჭება) იმისათვის, რომ წაახალისოთ ისეთი ექსპერიმენტების ჩატარება, რომელთაც არ მოაქვთ უშუალო მატერიალური სარგებელი, მაგრამ ამდიდრებენ კომპანიას ახალი ცოდნით;
  8. ყურადღება მიაქციეთ გვერდიდან შემყურე ადამიანთა აზრს;
  9. კი ნუ იფიქრებთ „ზარალის მინიმიზაციის" კატეგორიებით, არამედ ფოკუსირება მოახდინეთ იმაზე, როგორ აღმოფხვრათ დანაკარგები მათ მიზეზებთან ერთად.

 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge