როგორ გავხადოთ ოფისში მუშაობა უფრო სასიამოვნო და საინტერესო
 
დახურვა X

 

ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირება როგორ გავხადოთ ოფისში მუშაობა უფრო სასიამოვნო და საინტერესო

vivus.ge

როგორ გავხადოთ ოფისში მუშაობა უფრო სასიამოვნო და საინტერესო
 | რეიტინგი 3 

 

რაც გამოარჩევს ნამდვილ კლერკს სხვებისაგან - ეს არის საოფისე საქმეებისადმი სიყვარული და დიდი დაკმაყოფილების მიღება თავისი სამუშაოსგან.

ოფისის მუშაკი მუდამ კარგ და აღმატებულ ხასიათზეა - ის დაწინაურების პრედენტენტია, ადამიანია, რომელსაც პიროვნული ზრდა გარანტირებული აქვს. მაინც რა ეხმარება კლერკებს ასეთი განწყობის შენარჩუნებაში და როგორ უნდა გავხადოთ ოფისში მუშაობა უფრო საინტერესო?

სამსახური ყოველთვის არ წარმოადგენს სასიამოვნო დროსტარებას და ხშირად ართმევს ძალას, ზოგჯერ კი იმედებსაც. ამიტომ, შევეცადეთ თავიდან მოვიცილოთ ძირითადი გამღიზიანებლები, ვისაუბროთ სამუშაოს ორგანიზაციაზე, მოტივაციაზე, ასევე პირადი ტრენინგის საშუალებებსა და კოლექტივთან მუშაობაზე.

სტრესი - უკიდურესად არასასიამოვნო მდგომარებაა, რომელიც ძალზე უშლის ხელს სამუშაოსა და საოჯახო საქმეებს. დიდი ქალაქის უამრავი მაცხოვრებელი ლაპარაკობს საინფორმაციო წნეხზე, ენერგიისგან დაცლაზე, ცხოვრების სწრაფ ტემპზე. ხშირად მოვალეობები უფრო მეტია, ვიდრე მათი შესასრულებელი დრო, ძალზე დამღლელია უფროსობის მოთხოვნები და დავალებები. რა დაგვეხმარება  სტრესისგან განთავისუფლებაში?


როგორ განვთავისუფლდეთ  გამღიზიანებლებისაგან?

კოლეგები მიგანიშნებენ, რომ დროა დაიკლოთ წონაში, მეგობრულად მუდმივად გეუბნებიან, რომ არასწორად ცხოვრობთ? კიდევ შეიძლება, რომ სხვათა საუბრები არყევენ თქვენს ადამიანებისადმი ნდობას ან უბრალოდ გაიძულებენ იტანჯოთ? დაუთმეთ სამსახურში რამდენიმე წუთი დასვენებას ან კოლეგებთან უბრალო მეგობრულ ურთიერთობას. დასაწყისისათვის ჯერ გაიგეთ, თუ როგორ, თუ როგორ უმკლავდებიან ისინი სტრესს და რა მოქმედებს მათზე ცუდად, ან პირიქით, ეხმარება მის დაძლევაში.. შეეცადეთ გაიგოთ, თუ რას ფიქრობენ თქვენი კოლეგები ოფისის სხვა მუშაკებზე და რას ლაპარაკობენ თქვენზე. შესაძლებელია, რომ თუ თქვენ დაიწყებთ ასეთ საუბრებს, უფრო გაგიადვილდებათ ამაში გარკვევა და თავს დააღწევთ გაღიზიანებას.

თუ თქვენ ხშირად გაღიზიანებენ ზედმეტი ხმები ან სხვების ხმამაღალი ლაპარაკი, შეეცადეთ იპოვოთ დრო ხანმოკლე დასვენებისათვის. ყველაფერი, რაც არის საჭირო, ეს არის რამდენიმე წუთით დასვენება. კიდევ რა პირობებს იცავთ თქვენ? შესვენების დროს უბრალოდ იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ მოაწყოთ თქვენი სამუშაო სივრცე თქვენთვის უფრო ხელსაყრელად და ჰარმონიულად.

 

როგორ გადავანაწილოთ პრიორიტეტები?

