ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებაგზა

გზა
 | რეიტინგი 3 

 

ცხოვრება არის გზა. ადამიანი მთელი ცხოვრება არის მოძრაობაში. სიმარტივისთვის მე ვიხმარ სიტყვა „ადამიანს" მაგრამ შეგიძლიათ თქვენ იგულისხმოთ ასევე „კომპანია".

ადამიანთა უმეტესობა ცხოვრებისეულ აქცენტს აკეთებს „სისწრაფეზე". ჩვენ გვეჩქარება სწავლის დასრულება, გვეჩქარება კარიერული წინსვლა. გვეშინია, რომ დროულად ვერ ვიშოვით საკმარის ფულს. მშობლები გვარწმუნებენ, რომ აუცილებლად უნდა „მოვასწროთ" დაოჯახება. ჩვენ აქოშინებულები ვიყურებით უკან იმის შიშით, ვინმე ხომ არ გვასწრებს? მაშინ, როდესაც ძალზე უმნიშვნელოდ მიგვაჩნია „მიმართულება". მოდი ვთქვათ ორიოდ სიტყვა „სისწრაფეზე". სისწრაფე არის მეტად ფარდობითი მცნება. თუ თქვენ ენერგიულად გრძნობთ თავს, თქვენ მირბიხართ. თუ დაიღალეთ, შეიძლება უბრალოდ იაროთ ნელი ნაბიჯებით. თუ ცხოვრებამ „ალიყური გითავაზათ" და დაეცით, თქვენ შეიძლება დაგეუფლოთ გრძნობა, რომ არაფრის ძალა არ გაქვთ, რომ თქვენ არ გინდათ წამოდგომა. მაშინ, შეიძლება რაღაცა ხანგრძლივობით თქვენ უბრალოდ იწვეთ დაბლა. მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, აუცილებლად დაგიბრუნდებათ ძალები რომ ადგეთ.

ჩემს მიერ დაარსებული საინვესტიციო ფონდი „აკიო"-ს აქციები პირველი 10 თვის განმავლობაში გაიზარდა 45%. ვაუუუ, რა მაგარიაააა. ვფიქრობდი მე. მე მივრბოდი. მერე რა მოხდა? შემდეგი ერთი წელი ფასი თითქმის არ შეცვლილა. „აკიო" ნელი ნაბიჯით მისეირნობდა. მერე დაიწყო ყველაზე საინტერესო. შემდეგი წელიწადნახევარი „აკიო"-ს ერთი აქციის ფასი 1,43 ლარიდან დაეცა 0,86 ლარამდე. არ არის აუცილებელი იყოთ დიდი ფინანსისტი იმისათვის, რომ მიხევდეთ რას ნიშნავს ეს. ბოლო წელიწადნახევარია „აკიო"-ს აქციის ფასი შეუსვენებლივ მიდის მაღლა. ჩემთვის არ არის პრიორიტეტი ვიშოვო ახლა და ბევრი. მე ვიცი, რომ უნდა შევიძინო ისეთი აქციები, რომელთა ფასიც უნდა გაორმაგდეს ყოველ 5 წელიწადში. და ეს არის ჩემი „მიმართულება". ცნობისთვის, ერთ-ერთი კომპანიის აქციები გასამმაგდა 4 წელიწადში.

 

 

 

არის ასეთი აღმოსავლური ანდაზა: „არა აქვს მნიშვნელობა ვინ გაგასწრებს, ან ვის გაასწრებ, მთავარია არ აგერიოს მიმართულება".

ბევრი ადამიანი ქმნის ენერგიულად მოძრავი პიროვნების შთაბეჭდილებას. მაგრამ თუკი კარგად დააკვირდებით, აღმოჩნდება რომ ის სრულებითაც არ მიდის არსად. ის უბრალოდ წრეზე დარბის. გადის დღეები, თვეები, წლები, ათწლეულები და ადამიანის ცხოვრებაში არაფერი არ იცვლება. გაგიგიათ ალბათ გამოთქმა „როგორც ციყვი გალიაში".

მაშასადამე, თუკი ცხოვრება არის გზა, და დაბადების მომენტს ჩავთვალეთ გზის A წერტილად, უნდა არსებობდეს რაღაც B წერტილი, საითკენაც უნდა ვიმოძრაოთ. ნუთუ თქვენ ხართ ისეთი მიამიტი, რომ ფიქრობთ: „მე გავჩნდი ამ ქვეყანაზე მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემმა მშობლებმა ერთ მშვენიერ ღამეს გადაწყვიტეს სიამოვნება მიეღოთ ერთმანეთისგან"? ჩვენ მოვედით იმიტომ, რომ გვაქვს დავალება გავაკეთოთ რაღაცა, სანამ ვართ ამ ქვეყანაზე. უფალმა, ჩვენს ქვეყანაზე მოვლინებამდე შეგვიგროვა „ჩემოდანი", სადაც ჩაგვილაგა: ჩვენი ხასიათი, ჩვენი ტემპერამენტი, ჩვენი ნიჭი და რაც მთავარია, დიდი ნუსხა იმ საქმეებისა, რისი გაკეთების მოსწრებაც გვევალება. ამ უკანასკნელს ეწოდება ჩვენი ცხოვრებისეული მოწოდება. ყველაფერი ერთად გამოგვატანა დედის მუცლიდან და ამ „ჩემოდნით" გვიწევს სიარული ცხოვრების გზაზე. „ჩემოდნის" შემცველობა კი ყველას განსხვავებული გვაქვს.

 

 

 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge