ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებავინ არიან თქვენი კომპანიის კლიენტები?

ვინ არიან თქვენი კომპანიის კლიენტები?
 | რეიტინგი 3 

ეს კითხვა რომ დაუსვათ კომპანიის ხელმძღვანელს, მას შეიძლება გულში გაეცინოს და იფიქროს, დამცინიანო. გეთანხმებით, რომ კომპანიების უმეტესობისთვის ეს ცხადია (ან ყოველ შემთხვევაში ხელმძღვანელებს ჰგონიათ რომ მათთვის ცხადია). მაგრამ არის სიტუაციები, როდესაც ამ კითხვაზე ცალსახა პასუხის გაცემა რთულია. და განსხვავება ორ სხვადასხვა პასუხში საბოლოო ჯამში იძლევა დიდ სხვაობას შემოსავლებში.

აშშ-ში ერთი პროფესორი ასწავლიდა ერთ-ერთ მეტად ძვირადღირებულ, პრესტიჟულ უნივერსიტეტში. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა მეტად რთულ გამოცდებს აწესებდა და მხოლოდ მცირედი რაოდენობის სტუდენტები თუ იღებდნენ დიპლომებს, სხვებს კი უწევდათ გადაბარებები. ძალზე ბევრი სტუდენტი თავს ანებებდა სწავლას, რადგანაც ნერვები არ ჰყოფნიდათ. ამ პროფესორმა ჰკითხა უნივერსიტეტის რექტორს:

-                ჩვენთან ასეთი ძვირია სწავლის გადასახადი და რატომ არ ვაძლევთ სტუდენტებს საშუალებას უფრო იოლად ჩააბარონ გამოცდები და აიღონ დიპლომები?

   -                იცით რაშია საქმე, - მოთმინებით აუხსნა რექტორმა, - ჩვენი დამკვეთები არიან არა სტუდენტები და მათი მშობლები, არამედ ის დამსაქმებლები, რომლებმაც უნდა აიყვანოთ შემდეგ ჩვენი კურსდამთავრებულები სამუშაოდ. თუ ჩვენ შევასუსტებთ ჩვენს სტანდარტებს, ჩვენი კომპანია-კლიენტები უკმაყოფილონი დარჩებიან შედეგით. გრძელვადიან პერსპექტივაში ისინი აღარ დაიქირავებენ ჩვენს კურსდამთავრებულებს და შესაბამისად ჩვენთან ჩაბარებაც ძალზე ცოტას მოუნდება.

ავიღოთ მეორე მაგალითი. უორენ ბაფეტმა შეიძინა გაზეთი “ბუფალო ნიუსი” და მისი გაყიდვები 10 წლის განმავლობაში გაიზარდა 50%, მაშინ, როდესაც სხვა, იმავე ზომის გაზეთების გაყიდვები თითქმის არ შეცვლილა, ან იკლო კიდევაც. რა გააკეთა ბაფეტმა ისეთი, რასაც ვერ მიხვდნენ კონკურენტები? საშუალოდ აშშ-ს გაზეთებში რეკლამას უკავია 60%. ბაფეტმა რეკლამას დაუთმო მხოლოდ 50%. გაზეთების შემოსავლების 70% ქმნის რეკლამებიდან შემოსული თანხა და მხოლოდ 30% არის გაზეთის რეალიზაციიდან მიღებული მოგება. შეიძლება ითქვას, რომ გაზეთებს ჰყავთ 2 კატეგორიის კლიენტი, რეკლამის დამკვეთები და რიგითი მოქალაქეები. ვინაიდან პირველს მოგების მეტი წილი შემოჰქონდა, კონკურენტებმა ლოგიკურად დაასკვნეს, რომ გაზეთის სივრცის შესაბამისად მეტი წილი (60%) .რეკლამებს უნდა დათმობოდა. ბაფეტმა იფიქრა ასე: “იმისათვის რომ რეკლამის დამკვეთთათვის ჩვენი გაზეთი უფრო მიმზიდველი გახდეს, ჩვენ უნდა გავყიდოთ მეტი გაზეთი. იმისათვის რომ გავყიდოთ მეტი გაზეთი, ჩვენ უნდა გავხდეთ მეტად ფასეული მკითხველთათვის. თუ სხვები 50 გვერდიან გაზეთში ინფორმაციას უთმობენ 20 გვერდს და რეკლამას 30 გვერდს, ჩვენც რეკლამას დავუთმობთ 30 გვერდს, მაგრამ მივაწვდით იფორმაციას ასევე 30 გვერდს. შეხედეთ, რეკლამისგან მიღებული თანხა ორივე შემთხვევაში იდენტურია ე.ი. ბაფეტს ამწუთიერი შემოსავლები რეკლამიდან არ დაუკლია, მაგრამ მან გაზარდა ინფორმაციაზე დათმობილი გვერდების რაოდენობა, შესაბამისად გაიზარდა ხარჯებიც, მაგრამ სამაგიეროდ მოიგო მკითხველთა გულები, რაც აისახა მათი რაოდნობის ზრდით. ბევრი მკითხველი კი, თავის მხრივ გახდა კონკურენტული უპირატესობა რეკლამების დოლარების მოსაზიდად.



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge