ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირება„ჰო“ ან „არა“ და არავითარი „არ ვიცი“

„ჰო“ ან „არა“ და არავითარი „არ ვიცი“
 | რეიტინგი 3 

გქონდეს მკაფიო წარმოდგენა ამა თუ იმ თემაზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დავუშვათ ადამიანი გეკითხებათ: „რომელი ხილი გიყვარს ყველაზე მეტად?“ თუ თქვენ გაქვთ მკაფიო წარმოდგენა ამ თემაზე, უპასუხებთ კონკრეტულად: „ვაშლი“ ან „მარწყვი“ ან კიდევ სხვა რამეს. თუ თქვენ არ გაქვთ წარმოდგენა რომელი ხილი გიყვართ, თქვენ პასუხობთ: “რა ვიცი, ყველანაირ ხილს ვჭამ“.

რა საჭიროა მკაფიო წარმოდგენის ქონა ამა თუ იმ საკითხზე? ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ზუსტად იცოდე როდის ვთქვათ „ჰო“ ან როდის თქვა „არა“. მაგალითად, თუ ვინმე შეგვეკითხება: „გინდა მოგტეხო მარჯვენა ხელი?“ ჩვენ ხომ არ ვეტყვით: „არ ვიცი რა გითხრა, არ მიფიქრია ამაზე. უნდა დავფიქრდე და მერე გიპასუხებ“. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ჩვენი პასუხია „არა“. ბავშვობაში ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ გვიყვარს ჩვენი დაბადების დღე. ეს დარწმუნებულობა მომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენ ვიცით, რომ დაბადების დღეზე გვაჩუქებენ საჩუქრებს.

        რა ხდება, როდესაც ჩვენ არ გვაქვს ზუსტი პასუხი? ამ შემთხვევაში ჩვენს ნაცვლად წყვიტავს ვიღაცა სხვა. თუ მეგობარი გვპატიჟებს ნაყინზე და გვეკითხება: „რომელი ნაყინი გიყიდო?“ ჩვენ ზუსტად უნდა ვუპასუხოთ: „სენდვიჩი“ ან „გურჯაანის“ ან „მარსი“ და ა.შ. თუ ჩვენ არ ვიქნებით ჩამოყალიბებული ჩვენს თავში და ვუპასუხებთ: „რა ვიცი, სულერთია“, ფაქტიურად ჩვენ თავიდან ვიხსნით პასუხისმგებლობას არჩევანზე და სხვის არჩევანზე ვართ დამოკიდებული. ამ შემთხვევაში რას აკეთებს ჩვენი მეგობარი? ის ჩვენთვის ყიდულობს იმ ნაყინს, რომელიც მას უყვარს. ასე ხდება ცხოვრებაშიც. როგორც კი ჩვენ მკაფიოდ არ ვაყალიბებთ ჩვენს აზრს, ჩვენს ნაცვლად გადაწყვეტილებას იღებს სხვა. ის სხვა კი ირჩევს იმას, რაც მას მოსწონს ან აწყობს, რაც 9 შემთხვევაში 10-დან ჩვენთვის სრულებთაც არ არის არც მისაღები, არც სასურველი, არც სასარგებლო.

განსაკუთრებით მტკივნეულია ეს პროცესი როდესაც საქმე ეხება საქმიან გარიგებას. წარმოიდგინეთ თქვენ ხართ მყიდველი. ყოველი თქვენს მიერ გაუაზრებელი გარემოება მწარე გამოცდილებად დაგიბრუნდებათ გარიგების დადების შემდეგ. თქვენს დაუფიქრებელ ნაბიჯს გამყიდველი გამოიყენებს თავის სასარგებლოდ და ეს თქვენ დაგიჯდებათ ფული. ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის მერე თქვენ ვერ იტყვით: „უიმე, მე ამაზე არ მიფიქრია, მოდი თავიდან გადავწეროთ ეს პუნქტი და მერე მოვაწეროთ ხელი“. იურისტებმა მშვენივრად უწყიან რას ნიშნავს ყოველი სიტყვა ხელშეკრულებაში. ის შეიძლება მთელი ქონება დაჯდეს. საჯარო რეესტრში შევიტანე საბუთები და ერთ საბუთში იურისტებმა დამიწუნეს ერთი სიტყვა. იმ ერთი სიტყვის შეცვლისთვის მომიწია სამი კაცის შეწუხება, ზოგიერთის რაიონიდან ჩამოყვანა და რამდენიმე ათეული ლარის გადახდა. მეორე შემთხვევაში არასწორად ნათქვამი ერთად–ერთი სიტყვის გამო მომიწია გადამეხადა 13 თვის შრომ საფასური სრულად.

       კეთილი, განვავრცოთ მსჯელობა და ვნახოთ რა ხდება მერე? თუკი ჩვენ არ გაგვაქვს ჩვენი აზრი (ზოგჯერ რქებით, ზოგჯერ მუჭებით, ზოგჯერ მოხერხებით და ა.შ.) და ბოლოში ვიღებთ იმას, რაც სრულებთ არ მოგვწონს, ჩვენ ფაქტიურად ვირეზერვებთ უფლებას გადავაბრალოთ სხვას ჩვენი მარცხი. ეს მეტად კომფორტული პოზიციაა. აქ არის მხოლოდ ერთი პრობლემა, სხვების გალანძღვით ჩვენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება. თუკი მოგვპარეს საფულე, ქურდის ლანძღვა-გინება ჩვენ საფულეს არ დაგვიბრუნებს.



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge