ლოგიკა თუ ინტუიცია? - ავტორი:ირაკლი პატარაია
 

 

ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებალოგიკა თუ ინტუიცია?

domain, transfer, hosting

vivus.ge

ლოგიკა თუ ინტუიცია?
 | რეიტინგი 3 

ინტუიცია სწორედაც იმიტომ არის ინტუიცია, რომ ალოგიკური გამოსავალი უნდა "გიკარნახოს", თორემ ლოგიკას ჩვენც ვაბამთ თავს. ცხოვრებაში ხშირია შემთხვევები, როდესაც "ლოგიკა არ მუშაობს". ვისაც მხოლოდ ლოგიკის იმედი აქვს, მას აქვს მხოლოდ "ცალი თვალი", "ცალი ყური", "ცალი ფეხი" და .. ცხოვრება ბევრად მრავალფეროვანია, ვიდრე მას "ლოგიკა" ხსნის.

მაგალითად, სხივს აქვს ფართო დიაპაზონი. ადამიანის თვალი აღიქვამს ამ დიაპაზონის მხოლოდ მცირედ ნაწილს. დიაპაზონის ერთ მხარეს ძევს ადამიანის თვალისთვის უხილავი ინფრაწითელი სხივი, მეორე მხარეს კი ასევე უხილავი ულტრაიისფერი სხივი.

იგივე სიტუაციია ბგერებზეც. ადამიანის ყური აღიქვამს ბგერებს 16-დან 20 000 ჰერცამდე დიაპაზონში. ძირითადი სიხშირე, რომლის საშუალებითაც ადამიანები ურთიერთობენ ერთმანეთთან საუბრის დროს, არის 500 - 4000 ჰც. ბგერები, რომელთა სიხშირეც ვერ აღწევს 16 ჰც, იწოდებიან ინფრაბგერებად და ადამიანებს ის არ ესმის.

 

რაც ნაკლები ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს ადამიანს, მით მეტი იმედი აქვს  "ლოგიკის". განსაკუთრებით შეცდომაში შემყვანია სიტუაცია, როდესაც ადამიანს "თბილი ოთახიდან" (მაგალითად კაბინეტიდან) გაუსვლელად უნდა გადაწყვეტილების მიღება. არადა ბევრად მარტივად მოგვარდება ყველაფერი, რომ აწიოს "ერთი ადგილი" მივიდეს მოვლენების განვითარების ადგილზე, საკუთარი თვალით ნახოს და შეაფასოს ფაქტები.

ცხოვრებაში ყველაზე ჭკვიანი ყოველთვის არ არის გამარჯვებული, ბუნებაში  ყველაზე ძლიერი ყოველთვის არ რჩება ცოცხალი და ადამიანები, რომლებიც ცვლიან სამყაროს, არ არიან ყველაზე ლოგიკურად მოაზროვნენი. პირიქით, ჰენრი ფორდის, ბილ გეიტსის, სტივ ჯობსის და ბევრი სხვა მოაზროვნის ქმედებები მათი კარიერის დასაწყისში, ვერანაირ ლოგიკაში ვერ ჯდებოდა.

მაგალითად, ჩაატარეთ ასეთი ცდა. აიღეთ მინის ქილა, მოათავსეთ მასში ბუზები და ფუქტკრები, ხოლო ქილა შეატრიალეთ ისეთნაირად, რომ მისი ძირი ფანჯრისკენ იყოს მიბრუნებული. თქვენ ფიქრობთ რომ ორივე მწერი ერთნაირად მოიქცევა? სრულებითაც არა. ფუტკრები შესაშური სიჯიუტით დაიწყებენ შუქისკენ გადაადგილებას. მათთვის ქილის შუშის ძირი არის გადაულახავი წინააღმდეგობა, ამოუცნობი მოვლენა. მათთვის გასასვლელი შეიძლება იყოს მხოლოდ იქ, საიდანაც ყველაზე მეტი შუქი მოდის. ფუტკრები, ეს „ინტელექტუალები“, გააკეთებენ იმდენ მცდელობას, ვიდრე შიმშილით არ ამოხდებათ სული. მაშინ, როდესაც ბუზები, ეს „უტვინო“ მწერები, რამდენიმე წამის შემდეგ, სულ რაღაც 3-4 მცდელობის შემდეგ დაიწყებენ გარშემო ფრენას და იოლად დააღწევენ თავს დახურულ სივრცეს. ფუტკრებმა იციან მხოლოდ „ლოგიკური“ მსჯელობა: „გასასვლელი არის იქ, საიდანაც მოდის ყველაზე მეტი შუქი“, ბუზები კი, მას შემდეგ რაც დარწმუნდებიან, რომ „ლოგიკამ“ არ იმუშავა, ეძენებ და წარმატებითაც პოულობენ გამოსავალს.

 

მორალი ასეთია: ისწავლეთ გარჩევა, როდის მუშაობს ლოგიკა და როდის არ მუშაობს ის და თქვენ ბევ ადამიანზე წინ იქნებით ცხოვრებაში (მატერიალურადაც და არამატერიალურადაც).



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

 

vivus.ge


 

 

crediton.ge

 

სასწავლო კურსები - Study Courses