ინტუიცია და რაციონალობა - ავტორი:ირაკლი პატარაია
 

ვებ სტუდია SPAR.GE

 

ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებაინტუიცია და რაციონალობა

სასწავლო კურსები და ტრენინგები - spar.ge

vivus.ge

ინტუიცია და რაციონალობა
 | რეიტინგი 3 

 

არსებობს ძველი სუფიური ლეგენდა. ერთი ბრმა ტყეში მიდიოდა და გზა აებნა. უეცრად რაღაცას წამოედო და დაეცა. აღმოჩნდა რომ ხეიბარი, რომელსაც ფეხები არ ჰქონდა მიწაზე იწვა. ისინი გამოელაპარაკნენ ერთმანეთს. თურმე ორივეს სამდურავი ჰქონიათ საკუთარ ბედზე. ბრმამ უთხრა: „რაც თავი მახსოვს სულ ამ ტყეში დავდივარ და ვერაფრით ვერ გამიღწევია აქედან". ფეხებმოჭრილმა ადამიანმა უპასუხა: „რაც თავი მახსოვს, სულ მიწაზე ვიყავი განთხმული ამ ტყეში და მეც ვერაფრით ვერ გავედი აქედან". აი, ასე ისხდნენ და შესჩიოდნენ ერთმანეთს თავიანთ უკუღმართ ბედს. უეცრად ხეიბარმა წამოიძახა: „მე მივხვდი გამოსავალს! შენ ზურგზე შემისვი და მე მიგანიშნებ ხოლმე საით უნდა წახვიდე. ორივენი ერთად მოვახერხებთ ტყიდან თავის გაღწევას". ამ ნარკვევში ბრმაში რაციონალობის სიმბოლოა მოაზრებული, ხოლო ხეიბარში კი - ინტუიციის. ჩვენ „ვერ გავაგნებთ ტყიდან" სანამ არ გავაერთიანებთ ორივეს.

მრავალი ათწლეულების შემდეგ როგორც იქნა, ყურადღება გამოიჩინეს მართვაში ინტუიციის როლის მიმართ. აღმოჩნდა, რომ გამოცდილი მენეჯერები და ხელმძღვანელები ხშირად იყენებენ ინტუიციას რთული გადაწყვეტილებების მიღებისას და მთლიანად არ ენდობიან რაციონალურ გათვლებს. ისინი არ უგულებელყოფენ წინათგრძნობებს, მათ ახასიათებთ პარალელების გავლება და აშკარად შეუსადაგო სიტუაციების, ინტუიციურად, მაინც შესადაგება.  ზოგიერთ მენეჯმენტის სკოლაში არსებობს კიდევაც ინტუიციისა და პრობლემების შემოქმედებით გადაწყვეტების კურსები, მაგრამ ჩვენი ორგანიზაციები და საზოგადოება ერთიანობაში, ჯერ კიდევ შორსაა ინტუიციისა და რაციონალური თვალთახედვის გაერთიანებისგან.

 

 

 

ისინი, ვინც პიროვნული ზრდის საკითხებში დაწინაურდნენ, არ საუბრობენ ინტუიციისა და რაციონალობის გაერთიანებაზე. მათ ეს თავისთავად გამოსდით, რამეთუ ცდილობენ მაქსიმალურად გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა პირადი რესურსი. მათ არ შეუძლიათ აირჩიონ ერთ-ერთი ინტუიციასა და რაციონალობას შორის, ანუ გონებასა და გულს შორის, ისევე, როგორც ჩვენ არ შეგვიძლია მივიღოთ გადაწყვეტილება ვიაროთ მხოლოდ მარჯვენა ფეხით ან ვუყუროთ მხოლოდ მარცხენა თვალით.

საერთოდ, წყვილობა - არის უმაღლესი ცოცხალი ორგანიზმების ევოლუციით გამომუშავებული კონსტრუქცია. ბუნებაში უხვად შევხვდებით ამ პრინციპის დამადასტურებელ მაგალითებს, ვინაიდან მის გარეშე რთული იქნებოდა ბუნებაში გადარჩენა. მაგალითად, ორი ფეხი საჭიროა რათა უფრო სწრაფად და მოქნილად გადავადგილდეთ და დავიცვათ წონასწორობა. ორი ხელით გაცილებით იოლია, მაგალითად ხეზე აძრომა, ან სხვადასხვა საგნების ხმარება. ორი თვალი და ორი ყური საშუალებას იძლევა მოცულობითი ხედვისა და სმენისათვის. მე შეგნებულად არ ვიხმარე სიტყვა „სიმეტრიულობა", ვინაიდან სინამდვილეში ერთი ხელი ოდნავ უფრო გრძელია, ვიდრე მეორე, ერთი ფეხიც ოდნავ გრძელია ვიდრე მეორე, ცალი თვალი სულ მცირედით დიდია მეორეზე. მაგრამ  ეს მცირედი ასიმეტრიულობა შეიმჩნეველია ერთი შეხედვით. მოკლედ, შეიძლება დავასკვნათ, რომ სწორედ წყვილობის პრინციპებს ეფუძნება ინტუიცია და რაციონალობაც, რათა ადამიანის მიერ სრულად იქნას გამოყენებული ჩვენი გონების პოტენციალი?

 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

 

vivus.ge


 

 

crediton.ge

 

სასწავლო კურსები - Study Courses