ჩვენ განვიცდით ძლიერ გაღიზიანებას, როდესაც უნდა მოვასწროთ ძალზე ბევრი საქმის გაკეთება. გაიაზრეთ, რომ ყველაფრის ვადაში მოსწრება უბრალოდ არარეალურია. ყურადღება დაუთმეთ მხოლოდ იმას, რაც ნამდვილად განიჭებთ სიამოვნებას და რაც რეალურად გჭირდებათ. თუ თქვენ ვერ ართმევთ თავს მოვალეობებს, მოუყევით ამის შესახებ კოლეგებს, იქნებ რომელიმე მათგანს სურს თქვენს თანაშემწედ გახდომა?

სამუშაოში უფრო მთავარია შედეგი, ვიდრე შესრულებულ საქმეთა რაოდენობა. ამიტომაც, თქვენ სრული უფლება გაქვთ მოითხოვოთ უფროსობისგან ის დავალებები, რომელიც თქვენ ყველაზე კარგად შეგეფერებათ. და თუ თქვენი სამუშაო და მცირე დავალებები შეიძლება ნაწილობრივ დაავალოთ რანგით უფრო სხვა ადამიანს, მაშინ განიხილეთ ეს უფროსთან ერთად. სწორად ააწყეთ თქვენი კარიერა და იმუშავეთ მხოლოდ თქვენი სპეციალიზაციით.


ვაყალიბებთ სამუშაოსადმი დადებით დამოკიდებულებას

თუ შეხვედრიხართ თქვენ საკუთარი სამუშაოს ფანატებს? თუ გინახავთ ხალხი, რომლებსაც ასე სიამოვნებთ მუშაობა? რა განასხვავებს მათ? ჯერ ერთი, ესენი არიან საკუთარი საქმის ოსტატები. ვინც კარგად ერკვევა თავის საქმეში, მას ძალიან უყვარს ამის გაკეთება სხვა ადამიანებისათვის. მუშაობა ასეთი ადამიანებისათვის - ძალზე ღირებული გამოცდილებაა. ისინი ვითარდებიან და აკმაყოფილებენ სხვა ადამიანების მოთხოვნილებებს, ეს კი ნიშნავს მოწოდებით მუშაობას. სხვა ადამიანებს უბრალოდ მოსწონთ კარგად გამომუშავება. ისინი მზად არიან მართონ და მისცენ შენიშვნები ხელქვეითებს, რათა გამოიმუშაონ ფული ახალი მანქანისათვის, ბინისათვის, ვახშმისათვის პარიზის ყველაზე ლამაზ რესტორანში. ეს ხალხი თავისი საქმის დიდი მცოდნეა. ისინი დაკავებულნი არიან იმით, რასაც მოაქვს შემოსავალი, და აკეთებენ იმას, რაც სხვებს არ შეუძლიათ.

            შეისწავლეთ საკუთარი საქმე. დაესწარით კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს ან იპოვეთ ის საქმე, რომელშიც იპოვით საკუთარ მოწოდებას. ამისათვის ხშირად საჭირო ხდება სწავლაზე და სტაჟირებაზე რამდენიმე წლის დახარჯვა.

 

უჩვეულო ქცევები სამუშაო ადგილზე.

სამუშაო ადგილი - თქვენ ერთხელ მოგეცათ ის იჯარით ისეთი, როგორიც იყო. ხშირად ხალხის ეშინია რაიმეს არაჯეროვნად გაკეთება, ეშინიათ რაიმეს შეცვლის ან არასწორად მოქცევის. ასეთი მუშაკებისათვის მათი სამუშაო ადგილი ციხედ იქცევა. მაგრამ შესაძლებელია მისგან თავის დაღწევა, რაშიც შემდეგი რჩევა დაგეხმარებათ. ახლებურად შეხედეთ ჩვეულ ნივთებს თქვენს სამუშაო ადგილზე, შეეცადეთ იპოვოთ ის, რის გაკეთებაც სხვაგვარადაც შეიძლება. არასტანდარტული ქცევების ტრენინგი იძლევა სამუშაო ადგილზე უჩვეულო ქცევების რეკომენდაციას, რომლებიც ეხება მუშაობის ტემპის ცვლილებას, მუშაობის ახალი საშუალებების ძიებას, ზოგიერთ დავალებაზე უბრალოდ უარის თქმას და უწყინარ ახირებებს.

 

კოლექტივთან დამეგობრება და დროის ერთად გატარება.

რა უშლის ხელს, რომ სამუშაო ადგილი გახდეს საინტერესო ხალხთან შეხვედრის ადგილი და ყველა უჩვეულო იდეების განვრცობის მოედანი? დიახ, ამისათვის მოგიწევთ ურთიერთქმედების წერტილების და საერთო ინტერესების ძიება, ან ერთად შეკრება, ღონისძიებებზე დასწრება. ეს იწვევს  კავშირების დამყარებას და ხდის სამუშაოს ორგანიზებულს და უფრო ინტელექტუალურს. დამეთანხმეთ, რომ უფრო საინტერესოა კოლეგებისგან მორიგი კარგი ამბების გაგება, ვიდრე მარტო ყოფნა მთელი დღის განმავლობაში.

თუ თქვენ ერთად მუშაობთ, გაუზიარეთ მათ თქვენი აზრები, განცდები და სიხარული. ზოგიერთი მხოლოდ მუშაობას ესწრაფვის, რათა მხარი დაუჭიროს სოციალურ თემებს და იგრძნოს თავი კოლექტივის წევრად.

 

მოტივაცია სამუშაოზე.

ნუ გადაიტვირთებით საკუთარ კოლეგებისადმი ზედმეტი დროის დათმობით. სამუშაოც განსაკუთრებულ განწყობას მოითხოვს.

 


იმუშავეთ ენთუზიაზმით

გააკეთეთ ყველაფერი ენთუზიაზმით დღის დასაწყისში. თქვენი განწყობა საკმარისი იქნება მთელი სამუშაო დღის განმავლობაში, მაგრამ, სამაგიეროდ, სამუშაო ნაწილი თქვენს მიერ შესრულებული იქნება ფრიადზე, რაც აუცილებლად უნდა წაახალისოს თქვენმა უფროსმა. ხოლო თქვენთვის ეს არის საბაბი იფიქროთ, თუ როგორ არ უნდა დაკარგოთ ენთუზიაზმი ზედმეტი პრობლემების გამო. 


შექმენით სამუშაო სივრცე

მოხერხებული სამუშაო სივრცე - გიწვევთ საქმისაკენ. ზოგჯერ გამოუსწორებელი გამცდენებიც კი არ ამბობენ უარს მუშაობაზე, თუ ეს არის ლამაზად გაფორმებული ადგილი, სადაც ყველაფერია გათვალისწინებული. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საჭიროა საკუთარი პოზიტიური ენერგიით საკანცელარიო საგნების დამუხტვა, მაგრამ პრინტერში ქაღალდის ჩადება და მარაგში საკანცელარიო საგნების ქონა -აუცილებელია.  


ილაპარაკეთ საკუთარ სამუშაოზე, განიხილეთ შედეგები  

თქვენ მუშაობთ და ეს არის მთელი ცხოვრება. ის ვერსად ვერ წავა, ამით უნდა იამაყოთ. იპოვეთ თანამოსაუბრეები და იკამათეთ საქმეებზე, შედეგებზე, სამუშაოს პრობლემებზე. არ დაიტვირთოთ ამ ყველაფრით ერთად, მაგრამ აუცილებლად განიხილეთ ეს მათთან, ვინც მზად არის მხარი დაუჭიროს თქვენს თემებს. თუ თქვენ მიაღწიეთ შედეგებს სამუშაოზე, შესთავაზეთ მათ ამის ერთად აღნიშვნა. არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი კოლეგებიც ელოდებიან წახალისებას კარგი მუშაობისათვის და კარგი ურთიერთთანამშრომლობისათვის.

 

ცოტაოდენი რამ რჩევების გამოყენების თაობაზე

გახსოვდეთ, რომ რჩევები უნდა გამოიყენოთ იქ, სადაც ისინი შედეგებს მოგცემენ. თუ თქვენ ცდილობთ ააწყოთ სამუშაო, რომელიც თქვენ ნამდვილად არ გეხელწიფებათ, თქვენ თავდაპირველად უნდა შეასრულოთ მთავარი პირობა - იპოვით სამუშაო თქვენი მოწოდებით. და მხოლოდ ამის შემდეგ ეძებოთ საკუთარი სამუშაო სივრცის  მოწესრიგების საშუალებები.  ნუ შეგეშინდებათ ფსიქოლოგების, რომლებიც დაგეხმარებიან საქმიანი რჩევებით და ზუსტად გიჩვენებენ მიმართულებას.

 

საკვანძო სიტყვები: სტრესი / სამუშაოს მოტივაცია / საინტერესო სამუშაო / სამუშაო სივრცე / კლიმატი კოლექტივში 

 

უკან

 
 


ccloan.ge

 

 

vivus.ge


 

 

crediton.ge

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 

 
 
netcredit.ge
moneyman.ge