ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებარა არ უნდა გააკეთოს მენეჯერმა

რა არ უნდა გააკეთოს მენეჯერმა
 | რეიტინგი 3 

დასჯა. დასჯა არის ორი სახის: 1) დასჯა, რადგანაც პიროვნება არის ასეთი და 2) დასჯა საქციელისთვის. .. თქვენ გიყვართ ეს პიროვნება. ის არის კარგი, მაღალპროფესიონალი, თქვენთვის ძვირფასი ადამიანია, მაგრამ მოიქცა ცუდად. მაშ ასე, თუკი თქვენ ადამიანებს დასჯით ქცევისთვის, მაგრამ მას ეცოდინება, რომ ის თქვენ გიყვართ, პატივს სცემთ და ის თქვენთვის ძვირფასია, ის არ გაგინაწყენდებათ ასეთი ქცევისთვის. თქვენს ქვეშევრდომებს გრძელვადიან პერსპეტივაში გაცილებით უკეთესი შედეგები ექნებათ, თუკი თქვენ გაკიცხავთ მათ ცუდად შესრულებული საქმისთვის და არ დააკნინებთ მათ პიროვნებას.

 

თქვენ, როგორც მენეჯერს თანმშრომლების აყვანისას სინამდვილეში გაქვთ სამი არჩევანი,: პირველი - თქვენ შეგიძლიათ დაიქირავოთ გამარჯვებული”. ვინ არის გამარჯვებული? ეს არის ისეთი ადამიანი, რომელსაც აქვს როგორც უნარი, შეასრულოს მასზე დაკისრებული სამუშაო უმაღლეს დონეზე, ასევე მოტივაციაც, გააკეთოს ასე. გამარჯვებულთა გამოვლენა ძალზე რთულია. და რასთან არის დაკავშირებული ეს? ისინი დიდი ფული ღირს. თუკი თქვენ ვერ ქირაობთ გამარჯვებულს”, ვინ უნდა დაიქირავოთ ამ შემთხვევაში? ხელმოცარული”? არა. მაშ ასე, თუკი ვერ ქირაობთ გამრჯვებულს თქვენ გაქვთ მეორე არჩევანი - პოტენციური გამარჯვებულის დაქირავება. ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს გამარჯვებული”. ზოგიერთები გამოიყურებიან სრულებით ჩვეულებრივად, მაგრამ ნუ მოგატყუებთ მათი შესახედაობა. როცა იპოვით პოტენციურ გამარჯვებულს”, რა უნდა გააკეთოთ? თქვენ უნდა გაწვრთნათ იგი. ამას დასჭირდება გარკვეული დრო და გარკვეული ფულიც. თუკი თქვენ არ გსურთა გააკეთოთ არც ერთი და არც მეორე, მაშინ თქვენ გრჩებათ მესამე არჩევანი. ამ შემთხვევაში ისღა დაგრჩენიათ, ილოცოთ, რომ თქვენმა თანამშრომელმა საქმე გააკეთოს.

მაშინაც კი, თუკი თქვენ იპოვით გამარჯვებულს ყოველთვის გაჩნდება სფერო, რომელშიც ის ვერ იქნება ისეთი ძლიერი, როგორც წინა ვალდებულებების შესრულებაში. ამ შეთმხვევაში როგორ უნდა მოიქცეთ? გაგზავნოთ სასწავლო დაწესებულებაში? მაგრამ ხშირად ეს შეუძლებელია. ასეა თუ ისე, თქვენ მაინც მოგიწევთ თქვენი ქვეშევრდომების სწავლებაზე დროის გაღება.

მე მინდა მოგიყვეთ დელფინების გაწვრთნის პროცესი. სანამ ამ მაგალითს აგიხსნიდით, მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ადამიანები არ არიან დელფინები. მათ არ უყვართ როდესაც მათი მანიპულირებენ, ადამიანები მოიითხოვენ, რომ მათ პატივი სცენ და დააფასონ. დელფინების მაგალითით მე მინდა გაჩვენოთ, რომ წვრთნა იწყება უბრალო მოქმედებებით და შემდეგ ამოცანა თანდათანობით რთულდება. დავუშვათ, რომ მე მყავს დელფინი და მსურს, რომ მან შეცუროს მარცხენა ქვედა კუთხეში არსებულ ყუთში, მოქაჩოს ბაწარს, შემობრუნდეს 360 გრადუსით და გამოვიდეს ყუთიდან. მე მაქვს საკვების მიმწოდებელი ფანჯარა, საიდანაც დელფინი მიიღებს საკვებს, მაგრამ ეს მოხდება მაშინ, როდესაც ის გააკეთებს ჩემთვის სასურველ ილეთს. როგორც კი დელფინი გაკეთებს მოძრაობას, რაც მე მსურს მან გააკეთოს, იღებს საკვების მიმწოდებელი ფანჯარა და იქიდან ვარდება თევზი. თუკი მე შევეცადე დელფინი დავსაჯო, ის არაფერს არ გააკეთებს, რადგანც ცხოველებს არ უყვართ ძალადობა. ასევეა ადამიანებიც, თუკი ჩვენ დავსაჯეთ თანამშრომლები, რომლებიც არიან სწავლის პროცესში, ცუდად გაკეთებული საქმისთვის, ჩვენ მივიღებთ სამიდან ერთ-ერთ რეაქციას: 1) ეს ადამიანები უბრალოდ აგარიდებენ თავს. ისინი შეეცდებიან არ დაგენახონ, რათა აიცილონ დასჯა. 2) თანმშრომლები შეეცდებიან არაფერი გააკეთონ, რამეთუ, მათ ეცოდინებათ, რაც არ უნდა გააკეთონ, სულერთია, ვერ აცდებიან დასჯას  და 3) თანმშრომლები დაიწყებენ იმის დაგეგმვას, თუ როგორ გადაგიხადონ სამაგიერო.

 

მაშ ასე, ნუ დასჯით თანმშრომლებს, რომლებიც სწავლობენ მუშაობას, ვინაიდან ეს ახდენს მათ დემორალიზებას და ისინი იქცევიან ისეთნაირად, როგორც თქვენ სრულებით არ გაქვთ სურვილი ისინი მოიქცნენ.



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge