ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებაკლიენტები

კლიენტები
 | რეიტინგი 3 

 

ყველა ჩვენ ვმუშაობთ და უმეტესობას შეხება გვაქვს კლიენტებთან. ვერ ვიტყვი, რომ ეს არის ჩვენი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების ყველაზე სასიამოვნო ნაწილი. ხშირია, როდესაც ადამიანები მოდიან „დაქოქილები", რომ იჩხუბონ. რასაკვირველია, იოლია იყო თავაზიანი, გულისხიმერი და ოპტიმისტურად განწყობილი იმ ადამიანებთან, ვისთანაც ადვილია ურთიერთობა. მაგრამ, ერთი რამე უნდა გავაცნობიეროთ რომ, თუკი ეს არის ერთადერთი, რისი გაკეთებაც თქვენ ძალგიძთ, თქვენს ორგანიზაციას შეუძლია დაიქირაოს ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ურთიერთობა სასიამოვნო ხალხთან (და გადუხადონ მათ გაცილებით ნაკლები, ვიდრე თქვენ გიხდიან). თქვენი ფასეულობა კომპანიისთვის განისაზღვრება სწორედაც იმ უნარებით, რომელსაც თქვენ იძენთ ნებისმიერ კლიენთან ურთიერთობისას და მათ შორის განრისხებულ კლიენტებთანაც.

რამდენად წარმატებული იქნებით მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს სწორედ თქვენი უნარი გიყვარდეთ ის, ვისი შეყვარებაც შეუძლებელია. სრულებით ნორმალურია ის გარემოება, რომ თქვენ არ მოგწონთ ყველა ადამიანი. თქვენ არ გევალებათ, რომ იმეგობროთ კლიენტებთან ან ყველა იმ ადმიანებთან, ვისთანაც გიწევთ შეხება სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას. თუმცა, თუკი თქვენ ყველა ადამიანს, ვისთანაც მოგიწევთ ურთიერთობა მოექცევით თავაზიანად და ღირსეულად, თქვენც შესაბამისად მოგეპყრობიან.

 

 

ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ თქვენ ნება მისცეთ ადამიანებს უხეშად მოგეპყრან ან „გეკაჩაონ". მე სრულებითაც არ ვგულისხმობ, რომ გულგრილი უნდა იყოთ როდესაც უსამართლოდ გლანძღავენ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ უსიამოვნო სიტუაციებიდან გამოხვიდეთ ღირსეულად, თუკი იპოვით თავში ძალას და არ გამოხვალთ წყობილებიდან და არ დაკარგავთ თავზე კონტროლს. შეიძლება ჩემი აზრი მოგეჩვენოთ იდეალისტურად, მაგრამ თუკი აგრესიულ კლიენტს მოეპყრობით პატივისცემით, თუნდაც ეს გარემოება მათი მხრიდან დარჩეს შეუმჩნეველი, ეს გრძელვადიან პერსპექტივაში გაცილებით უფრო მეტ სიკეთეს მოგიტანთ. ადამიანი დაცხრება და დაფიქრდება თავის საქციელზე და შემდეგ შეხვედრაზე ის შეიძლება ბოდიშებითაც მოვიდეს.

როგორაც არ უნდა განრისხდეს ადამიანი, მას მეტად გაუჭირდება შეინარჩუნოს „დუღილის ტემპერატურა", მიუხედავად იმისა იქნება ეს გამოხატული სიტყვიერი ფორმით თუ მოქმედებებით, ორ წუთზე მეტი ხნის განმავლობაში. თუ თქვენ უბრალოდ ჩუმად მოუსმენთ მის „მონოლოგს",  მისი რისხვა დაცხრება როგორც კი „გამოუშვებს ორთქლს". თუ თქვენ გააწყვეტინებთ მას თქვენი აგრესიული შეპასუხებით, ის ისევ შეივსებს „ორთქლს" და ეს ორწუთიანი ათვლა დაიწყება თავიდან.

ისე, ჩვენში დარჩეს და, თუ თქვენ არ ხართ კომპანიის მფლობელი, შეიძლება ეს რჩევა თქვენთვის აბსურდულადაც ჟღერდეს. უმეტესობის რეაქციაა: „რატომ უნდა ვითმინო ვიღაც იდიოტი?" ვინც ამ დამოკიდებულებას ვერ ელევა, ვერასდროს მიაღწევს კარიერულ წინსვლას ისევე, როგორც ვერ განვითარდება პიროვნულად.

მაგრამ, ცხოვრება ასეა მოწყობილი. არაბული ანდაზა ამბობს: „მხოლოდ მზე რომ ანათებდეს, ქვეყანაზე ხრიოკი უდაბნოს გარდა არაფერი დარჩებოდა".

 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge