თანამშრომლები - ავტორი:ირაკლი პატარაია
 

ვებ სტუდია SPAR.GE

 

ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებათანამშრომლები

სასწავლო კურსები და ტრენინგები - spar.ge

vivus.ge

თანამშრომლები
 | რეიტინგი 3 

 

რამდენიმე წლის წინათ, დაიწყეს არამოტივირებული თანამშრომლების შესწავლა. მათ აკვირდებოდნენ არასამუშაო გარემოში ე.ი. სწავლობდნენ მათ ქცევებს სამსახურის შემდეგ. აღმოჩნდა, რომ იგივე ადამიანები თავიანთ დროს უთმობდნენ მრავალგვარ საქმიანობას, ისინი საათობით თევზაობდნენ, ქსოვდნენ, ნადირობდნენ, ამზადებდნენ კერძებს და ა.შ. აღმოჩნდა რომ არ არსებობს "არამოტივირებული ადამიანები", არსებობენ მხოლოდ "არამოტივირებული თანამშრომლები". მაინც რა განსაზღვრავდა ამ ადამიანების ენერგიულობის ხარისხის ასეთ მკვეთრ განსხვავებას სამუშაოზე და არასამუშაო დროს? ერთ-ერთი მკვლევარი აღწერს არამოტივირებულ თანამშრომელს ეზოში კალათბურთის თამაშის ანალოგიით. ამა ანალოგიისკენ მკვლევარს უბიძგა შემთხვევამ, როდესაც ის აკვირდებოდა ადამიანს ეზოში. მოთამაშემ აიღო ბურთი, ისროლა კალათისკენ, ჩააგდო და შემდეგ სიხარულისგან დაიწყო ხტუნვა და ყვირილი: "არიიის, ჩავაგდეეე". როგორ ფიქრობთ, რატომ იყო ასე აღელვებული ეს ადამიანი? მისი აღელვების მიზიზი იყო ის, რომ მან ჩააგდო ბურთი კალათში და მიიღო ქულა. ე.ი. მან გაიგო, რა შედეგი გამოიღო მისმა მოქმედებამ. როგორ ფიქრობთ, რატომ არ დარბიან ასეთივე აღელვებული თანამშრომლები მთელს ოფისში ყვირილით: "არიიის, მე გავაკეთე კიდევ რამდენიმე გაყიდვა", ან კიდევ, რატომ არ დარბის ასეთივე გახარებული თქვენი შვილი: "არიიის, მე ისევ დავალაგე ჩემი ოთახი". და იცით რატომ არ ხდება ასე?

 

ზემოთქმული მაგალითის ანალოგიას თუ გამოვიყენებთ, კალათბურთის თამაში უმეტეს ორგანიზაციებსა და ოჯახებში გამოიყურება შემდეგნაირად: მოთამაშე  იღებს ბურთს, დგება ზოლზე ისვრის ბურთს და რას ხედავს? არსად არ არის არავითარი კალათი. იქ უბრალოდ არ არის ის, რაშიც შეიძლება ჩავარდეს ბურთი და მოთამაშემ იგრძნოს რომ აიღო ქულა. ორგანიზაციების უმეტესობაში თანამშრომლები მიდიან თავიანთ სამუშაო ადგილზე, მუშაობენ, მაგრამ მათ არ იციან რამდენად კარგად ასრულებენ სამუშაოს, რადგანაც არ არის არავითარი "კალათი". ჩვენ ვეკითხებოდით ორგანიზაციის ხელმძღვანელებს, "რას ელით თქვენი თანამშრომლებისგან?" და ისინი გვპასუხობდნენ. მაგრამ რატომღაც მათ ავიწყდებოდათ იგივე ეთქვათ თავიანთი თანამშრომლებისთვის. ამგვარად, ორგანიზაციებში გვხვდება მეორე სახის "კალათბურთის თამაშის" ანალოგია. თანამშრომელი იღებს ბურთს, დგება ზოლზე უნდა ისროლოს კალათისკენ და რას ხედავს? კალათის წინ აფარებულია ფარდა. მან იცის, რომ იქ კალათია, მაგრამ ის ვერ ხედავს მას, რამეთუ კალათი ფარდის მიღმაა. მაშ ასე, ეს თანამშრომელი ისვრის ბურთს, მას ესმის ბურთის დაცემების ხმა, მაგრამ მან არ იცის ბურთი ჩავარდა თუ არა და რამდენი ქულა აქვს მას.

 

დაკვირვებებმა ნათელყო, რომ თანამშრომლებისთვის ნომერ პირველი მოტივატორი არის როდესაც ისინი თვალნათლივ ხედავენ თავიანთი ძალისხმევების შედეგებს. ფული, კარგი მოტივატორია კარიერის დასაწყისში, მაგრამ მას შემდეგ, რაც ადამიანები მოიწყობენ მატერიალურ ცხოვრებას, ფულთან ერთად ადამიანებს სჭირდებათ თავიანთი შედეგების დინამიკის ნახვა რათა მოტივირებულ იქნან. ფული შეიძლება გახდეს დემოტივატორიც, თუკი ადამიანები მიხვდნენ, რომ მას არავითარი საერთო არა აქვს მათ შედეგებთან. შეიძლება ითქვას, რომ "უკუკავშირი, არის ჩემპიონთა საუზმე".  როგორ წარმოგიდგენიათ, როგორი იქნებოდა სპორტსმენთა შემართება ოლიმპიურ თამაშებზე, თუკი არავინ ეტყოდა მათ თუ რამდენი ქულა დააგროვეს, რამდენ ხანში გაირბინეს, ან რა სიმაღლეზე ახტნენ?

მაშ, რატომ არ სურთ ხელმძღვანელებს ფარდის ჩამოხსნა "კალათის" გამოსაჩენად? საქმე იმაში გახლავთ, რომ ხელმღვანელებს არ სურთ გაახმაურონ თანამშრომელთა მიღწევები. წარმოდგინეთ, რომ თქვენ ყოველნაირად ხელი შეუწყვეთ თქვენს ქვეშევრდომებს და მათ შეძლეს 10 ბალიანი სისტემით მიიღონ 10 ქულა. მათთან შედარებით თქვენი ქულა იქნება მცირე, გამოდის რომ თქვენ, თქვენი ხელმძღვანელის თვალში გამოიყურებით დაკნინებულად თქვენი ქვეშევრდომების ფონზე. როგორ გგონიათ, კარგად იგრძნობდით თავს ასეთ სიტუაციაში? მაშასადამე, იმისათვის რომ თქვენ გამოიყურებოდეთ კარგად თქვენი ბოსის თვალში, თქვენი ქვეშევრდომები უნდა გამოიყურებოდნენ თქვენზე უარესებად.

არა აქვს მნიშვნელობა სად მდებარეობს თქვენი კომპანია, თქვენ გეყოლებათ რამდენიმე "გამარჯვებული" რამდენიმე "მაჩანჩალა" და ყველა დანარჩენი თქვენი თანამშრომელი იქნება "საშუალო". ესე იგი, თუკი თქვენი ყველა თანამშრომელი შეფასდება უმაღლესი ქულით მაშასადამე არიან "გამარჯვებულები", ვიღაცა ხომ უნდა იყოს "მაჩანჩალა"? თქვენი აზრით ვინ გამოდის "მაჩანჩალა"? ძნელი მისახვედრი არ არის.

 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

 

vivus.ge


 

 

crediton.ge

 

სასწავლო კურსები - Study Courses