ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებაირაციონალობა - ადამიანის განუყოფელი ნაწილია

ირაციონალობა - ადამიანის განუყოფელი ნაწილია
 | რეიტინგი 3 

 

ჟურნალ ეკონომისტის საიტზე მომხმარებლებს სთავაზობდნენ შემდეგ პროდუქტებს:

¾    ელექტრონული გამოცემის გამოწერა $59-ად;

¾    ჟურნალის ნაბეჭდი ვერსიის გამოწერა $125-ად;

¾    ჟურნალის ელექტრონული და ნაბეჭდი ვერსიის გამოწერა $125-ად;

აშშ-ს მასაჩუსესის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორმა დენი არიელმა თავის მენეჯმენტის სკოლის 100 სტუდენტს მისცა ზემოთ ჩამოთვლილი ვარიანტები ასარჩევად. სტუდენტების არჩევანი იყო შემდეგი:

¾    ელექტრონული გამოცემის გამოწერა $59-ად - 16 სტუდენტი;

¾    ჟურნალის ნაბეჭდი ვერსიის გამოწერა $125-ად - 0 სტუდენტი;

¾    ჟურნალის ელექტრონული და ნაბეჭდი ვერსიის გამოწერა $125-ად - 84 სტუდენტი;

ეს ახალგაზრდები, რომლებიც სწავლობდნენ MBA-ს პროგრამით, სრულებითაც არ მიეკუთვნებოდნენ მიამიტთა კატეგორიას. ყველა მათგანმა შენიშნა ორმაგი გამოცემის გამოწერის უპირატესობა. მაგრამ ამ „ნაბეჭდი ვერსიის" ვარიანტის არსებობამ გავლენა იქონია მხოლოდ იმით, რომ ის იქ ფიგურირებდა (დავარქვათ მას შემდგომში „სატყუარა"). შემდეგ დენმა შეცვალა ექსპერიმენტი და სხვა სტუდენტთა ჯგუფს შესთავაზა მხოლოდ პირველი და მესამე ვარიანტები: ელ-გამოცემა $59-ად და ორმაგი გამოცემა $125-ად. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, თქვენ ალბათ ივარაუდეთ, რომ იგივე სტუდენტების რაოდენობა აირჩევდა ყოველ ვარიანტს?

არადა სულაც არა. მეორე ექსპერიმენტისას 68 სტუდენტმა აირჩია ელექტრული გამოცემა $59-ად (რაც ბევრად მეტია 16 სტუდენტზე) და მხოლოდ 32 სტუდენტმა აირჩია ორმაგი გამოცემა $125-ად (ნაცვლად 84 სტუდენტისა).

მაინც რამ გამოიწვია ასეთი დიდი სხვაობა? მაინც რამ აიძულა სტუდენტები ასე კარდინალურად შეეცვალათ თავისი არჩევანი? მერწმუნეთ, ამ მოქმედებებს არ გააჩნიათ არავითარი რაციონალური საფუძველი. სწორედაც „სატყუარა"-მ განაპირობა ის, რომ 84 სტუდენტმა აირჩია ორმაგი გამოცემა. მის გარეშე იგივე შეთავაზების ხიბლი ბევრად ფერმკრთალად გამოიყურებოდა.

ეს არ არის უბრალოდ ირაციონალური მოქმედება - ეს არის წინასწარ განსჭვრეტადი ირაციონალური მოქმედება.

 

 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge